ფილისქვისებრი სოკო

ფილისქვისებრი სოკო (ლათ. Clavariadelphus pistillaris) — სოკოს სახეობა ძარღვასოკოსებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას.

ფილისქვისებრი სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ძარღვასოკოსნაირნი
ოჯახი:  ძარღვასოკოსებრნი
გვარი:  კლავარიადელფუსი
სახეობა:  ფილისქვისებრი სოკო
ლათინური სახელი
Clavariadelphus pistillaris (L.) Donk (1933)

ერთი წყარო მას დაბალი ხარისხის საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო საკვებად უვარგისად მწარე გემოს გამო. იზრდება ნიადაგზე — ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Clavaria pistillaris.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ნიდერლანდელმა მიკოლოგმა მარინუს ანტონ დონკმა 1933 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Clavaria pistillaris L. (1753) basionym
  • Clavaria herculeana Schaeff. (1763)
  • Clavaria herculeana Lightf. (1777)
  • Clavaria ophioglossoides Batsch (1783)
  • Clavaria pistillaris var. fulginea Bull. (1791)
  • Clavaria pulvinata Pers. (1797)
  • Clavaria pistillaris  var. herculeana (Schaeff.) Pers. (1801)

ნაყოფსხეული 7—25(30) სმ სიგრძეში და 2-6 სმ სისქეში. ფილის ქვას მოაგონებს,[3] ზედა ნაწილი გაგანიერებული, ბრტყელია, ძირისკენ წვრილდება. ნორჩობაში ზედაპირი გლუვია, მოგვიანებით სიგრძივ დაღარული. თავიდან ღია ყვითელია, შემდგომში ჟანგმიწისფერ-ყვითელი, ხელის დაჭერისას მოწითალო ხდება.

რბილობი — თეთრი, ნორჩობაში მკვრივია, ოდნავ ელასტიური და უხეში. ასაკთან ერთად რბილდება. სუსტად გამოხატული სასიამოვნო სუნითა და მომწარო გემოთი.[4]

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — წაგრძელებულ-კვერცხისებრი ან ელიფსისებური, 9—16×5—10 მკმ. ბაზიდიუმი თითისტარისებრ-ცილინდრული, 80-120 х 6-10 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

იზრდება ნიადაგზე — ფოთლოვან და შერეულ ტყეში, როგორც წესი დიდ ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის წიფელთან. ურჩევნია კირიანი ნიადაგი.

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას. ბევრ რეგიონში წიფლის ტყეებზე ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ ფილისქვისებრი სოკოს ნაყოფიერების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. იგი შეტანილია რუსეთის, უკრაინის, მაკედონიის, მოლდოვის,[5] პოლონეთის,[6] უელსის, ბელგიის, ჩეხეთის, ლიეტუვისა და ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[7]

სეზონი — აგვისტოდან ნოემბრამდე.[8][9]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

ერთი წყარო მას დაბალი ხარისხის საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო საკვებად უვარგისად მწარე გემოს გამო. საკვებად იხმარება მხოლოდ ნორჩობაში, ახალი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ფილისქვისებრ სოკოს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.[10] იგი მეტად ჰგავს მისივე გვარის წარმომადგენელ სახეობებს — ენასოკოსა და კომბალა სოკოს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Carl Linnaeus: „Species Plantarum”, vol. 2, Editura Lars Salvius, Stockholm 1753, p. 1182 Versiune digitală, vol. 2
  2. Marinus Donk: „Revisie van de Nederlandse Heterobasidiomyceteae (uitgez. Uredinales en Ustilaginales)” în: „Homobasidiomyceteae-Aphyllophraceae II”, în: „Mededeelingen van het Botanisch Museum en Herbarium van de Rijks Universiteit te Utrecht 9”, Utrecht 1933, p. 72
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 56, ISBN 99940-856-1-1.
  4. Pavol Škubla, Wielki atlas grzybów, Poznań: Elipsa, 2007, ISBN 978-83-245-9550-1.
  5. Cartea Roșie a Republicii Moldova, ed. a 2-a, Ch.: Știința, Chișinău 2002, ISBN 9975-67-311-2
  6. Zbigniew Mirek i inni, Czerwona lista roślin i grzybów Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, PAN, 2006, ISBN 83-89648-38-5.
  7. Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1.
  8. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 2, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 608-609 - 1, ISBN 3-405-12081-0
  9. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 462-463, ISBN 978-3-440-14530-2
  10. Dimitrijevic, Marija V.; Mitic, Violeta D.; Nikolic, Jelena S.; Djordjevic, Aleksandra S.; Mutic, Jelena J.; Jovanovic, Vesna P. Stankov; Stojanovic, Gordana S. (Nov 20, 2018). “First Report about Mineral Content, Fatty Acids Composition and Biological Activities of Four Wild Edible Mushrooms”. Chemistry & Biodiversity. 16(2): e1800492. doi:10.1002/cbdv.201800492.