ქაბულის პროვინცია

ქაბულის პროვინცია (დარი کابل Kābol, პუშტუ کابل‎) — ავღანეთის ოცდათოთხმეტიდან ერთ-ერთი პროვინცია (ვილაიეთი), მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქაბული. ტერიტორია მოიცავს 4462 კმ²-ს 3 528 000 მცხოვრებით (2007 წლის მონაცემებით). მას ესაზღვრება ექვსი პროვინცია ფარვანის პროვინცია, მაიდან-ვარდაკის პროვინცია, ნანგარჰარის პროვინცია, ლოგარის პროვინცია, ლაღმანის პროვინცია და კაპისას პროვინცია. თავად ქაბულის პროვინცია წარმოადგენს ფართობით ერთ-ერთ ყველაზე მცირე რეგიონს, რომელსაც 29-ე ადგილი უკავია რეგიონთა შორის, ფართობის სიდიდით.

ვილაიეთი
ქაბულის პროვინცია
کابل
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი ქაბული
შიდა დაყოფა Bagrami, Char Asiab, Deh Sabz, Farza, Guldara, Istalif, Kabul District, Kalakan, Khaki Jabbar, Mir Bacha Kot, Mussahi, Paghman, Qarabagh, Shakardara და Surobi District
კოორდინატები 34°33′36″ ჩ. გ. 69°13′12″ ა. გ. / 34.56000° ჩ. გ. 69.22000° ა. გ. / 34.56000; 69.22000
ფართობი 4462 კმ²
ოფიციალური ენა პუშტუ, დარი, თურქმენული ენა და უზბეკური ენა
სალაპარაკო ენები პუშტუ, დარი
მოსახლეობა 3 528 000 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 790,68 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+04:30

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პროვინცია იყოფა 15 ოლქად. ესენია:

 
ნატოს სამხედრო ტერმინალი ქაბულის საერთაშორისო ავიაბაზაზე.

ქაბულის ისტორია თარიღდება 3500-ზე მეტი წლით. ის თავდაპირველად წარმოადგენდა ზოროასტრიზმის ცენტრს, შემდგომში აქ სახლობდა უამრავი ბუდისტი და ინდუსი.

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ჩანაწერების თანახმად, ქაბულის ადგილობრივი მოსახლეობა ოდითგანვე იყო პუშტუნები და ტაჯიკები. პუშტუნები იყვნენ მმართველი ზედაფენა, ხოლო ქაბული პუშტუნთა მრავალი იმპერიის დედაქალაქი.

ქალაქი VII საუკუნეში აიღეს არაბებმა და გაავრცელეს აქ ისლამი. მოგვიანებით ინდუსმა შაჰებმა კვლავ დაიბრუნეს ქაბლაქი. IX-XI საუკუნეებში აქ ბატონობდნენ საფარიდების, სამანიდების, ღაზნევიდების დინასტიები, მოგვიანებით ღურიდები და დიდ მოგოლთა იმპერატორებიც კი.

XIII საუკუნეში ქაბული აყვავებულ ქალაქად ითვლება. ეს რეგიონი ჯერ კიდევ XIV საუკუნეში დაიპყრო თემურლენგმა. 1526 წელს ჩინგიზ ხანისა და თემურლენგის შთამომავალმა - თემურიდების დინასტიის წარმომადგენელმა ბაბურმა გადალახა ჰაიბერის გადასასვლელი და დაიპყრო იგი. ბაბურმა თავის მემუარებში აღწერა ქაბულისტანი.

დიდ მოგოლთა იმპერიის განადგურების შემდეგ, ქალაქი დიდხანს დამოუკიდებლადაც არსებობდა. 1747 წელს იგი შევიდა დურანის სახელმწიფოს შემადგენლობაში. მოგვიანებით ამ რეგიონით დაინტერესდა დიდი ბრიტანეთი. მან რამდენიმე ომიც გადაიხადა რეგიონის ხელში ჩასაგდებად 1870-იან წლებში.

1919 წელს ავღანეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა მეფე ამანულა ხანი. ეს ის პერიოდი იყო, როცა ანგლო-ავღანეთის მესამე ომის შედეგად ბრიტანეთის სამეფო-საჰაერო ძალების იერიშებით განადგურებული იყო ავღანეთის დედაქალაქი და მიდი აღმოსავლეთ ნაწილი, ქალაქი ჯალალაბადი. ამანულა ხანმა დაამარცხა ბრიტამული ძალები და რავალპინდის ხელშეკრულების შემდეგ დაიწყო ქვეყნის მოდერნიზაცია. მოგვიანებით ხელისუფლებაში მოვიდა ზაჰირ შაჰი. ეს იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეფე.

