ჩინგიზ-ყაენი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩინგიზ ხანი)

ჩინგიზ-ყაენი, ჩინგის ყაენი, ჩინგისხანი (მონღ. Чингис Хаан [ʧiŋgɪs χaːŋ]), დაბადების სახელი თემუჩინი (დ. 1162? — გ. 18 აგვისტო, 1227) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (ყაენი). მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად.

ჩინგიზ-ყაენი
Чингис Хаан
მონღოლთა იმპერიის 1-ლი დიდი ყაენი
მმართ. დასაწყისი: 1206
მმართ. დასასრული: 18 აგვისტო, 1227
მემკვიდრე: უგედეი-ყაენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: სავარ. 1155 ან 1162
დაბ. ადგილი: დელიუნ-ბოლდოკის ხეობა, მდ. ონონის სათავესთან
გარდ. თარიღი: 18 აგვისტო, 1227
მეუღლე: ბორტე, ხულანი,
ესუგენი, ესუი
შვილები: ვაჟები:
ჯუჩი
ჩაღათა-ხანი
უგედეი-ყაენი
ტოლუი
ქიულ-ხანი
ხარაჩარი
ჩახური
ხარხადი.
ქალიშვილები:
ხოჯინ-ბეგი
ცეცეიხენი
ალანგაა
თემულენი
ალდუნი.
სრული სახელი:
ჩინგიზ ყაენი
მონღ. Чингис хаан
ძვ.მონღ. (მარჯვნივ)
დინასტია: ბორჯიგინები
მამა: იესუგეი
დედა: ოელუნი

ჩინგისხანი (დაბადების სახელი თემუჩინი) წარმატებული სამხედრო სტრატეგი იყო. მის მიერ შექმნილი მონღოლთა იმპერია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. მართალია, მის იმპერიას დიდი ხანი არ უარსებია (Екэ Монгол Улус, 1206-1368), მაგრამ ცხადია, ეს იმპერია თითქმის ნახევარ მსოფლიოს მოიცავდა, მისი ლიდერი კი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრატეგოსი იყო. ამაზე მეტყველებს მისი სამხედრო წარმატებები. ჩინგიზ-ყაენს უდიდესი წვლილი მიუძღვის მონღოლთა იმპერიის შექმნაში. იგი 1227 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მისი იმპერიის დაშლა (მონღოლთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1368 წელს).

წარმომავლობა

რედაქტირება

„საიდუმლო ისტორიის“ თანახად ჩინგიზ-ყაენის წინაპარი იყო ბორტე-ჩინო, რომელიც დაუნათესავდა გოა-მარალს და დასახლდა ხენტიიში (ჩრდილო-აღმოსავლეთი მონოლეთი) ბურხან-ხალდუნის მთების სიახლოვეს. რაშიდ ად-დინის მიხედვით ეს მოხდა VIII საუკუნის შუა წლებში. ბორტე-ჩინოსაგან მეორე-მეცხრე თაობებში დაიბადნენ ბატა-ცაგაანი, ჩამაჩი, ხორიჩარი, უუჯიმ-ბუურალი, სალი-ხაჯაუ, ეკე ნიუდენი, სიმ-სოჩი და ხარჩუ.

ბორტე-ჩინოს მეათე თაობაში დაიბადა ბორჯიგიდაი-მერგენი, რომელმაც ცოლად შეირთო მონგოლჟინ-გოა. მათგან წარმოიქმნა მეთერთმეტე თაობა და საგვარეულო ხე გააგრძელა ტოროკოლჯინ-ბაგატურმა, რომელიც ცოლად ირთავს ბოროჩინ-გოას. მათგან დაიბადნენ დობუნ-მერგენი და დუვა-სოხორი. დობუნ-მერგეის ცოლი გახდა ალან-გოა, ხორილარდაი-მერგენისა და ბარგუჟინ-გოას ქალიშვილი. ასე, რომ ჩინგის-ხანის დიდი ბებია იყო ხორი-ტუმატების ტომიდან, ანუ ბურიატების ერთ-ერთი მონათესავე ტომიდან.

ალან-გოას სამი პატარა ბიჭი, დაბადებულები მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ითვლებიან მონღოლების წინაპრებად. მეხუთე, ყველაზე პატარა ბოდონჩარისაგან სათავეს იღებენ ბორჯიგინები.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ასაკი

რედაქტირება

მონღოლების მომავალი ყაენი დელიუნ-ბოლდოკის საზღვარზე, მდინარე ონონის ნაპირზე დაიბადა იესუგეი-ბაგატურისა და მისი ცოლის ოელუნის ოჯახში. ოელუნი წარმოშობით ოლხონუტის ტომიდან იყო. იგი იესუგეიმ მერკიდების ტომელ ჩილედუს მოსტაცა. ერთი ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თნახმად, ოელუნის პირმშო ქვეყანას მარჯვენა ხელის მუჭში ჩაბღუჯული სისხლის კოლტით დაიბადა[1]. მისი დაბადების წინა დღეს იესუგეიმ თათრების ბელადი თემუჩინ-უგე დაამარცხა, ახალშობილს ამ დროის აღსანიშნავად სახელად თემუჩინი დაარქვეს.

თემუჩინის დაბადების თარიღი ბოლომდე გარკვეული არაა. ძირითადი წყაროები სხვადასხვა თარიღს მიუთითებენ. ჩინგიზ-ყაენის თანამედროვე ერთადერთი ისტორიული წყარო მენ-და ბეი-ლუზე (1221 წ.) და რაშიდ ად-დინის გაანგარიშების თანახმად, რომელიც მას გაუკეთებია მონღოლი ხანების არქივში დაცულ ძირითად დოკუმენტებზე დაყრდნობით, თემუჩინი დაიბადა 1155 წელს. „იუანის დინასტიის ისტორია“ არ იძლევა ყაენის დაბადების ზუსტ თარიღს. იგი ასახელებს მხოლოდ ჩინგიზ-ყაენის სიცოცხლის ხანგრძლივობას (66 წელი), ვინაიდან ჩინური და მონღოლური ტრადიციების მიხედვით სიცოცხლის დასაწყისად ითვლება დედის საშოში ჩასახვა, გამოდის, რომ ჩინგიზ ყაენს 65 წელი უცოცხლია. ყაენის გარდაცვალების თარიღი ცნობილია (1227 წ.), აქედან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ თემუჩინი დაიბადა 1162 წელს. მისი დაბადების აღნიშნული დათარიღება ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე ისტორიოგრაფიაში, თუმცა არ არის განმტკიცებული ავთენტური წყაროებით. ზოგერთი მეცნიერი დაბადების თარიღად 1167 წელსაც ასახელებს, თუმცა ეს ჰიპოთეზა კრიტიკას ვერ უძლებს.

თემუჩინი მამამისმა იესუგეიმ ცოლის მოსაძებნად წაიყვანა. ამ პერიოდში იგი მონღოლური წესით 9, ხოლო რეალურად 8 წლის იყო. იგი დანიშნეს 11 წლის ბორტეზე, რომელიც უნგირატის ტომის წარმომადგენელი იყო. საცოლის გამოსასყიდად მის ოჯახში სამუშაოდ დარჩა თემუჩინი. შინ მიმავლი იესუგეი კი თათართა ბანაკს გადაჰყრია. „საიდუმლო ისტორიის“ მიხედვით იესუგეი თემუჩინ-უგის მკვლელობის გამო თათრებს მოუწამლავთ. შხამისაგან დაუძლურებული იესუგეი დაბრუნდა საკუთარ ბანაკში და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. იესუგეის ორი ცოლი და ათ წლამდე ასაკის შვიდი შვილი დარჩა. ტაიჩიუდის გვარის წარმომადგენლებმა ტომიდან მოკვეთეს იესეგუის ოჯახობა და მათი ავლა-დიდება მიისაკუთრეს. რამდენიმე წელი ქვრივები შვილებთან ერთად სრულ სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას, იკვებებოდნენ ხის ფესვებით, ველური მცენარეების ნაყოფითა და თევზით[2].

