ჶ
ჶ, Ჶ[1] (ჶი) — დამატებითი ასო ქართულ ანბანში. გამოითქმის როგორც ლათინური f და კირილური ф. მეოცე საუკუნეში გამოიყენებოდა უცხოურიდან შემოსულ სიტყვებში, მაგალითად: ჶილოსოჶია, ჶილმი და სხვა, მაგრამ იგი ქართულ ენაში ვერ დამკვიდრდა და დღეს მის ნაცვლად იხმარება ფ ან ვ.
ქართული ასო „ჶ“ | |
---|---|
ჶ | |
სახელწოდება | |
ჶ: |
GEORGIAN LETTER FI |
უნიკოდი | |
ჶ: |
U+10F6 |
HTML-კოდი | |
ჶ: |
ჶ ანჶ |
ვიკისაწყობი ![]() |
დღეს ქართველური ენებიდან მას იყენებს ლაზური ენა, უცხოურიდან შემოსული სიტყვებისთვის.
ჶ ქვედა სამ ხაზში იწერება.
სულხან-საბას ლექსიკონი რედაქტირება
„ლექსიკონი ქართულში“ სულხან-საბა ასო „ჶ“-ზე გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას:
„ესე ჶა ძველს წიგნებში იჯდა და მწერლებს უგულებელს-ექმნათ. მე ახლა ჩაუმატე. ფაკინთი; ჶარმანდი; ჶეხნები; ჶილასოჶოსი; ჶოი; ჶოოტა; ჶულოცავ[2].“
|
კოდების ცხრილი რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Georgian Extended
- ↑ სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“ ტ. II, თბ., გვ. 471