რაშიდ ად-დინი
რაშიდ ად-დინი (დ. 1247 — გ. 1318) — ებრაული წარმოშობის გამუსლიმებული ირანში მოღვაწე ისტორიკოსი, ექიმი, სწავლული, მონღოლთა ვეზირი.
ირანის მონღოლი ყაენების, ყაზან-ყაენისა და ოლჯაითუ-ყაენისაგან მიიღო დავალება, შეედგინა „საყოველთაო“, მსოფლიო ისტორია. ნაშრომზე, რომელსაც, „ჯამი ათ-თავარიხი“ - „ისტორიათა კრებული“ ეწოდება, რაშიდ ად-დინის ხელმძღვანელობით, მუშაობდა მთელი ჯგუფი. ამრიგად, ეს იყო მუსლიმური სამყაროსათვის მეტად იშვიათი მცდელობა, საყოველთაო ისტორია გასცდენოდა ისლამურ სამყაროსა და ცივილიზაციას. რაშიდ ად-დინმა ამ მხრივ არა მხოლოდ მუსლიმურ ისტორიოგრაფიაში მოიპოვა გამორჩეული ადგილი, არამედ ბევრად გაასწრო ევროპულ ისტორიულ მწერლობასაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიღურაძე ნ., სანიკიძე გ., გორდეზიანი ლ., ოთხმეზური გ., ფირცხალავა ლ., ისტორია (მოსწავლის წიგნი), თბ., 2012