სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ონონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ონონი (მონღ. Онон гол) — მდინარე ჩრდილო-აღმოსავლეთ მონღოლეთსა და რუსეთის იმიერბაიკალეთის მხარეში, მდინარე შილკის მარჯვენა მდგენელი (ამურის აუზი).

ონონი
მონღ. Онон гол

ონონი ჩინგიზ-ყაენის დაბადების სავარაუდო ადგილთან ახლოს.
ქვეყანა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე ხენტეის მთები
48°50′32″ ჩ. გ. 108°47′18″ ა. გ. / 48.84222° ჩ. გ. 108.78833° ა. გ. / 48.84222; 108.78833
შესართავი შილკა
51°42′15″ ჩ. გ. 115°50′31″ ა. გ. / 51.70417° ჩ. გ. 115.84194° ა. გ. / 51.70417; 115.84194
შესართავის მდებარეობა რუსეთი
სიგრძე 1032 კმ
აუზის ფართობი 96 200 კმ²

შილკის აუზი
ონონი — რუსეთი
ონონი
ონონი
— სათავე, — შესართავი
ონონი ვიკისაწყობში

გეოგრაფია

რედაქტირება

სიგრძე 1032 კმ. (აქედან 298 კმ. მონღოლეთის ტერიტორიაზე), აუზის ფართობი 96 200 კმ². სათავეს იღებს მონღოლეთის აღმოსავლეთ ნაწილში ხენტეის მთებში.

ძირითადი შენაკადები: მარჯვენა — ხურახ-გოლი, ბორზია, უნდა; მარცხენა — აგუცა, კირა, ილია, აგა.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
  • მდინარის ზემო დინებაში მდებარე დელიუნ-ბოლდოკის ხეობა არის ჩინგიზ-ყაენის დაბადების სავარაუდო ადგილი. ლეგენდის თანახმად აქვეა მისი საფლავიც.
  • 1206 წელს მდინარე ონონის სათავესთან ახლოს გაიმართა ყურულთაი, რომელზედაც თემუჩინი აირჩიეს დიდ ყაენად და მიიღო ჩინგიზ-ხანის ტიტული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება