ენასოკო
ენასოკო (ლათ. Clavariadelphus ligula) — სოკოს სახეობა ძარღვასოკოსებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.
ენასოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Clavariadelphus ligula (Schaeff.) Donk (1933) | |||||||||||||||
|
საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი, მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები, ასაკთან ერთად მწარე გემოს იძენს. იზრდება წიწვოვან ტყეებში დიდ ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკოროზას უპირატესად წარმოქმნის ნაძვთან.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Clavaria ligula.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ნიდერლანდელმა მიკოლოგმა მარინუს ანტონ დონკმა 1933 წელს.[2]
აღწერა
რედაქტირებანაყოფსხეული — ენისებრი ან ქინძისთავისებრი. 3-8 სმ სიმაღლის და 2 სმ დიამეტრის, ზოგჯერ უფრო მცირე ზომის ნაყოფსხეული, რომელიც ძირისკენ წვრილდება და ძირში ქეჩისებურად არის შებუსული; მყიფეა, ჯერ კრემისფერია, შემდეგ მოყვითალო-ნარინჯისფერი და ბოლოს მონაცრისფრო.
ფეხი — გამოკვეთილი არ არის, გარდა ბუსუსებიანი ძირისა. ზედა ნაწილი უფრო მეტად ღრუბლისებრია, ქვემოთ — უფრო მაგარი. ფეხის ქვედა ნაწილი შედარებით გემოზე მწარეა.
რბილობი — თეთრი მოყვითალომდე, რბილი, ღრუბლისებრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე, ასაკთან ერთად მწარე გემოს იძენს. დაზიანებისას ფერს არ იცვლის. ქსოვილის ზედაპირი ნატრიუმის სულფატთან შეხებისას მწვანდება; ხოლო, კალიუმის ჰიდროქსიდი მას აყვითლებს.[3]
სპორების ფხვნილი — მოყვითალო-თეთრი. ბაზიდიუმი ცილინდრული, გურზისებრი, 60-65 х 7-9 მკმ. სპორები — წვრილი, უფერული, კვერცხისებრ-ელიფსისებრი ფორმის, 10-15х3-5 მკმ. ქსოვილი ერთგვაროვანი, გააჩნია შემაკავშირებელი უჯრედები. ცისტიდების გარეშე.
გავრცელება
რედაქტირებაიზრდება ნიადაგზე, წიწვოვან ტყეებში რიგებად და დიდ ჯგუფებად, უპირატესად მთიან რეგიონებში. მიკორიზას წარმოქმნის ნაძვთან.
გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას (კანადა, აშშ), ევროპასა (ესპანეთი,[4] საფრანგეთი, ცენტრალური ევროპა, ბრიტანეთი, სკანდინავია) და აზიას (რუსეთი, იაპონია). გავრცელებულია საქართველოშიც.
[5] იშვიათი სოკოა,[6] შეტანილია პოლონეთის,[7] რუმინეთის,[8] ბელგიისა და გერმანიის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[6]
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაგამოყენება
რედაქტირებასაჭმელი სოკოა, იხმარება ახალი, მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები, ასაკთან ერთად მწარე გემოს იძენს. ზოგიერთი სახელმძღვანელო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.[11] ვიზუალურად ჰგავს მისივე გვარის რამდენიმე სახეობას, მათ შორის — ფილისქვისებრ სოკოსა და კომბალა სოკოს[12], რომლებიც უფრო დიდი ზომის არიან და ძირი შებუსვილი არ აქვთ.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ენასოკო“ ვიკისაწყობში.
- ენასოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
- ენასოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- ენა სოკო — ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jacob Christian Schäffer: „Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur icones, nativis coloribus expressae”, Editura J.J. Palmium, Erlangen 1774 vol. 4, p. 93, tab 316-317 vol. 3-4
- ↑ Donk MA (1933). "Revisie van de Nederlandse Heterobasidiomyceteae (uitgez. Uredinales en Ustilaginales) en Homobasidiomyceteae-Aphyllophraceae: II". Mededelingen van Het Botanisch Museum en Herbarium van de Rijksuniversiteit Utrecht (in Dutch). 9: 1–278.
- ↑ Tylukti EE (1987). Mushrooms of Idaho and the Pacific Northwest Vol. 2 Non-gilled hymenomycetes. Moscow, Idaho: The University of Idaho Press. pp. 83–84. ISBN 0-89301-097-9.
- ↑ Clavariadelphus ligula. Discover Life. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2023.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 55, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ 6.0 6.1 Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1.
- ↑ Anna Kujawa, Małgorzata Ruszkiewicz-Michalska, Izabela L. Kałucka (red.), Grzyby chronione Polski. Rozmieszczenie, zagrożenia, rekomendacje ochronne, Poznań: Instytut Środowiska Rolniczego i Leśnego Polskiej Akademii Nauk, 2020, ISBN 978-83-938379-8-4.
- ↑ Conservarea ciupercilor în România. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2023.
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 3, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 458-459, ISBN 3-405-12124-8
- ↑ Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 460-461, ISBN 978-3-440-14530-2
- ↑ Petersen RH, Olexia PD (1967). „Type studies in the clavarioid fungi. I. The taxa described by Charles Horton Peck“. Mycologia. 59 (5): 767–802. doi:10.2307/3757192. JSTOR 3757192.
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 2, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 608-609 - 1, ISBN 3-405-12081-0