ტაიჩიუდის ტომის ბელადმა და თემუჩინის შორეულმა ნათესავმა, ტარგუტაი-კირილტუხმა თავი იმ მიწების მფლობელად გამოაცხადა, რომელიც ოდესღაც თემუჩინის მამამ დაიპყრო. ტარგუტაის ეშინოდა თემუჩინის შურისძიებისა და მისი დევნა დაიწყო. მისი შეიარაღებული რაზმი თავს დაესხა იესეგუის ოჯახის სადგომს. თემუჩინმა გაქცევა შეძლო, მაგრამ იგი დაიჭირეს და ტყვედ ჩაიგდეს. ტაიჩიუდების ტომელებმა ის მთავარ ბანაკში წაიყვანეს და მას კანგი (უღლის მსგავსი ხუნდები) დაადეს. იგი სიარულში ხელს არ უშლიდა, მაგრამ დამოუკიდებლად ჭამა-სმა არ შეეძლო, თუმცა თემუჩინმა ტყვეობას თავი დააღწია. მის მომვლელ ფიზიკურად სუსტ ბიჭს ხუნდები ძლიერად ჩასცხო და ხუნდებიანად მდინარის ლელქაშებში ჩაიმალა. ტაიჩიუდებმა მას ძებნა დაუწყეს, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთმა მისმა კეთილისმყოფელმა სორგან-შირამ თემუჩინი აღმოაჩინა, თავის ოჯახში წაიყვანა ხუნდები მოხსნა და დაწვეს, თვითონ კი მატყლის გროვაში დამალეს. ტაიჩიუდების წასვლის შემდეგ სორგან-შირამ ცხენზე შესვა თემუჩინი და მშობლიურ მხარეში გაამგზავრა (მოგვიანებით სორგან-შირას შვილი ჩილაუნი, მისი ოთხი ნუკერიდან ერთ-ერთი გახდა). თემუჩინის დაბრუნების შემდეგ ბორჯიგინებმა საცხოვრებელი ადგილი მიატოვეს და სხვა ადგილზე გადავიდნენ საცხოვრებლად და ტაიჩიუდებმა ვერ შეძლეს მათი პოვნა[3].

11 წლის ასაკში თემუჩინი დაუმეგობრდა ჯამუკას, რომელიც ორჯერ გახდა მისი ძმადნაფიცი. რამდენიმე წლის შემდეგ თემუჩინმა ცოლად შეირთო ბორტე (ამ პერიოდისათვის თემუჩინის დაახლოებულთა ბანაკშია ბოორჩუ, რომელიც მის ოთხ ნუკერს შორის ერთ-ერთია). ბორტეს მზითვი იყო სიასამურის ქურქი. თემუჩინი მალევე გაემგზავრა სტეპების ბელად, კერეიტების ტომის მმართველ ვან-ხანთან (ტოორილ-ხანი), რომელიც იყო იესეგუის ძმადნაფიცი (ანდო). შეახსენა მას მამამისთან მეგობრობა და საჩუქრად მიართვა ბორტეს მიერ მზითვში მოყოლილი სიასამურის ქურქი. ამ პერიოდში ერთმა მონღოლმა მოხუცმა მას მსახურად თავისი შვილი ჯელმე გადასცა, რომელიც შემდეგ მისი ერთ-ერთი მხედართმთავარი გახდა.

ბრძოლა ჰეგემონიისათვის სტეპში

რედაქტირება

ტოორილ-ხანის დახმარებით თემუჩინის ძალები თანდათანობით გაიზარდა. მასთან თავი მოიყარეს ნუკერებმა. იგი თავს ესხმოდა მეზობელ ტომებს, აფართეობდა და აძლიერებდა სამფლობელოს. სხვა დამპყრობლებისაგან ერთი თვისებით გამოირჩეოდა, ბრძოლის დროს ცდილობდა სიცოცხლე შეენარჩნებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის, რათა შემდეგში ისინი თავის სამსახურში ჩაეყენებინა.

თემუჩინის პირველი სერიოზული მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ მერკიდები, რომლებიც მოქმედებდნენ ტაიჩიუტების მხარდაჭერით. მერკიდებმა გადაწყვიტეს ოელუნის მოტაცებისათვის შური ეძიათ. ისინი მოხუცი ოელუნის დასაბრუნებლად კი არა, თემუჩინის ახალგაზრდა ცოლის ბორტეს წასაყვანად მოვიდნენ[4]. მერკიდებს ბანაკი ცარიელი დახვდათ, მაგრამ თავდამსხმელებმა მალევე იპოვეს ოთხთვალაში ჩამალული ბორტე, რომელიც ამ პერიოდში სავარაუდოდ, ფეხმძიმედ იყო და ელოდებოდა პირველ შვილს ჯუჩის.

1184 წელს თემუჩინმა ვან-ხანისა და მისი კერეიტების ტომის დახმარებით მერკიდები გაანადგურა. ბრძოლა მოხდა მდინარე სელენგასთან დღევანდელი ბურიატეთის ტერიტორიაზე. ბრძოლის შედეგად თემუჩინმა ბორტე დაიბრუნა[5].