ევროპული სტილით გარდაქმნების შედეგად 1960-ა970-იანი წლებისათვის ქაბული გახდა ერთ-ერთი უთანამედროვესი ქალაქი აზიაში. მას ხშირად ”ცენტრალური აზიის პარიზად” მოიხსენიებდნენ. აქ მდებარეობდა თანამედროვე კინოთეატრები, კაფეები, საფრანგეთის მსგავს პარკები და სკვერები, სკოლები, ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები, საუკეთესო ბუტიკები. ცნობილია, რომ ქაბულის მცხოვრებნი იყვნენ უაღრესად განათლებული, თანამედროვე, პროგრესული და კოსმოპოლიტური ადამიანები. აქ ქალებიც და მამაკაცებიც სწავლობდნენ დაწყებით, საშუალო და უმაღლეს (უნივერსიტეტი) სკოლებში. უაღრესად განათლებული, კულტურული ადამიანები არ იყვნენ რელიგიურად ფანატიკოსები. მაგ: იქ არასოდეს ყოფილა დღის წესრიგში ჩადრით ან გრძელი დაფარული ტანსაცმელით სიარულის საკითხი. პროგრესი და მშვიდობიანი განვითარება გაგრძელდა 70-იანი წლების ბოლომდე, სანამ ქვეყნის განვითარებაში არ ჩაერია გარე ძალები. მას შემდეგ, რაც 1979 წლის დეკემბერში, საბჭოთა შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ ავღანეთის ტერიტორიაზე, ქაბული და კიდევ მრავალი პროვინცია ანარქიამ მოიცვა.

10-წლიანი ომის შემდეგ, საბჭოთა ჯარები დამარცხებულ იქნა მოჯაჰედების მიერ და1989 წელს გამოყვანილ იქნა ავღანეთის ტერიტორიიდან. 1992 წლის გაზაფხულზე მუჰამედ ნაჯიბულას მთავრობა დაეცა. ქაბული მოჯაჰედთა ხელში გადავიდა.

სამოქალაქო ომის შედეგად ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა. 1996 წელს თალიბანის რეჟიმმა ხელში აიღო რეგიონში წესრიგის დამყარება. მან შარიათის მკაცრი კანონები დაამყარა და ფაქტობრივად აკრძალა ბევრი რამ - სწავლების ფორმა, გართობა, ქალთა დასაქმება, მამაკაცთათვის წვერის გაპარსვა და სხვა მრავალი ადამიანური ქმედება და ჰობი.

2001 წლის 11 სექტემბრის აშშ-ს ტერაქტის შემდეგ ერთ თვეში ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით გაერთიანებულმა ფრონტმა (ჩრდილოეთის ალიანსი) ხელში აიღო ძალაუფლება და თალიბების მიტოვებულ ქაბულში შევიდა. 2001 წლის დეკემბერში ქაბული ავღანეთის დედაქალაქი, ავღანეთის გარდამავალი ადმინისტრაციის ცენტრი გახდა. დღეს აქ მდებარეობს ქვეყნის გარდამავალი ხელისუფლება, რომლის ხელმძღვანელია პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი.

2002 წლის დასაწყისში ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები (ISAF) განლაგდა ქაბულში. ომის შედეგად განადგურებულ ქალაქში დაიწყო გარკვეული პოზიტიური ძვრები. ქვეყანაში დაბრუნდა მილიონობით დევნილი. მოსახლეობა გაიზარდა 2001 წელს დაახლოებით 500 000-ით, 2007 წელს 3 მილიონით. ხელახლა გაიხსნა უცხოეთის ბევრი საელჩო, მათ შორის, აშშ-ის საელჩო. ავღანეთის სამთავრობო ინსტიტუტებმა განიცადა ასევე, ხელახალი მოდერნიზაცია. 2008 წლიდან ახლად მომზადდა ავღანეთის ეროვნული პოლიცია (ANP) და ავღანეთის ეროვნული არმია (ANA).

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ვითარება თითქმის უკვე მართული პროცესია, ხშირია ტერორისტული აქტებიც, რომლებსაც ახორციელებენ ე.წ. ტერორისტული დაჯგუფებები და ტერორისტი თვითმკვლელები - ალ-ქაიდა, თალიბები და სხვა. მათ, სავარაუდოდ, პაკისტანის დაზვერვის მხარდაჭერა აქვთ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება