უილიამ ბატლერ იეიტსი

(გადამისამართდა გვერდიდან უილიამ ბათლერ იეითსი)

უილიამ ბატლერ იეიტსი (დ. 13 ივნისი 1865 — გ. 28 იანვარი 1939) — ირლანდიელი პოეტი და დრამატურგი, XX საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1922-1928 წლებში იყო ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს სენატორი.[28][29][30] იეიტსმა ლედი გრეგორისა და ედუარდ მარტინთან ერთად დააარსა ირლანდიის ნაციონალური თეატრი (Abbey Theatre). 1923 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი მუდმივად აღმაფრთოვანებელი პოეზიისათვის, რომელიც ურთულესი მხატვრული ხერხების საშუალებით ეროვნულ სულისკვეთებას გამოხატავს“.[31]

უილიამ ბატლერ იეიტსი
ინგლ. William Butler Yeats
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1865(1865-06-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] ან 13 მარტი, 1865(1865-03-13)[17]
დაბადების ადგილი სანდიმაუნტი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[18] [16]
გარდაცვალების თარიღი 28 იანვარი, 1939(1939-01-28)[1] [2] [5] [6] [7] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] [15] [16] [17] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი მენტონი, საფრანგეთი ან როკებრიუნ-კაპ-მარტინი[14]
დასაფლავებულია დრამკლიფი[18]
საქმიანობა პოეტი[19] [14] [15] [16] , დრამატურგი[15] [17] , მწერალი[14] [15] [20] [17] , პოლიტიკოსი, მისტიკოსი და ასტროლოგი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  Irish Free State[18]
ალმა-მატერი National College of Art and Design და The High School, Dublin
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[21] [22] , Goethe Plaque of the City of Frankfurt[23] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი და Doctor of Letters
მეუღლე Georgie Hyde-Lees[24]
პარტნიორ(ებ)ი Maud Gonne[25] , Olivia Shakespear[26] და Margot Ruddock[27]
შვილ(ებ)ი Anne Yeats[24] და Michael Yeats[24]
ხელმოწერა

ქართულ ენაზე თარგმნილია მისი ნოველებისა და მინიატურების ციკლი „კელტური მიმწუხრი“ და პიესები: „ქეთლინ ნი ჰოულიჰენი“, „ემერის უკანასკნელი ეჭვიანობა“, „კატა და მთვარე“, „სიტყვები ფანჯრის მინაზე“, „გოლგოთა“.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

იეიტსი დუბლინში დაიბადა.[32] მისი მამა, ჯონ ბატლერ იეტსი ადვოკატი და მხატვარი იყო, დედა კი სლაიგოელი მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი გახლდათ. 1867 წელს, როცა იეტსი ორი წლის იყო, მისი ოჯახი ლონდონში გადავიდა, თუმცა ბავშვობის წლები და სკოლის არდადეგები მან ძირითადად სლაიგოში, ბებია-ბაბუასთან გაატარა. 1880 წელს იეტსის ოჯახი დუბლინში დაბრუნდა, სადაც მან საშუალო განათლება მიიღო.[33] სკოლის მახლობლად მისი მამის სახელოსნო მდებარეობდა, სადაც იგი დიდ დროს ატარებმა და დუბლინელ არტისტებსა და მწერლებს ხვდებოდა. 1884-1886 წლებში იეტსი დუბლინის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა.[32] მისი პირველი ლექსები 1885 წელს დუბლინის უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა. იეიტსის ოჯახი 1888 წელს ლონდონში გადავიდა.[34]

იეიტსმა წერა ჩვიდმეტი წლის ასაკში დაიწყო. მის ადრეულ ლექსებში პერსი ბიში შელის, ედმუნდ სპენსერისა და პრერაფაელიტების გავლენა იგრძნობა. მოგვიანებით იგი ირლანდიური მითოლოგიით, ფოლკლორით და უილიამ ბლეიკის შემოქმედებით დაინტერესდა.[35] იეიტსის ადრეულ ნამუშევრებში ნათლად იგრძნობა ოსკარ უაილდის ესთეტიკის გავლენა, განსაკუთრების კი მის პიესებში, როგორებიცაა „The Player Queen“[36] და „On Baile's Strand“.[37]

ახალგაზრდობა

რედაქტირება

1890 წელს იეიტსი ოქროს გარიგების საიდუმლო ორდენს შეუერთდა. მან ერნესტ რისთან ერთად[38] ლონდონელი პოეტების საზოგადოება - რიმერების კლუბი დააარსა, რომლის წევრებით Fleet Street-ის ტავერნაში ერთმანეთს რეგულარულად ხვდებოდნენ და თავიანთ ნამუშევრებს აცნობდნენ. იეიტსმა კლუბის წევრთა შემოქმედების ანთოლოგიები 1892 და 1894 წლებში გამოაქვეყნდა. თავის ავტობიოგრაფიაში იეიტსი კლუბის წევრებს „ტრაგიკული თაობის“ სახელით მოიხსენიებს.[39]