უთანხმოება ჯამუკასთან და დამარცხება დალან ბალზუთთან

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც ჯამუკასა და თემუჩინის მეგობრობას შორის ბზარი გაჩნდა, მათ დაიწყეს ძალების განმტკიცება და მალე ერთმანეთის მეტოქეებიც გახდნენ. ჯამუკა მხარს უჭერდა ტრადიციულ მონღოლურ არისტოკრატიას, როდესაც თემუჩინი მისდევდა ღირსეულ მეთოდს და იზიდავდა განსაკუთრებით დაბალი კლასის საზოგადოებას.[6] მისი წინანდელი დამარცხების გამო მერკიტებთან, თემუჩინი გაძლიერებას შეუდგა.[7] 1186 წელს თემუჩინი მონღოლთა ხანად აირჩიეს. თუმცა ჯამუკა დაემუქრა თემუჩინს, რომ შეაჩერებდა მის ამბიციებს. 1187 წელს მან სამი ათასიანი ჯარით თავის ყოფილ მეგობარს შეუტია. თემუჩინმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი მის მომხრეებთენ ერთად ჯამუკას წინააღმდეგ, თუმცა იგი საბოლოოდ დამარცხდა დალან ბალზუთის ბრძოლაში.[7][8] ჯამუკა შეაძრწუნა იმ ხახლმა, რომლებიც მის მეტოქეს აქებდნენ. ესინი იყვნენ ტყვედ აყვანილი 17 ახალგაზრდა კაცი, რომლებიც თემუჩინის პოტენციური მიმდევრები და მისი არჩეული მსახურები იყვნენ.[9] თოღრულის, როგორც თემუჩინის ერთგული მსახური, ყარახატაელების სახელმწიფოში გადაასახლეს. ინფორმაცია თემუჩინის ცხოვრების მომდევნო 10 წელიწადის შესახებ გაუგებარია, რადგან ისტორიული ჩანაწერები არაფერს წერენ იმ პერიოდზე.

ძალაუფლების დაბრუნება

რედაქტირება

დაახლოებით 1197 წელს ძინმა განახორციელა შეტევა მათ ფორმალურ ვასალზე, თათრებზე ხერიეიდების და მონღოლების დახმარებით. თემუჩინის თავის ჯარს სათავეში ედგა და შემგდომში გამარჯვების გამო მან და თოგულმა ძინისგან მაღალი პოზიციები მიიღეს.[10] ძინმა თოღულს ონგ ხანის წოდება მიანიჭა, ხოლო თემუჩინს — ჯაუთ ქურის.[11]

მონღოლთა კავშირის მთავარი ოპონენტი 1200 წლისთვის იყვნენ დასალვეთში მცხოვრები ნაიმანები, ჩრდილოეთში მცხოვრები მერკიტები, სამხრეთით მცოხვრები თანგუთები და აღმოსავლეთით მყოფი ძინის დინასტია. თემუჩინის მმართველობის და მეტოქე ტომების დაპყრობის დროს, თემუჩინმა დაარღვია მონღოლური ტრადიცია რამდენიმე გადამწყვეტ საკითხში. ის ადამიანში აფასებდა არა მის წარჩინებულ წარმოშობას, არამედ დამსახურებას და ერთგულებას.[12]

ჩინგიზ-ყაენის გენეალოგიური ხე

რედაქტირება
ოელუნი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იესუგეი
 
სოჩიხელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბორტე
 
თემუჩინი
(ჩინგიზ-ყაენი)
 
ხასარი
 
ხაჩიუნი
 
ტემუგე
 
ბელგუტეი
 
ბექთერი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯუჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩაღათა-ხანი
 
დორეგენე
 
უგედეი
 
 
სორღაღტანი
 
ტოლუი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბათო-ყაენი
 
ბორაქჩინ-ხათუნი
 
ბერქა
 
ჩაღათაიდები
 
გუიუქი
 
ოგულ-გაიმიში
 
ხაშინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სარტაკი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქაიდუ
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ულაღჩი
 
თეოდორა[13]
 
გლებ ვასილკოვიჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მუნქე
 
ყუბილაი
 
ჰულაგუ
 
დოკუზ-ხათუნი
 
არიგ-ბუგა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იუანის დინასტია
 
ჰულაგუიანები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 43
  2. ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 51
  3. ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 58
  4. ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 62
  5. ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 68
  6. Hildinger 1997, pg. 113.
  7. 7.0 7.1 Hildinger 1997, pg. 114
  8. Lane 2004, pg. xxvii
  9. Jack, Weatherford (2005) Genghis Khan and the Making of the Modern World. Crown. ISBN 9780307237811. 
  10. Lane 2004, pg. 23
  11. Biran, Michal (2012) Genghis Khan. London: Oneworld Publications, გვ. 35. ISBN 9-781-78074204-5. 
  12. Weatherford, Jack (2004). „2: Tale of Three Rivers“, Genghis Khan and the Making of the Modern World. Three Rivers Press, გვ. 44. ISBN 0-609-80964-4. 
  13. Michael Marcotte: Marcotte Genealogy - Khan genealogy chart