ჵ
(გადამისამართდა გვერდიდან Ⴥ)
ჵ, ⴥ, Ⴥ, Ჵ[1] (ჰოე) — ძველი ქართული ანბანის ოცდამეთვრამეტე ასო. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ათიათასს (10000). ჵ ზოგ შემთხვევაში გამოითქმის როგორც გრძელი ო და შეესაბამება ბერძნულ ომეგას, მაგრამ უფრო ხშირად გამოიყენებოდა შორისდებულების — ჰოი! ოი! ჰაი! აღსანიშნად, მაგალითად:
ქართული ასო „ჵ“ | |
---|---|
ჵ | |
სახელწოდება | |
ჵ: |
GEORGIAN LETTER HOE |
უნიკოდი | |
ჵ: |
U+10F5 |
HTML-კოდი | |
ჵ: |
ჵ ანჵ |
ვიკისაწყობი ასო „ჵ“ |
იწერებოდა | იკითხებოდა |
---|---|
ჵ წმიდაო ღმრთისმშობელო | ჰოი წმიდაო ღმრთისმშობელო |
მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ეს ასო ქართული ანბანიდან ამოიღეს.
მოხაზულობა
რედაქტირებაასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ |
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ |
მხედრული | მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ |
სახელწოდება | რიცხვითი მნიშვნელობა |
IPA | ISO 9984 | რომანიზაცია | NGR |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰოე | 10000 | hɔɛ | — | — | (Hʼ hʼ) |
ჵ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზისა და წრეების კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს.
ჵ საუკუნეების მანძილზე მხოლოდ მხატვრული ინიციალების სახით გვხვდება.