ჳ
(გადამისამართდა გვერდიდან Ⴣ)
ჳ, ⴣ, Ⴣ, Ჳ[1] (ჳე) — ძველი ქართული ანბანის ოცდამეორე ასო. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ოთხასს (400), იგი შეესაბამება ბერძნულ იფსილონს.
ქართული ასო „ჳ“ | |
---|---|
ჳ | |
სახელწოდება | |
ჳ: |
GEORGIAN LETTER VIE |
უნიკოდი | |
ჳ: |
U+10F3 |
HTML-კოდი | |
ჳ: |
ჳ ანჳ |
ასო „ჳ-ს“ სურათი | |
ვიკისაწყობი ასო „ჳ“ |
სულხან-საბას ლექსიკონი
რედაქტირება„ლექსიკონი ქართულში“ სულხან-საბა ასო „ჳ“-ზე გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას:
„ესე ჳე ძველად ტართან იჯდა და რიცხვშიაც მეოთხასედ ყოფილა. წერილთა შინა დია საჴმარია და ონსა და ჳეს უნად სვემენ. და შემდგომად ჳე რიცხვიდამ ამოუღიათ და ოთხასად უნი დაუსვამთ, რადგან ფარი მეხუთასე იყო, უნსა და ფარს შუა ჳე ცუდად რაღათ მჯდარიყო, ამისათვის ბოლოს ჵეს ქვეშეთ დავსვი, რიცხვი რიცხვს მოებას და ესე ბოლოს იყო, რათა რიცხვი არ აირიოს[2].“
|
მოხაზულობა
რედაქტირებაასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ |
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ |
მხედრული | მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ |
სახელწოდება | რიცხვითი მნიშვნელობა |
IPA | ISO 9984 | რომანიზაცია | NGR |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჳე | 400 | wi | — | — | (Fʼ fʼ) |
ჳ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. VII საუკუნეში წრიული ნაწილი ზემოთკენ იხსნება. ნუსხურში ჳ ოთხ ხაზში იწერება, მხედრულში კი — ქვედა სამ ხაზში. იგი ხელნაწერებში მხატვრული ინიციალების სახით არ გვხვდება, რამდენადაც ჳ იშვიათი ხმარების უცხოურ სიტყვებს იწყებს მხოლოდ.
კოდების ცხრილი
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Georgian Extended
- ↑ სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“ ტ. II, თბ., გვ. 469