 
იეიტსი 1903 წელს

იეიტსი მთელი ცხოვრების მანძილზე დაინტერესებული იყო მისტიციზმით, სპირიტუალიზმით, ოკულტიზმითა და ასტროლოგიით. მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა უილიამ სვედენბორგის შემოქმედებამ.[40] 1911 წელს იეიტსი პარანორმალურ მოვლენათა კველევით ორგანიზაციას შეუერთდა. 1892 წელს მან დაწერა: „მისტიკურ ცხოვრებას ცენტრალური ადგილი უკავია ყველაფერში რასაც ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რასაც ვწერ.“[41] იეიტსის მისტიციზმით დაინტერესებამ მისი გვიანი პერიოდის პოეზიის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა, თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი პოეტის შემოქმედების ამ ასპექტს უარყოფითად აფასებს.[42]

იეიტსის პირველი სერიოზული ნაშრომი იყო პოემა „ქანდაკებათა კუნძული“, რომელიც შელისა და სპენსერის ლექსების გავლენითაა დაწერილი. პოემა სერიების სახით დუბლინის უნივერსიტეტის გაზეთში იბეჭდებოდა, ხოლო სრული სახით პირველად 2014 წელს გამოქვეყნდა. 1889 წელს დაიბეჭდა იეიტსის პირველი პოეტური კრებული „The Wanderings of Oisin“, რომელიც ირლანდიურ მითოლოგიაზეა დაფუძნებული და სამუელ ფერგიუსონისა და პრერაფაელიტი პოეტების გავლენითაა დაწერილი.[43] იეიტსის ადრეული პერიოდის ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია „ლექსები“ (1895), „საიდუმლო ვარდი“ (1897) და „ქარი ლერწამებს შორის“ (1899), რომლებიც სასიყვარულო, მისტიკურსა და ეზოტერიკულ თემებზეა.

 
მოდ გონი 1900 წელს

1889 წელს იეიტსმა გაიცნო მოდ გონი, ინგლისური წარმოშობის ირლანდიელი ნაციონალისტი, რომელიც მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო. გონმა პოეტის შემოქმედებასა და მის შემდგომ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. იეიტსის მისდამი სიყვარული უპასუხოდ დარჩა, რადგან პოეტი არ იღებდა მონაწილეობას მის ნაციონალურ აქტივიზმში.[44]

1891-1901 წლებში იეიტსმა მოდს ოთხჯერ სთხოვა ხელი და ოთხჯერვე უარი მიიღო. 1903 წელს გოგონა ირლანდიელ ნაციონალისტს, ჯონ მაკბრიჯს გაჰყვა ცოლად.[45] ამ პერიოდის მანძილზე იეიტსს სასიყვარულო ურთიერთობა ერთადერთ ქალთან, ოლივია შექსპირთან ჰქონდა, რომელიც 1894 წელს გაიცნო, ხოლო 1897 წელს დაშორდა.

მოდის ქორწინებამ იეიტსი შეაშფოთა, რადგან მისი სახით მუზა და შთაგონების წყარო დაკარგა. გოგონა კათოლიკედ მოინათლა, რამაც პროტესტანტი/აგნოსტიკოსი პოეტი გაანაწყენა. იგი ფიქრობდა, რომ მოდი მღვდლების გავლენის ქვეშ მოექცეოდა.[46]

გონი დროდადრო იეიტსს ლონდონში სტუმრობდა, რადგანაც მისი და მაკბრიჯის ქორწინება წარუმატებელი გამოდგა. 1904 წელს, მას შემდეგ რაც ვაჟი, სინ მაკბრიჯი შეეძინათ, ისინი განქორწინებაზე შეთანხმდნენ, ხოლო ოფიციალურად 1905 წელს პარიზში დაშორდნენ.[47]

იეტსისა და გონის სასიყვარულო ურთიერთობა ვერ შედგა. მათ მეგობრობა 1908 წელს პარიზში დაასრულეს.

1896 წელს იეიტსმა ლედი გრეგორი გაიცნო, რომელიც მხარს უჭერდა მის ნაციონალიზმს და პიესების წერისკენ მოუწოდებდა. ამ პერიოდში იეიტსი ფრანგული სიმბოლიზმით იყო მოხიბლული, თუმცა ირლანდიურ რეალობაზე მორგებული ნამუშევრების შექმნა სურდა, რამაც მას უბიძგა ახალი თაობის ირლანდიელ მწერლებთან გაერთიანებულიყო. ედვარდ მარტინთან, ლედი გრეგორთან, შონ ო’კეისთან და სხვა მწერლებთან ერთად იეიტსმა ირლანდიური ლიტერატურული აღორძინების მოძრაობა დააარსა.

ირლანდიის ნაციონალური თეატრი

რედაქტირება

1899 წელს იეიტსმა, ლედი გრეგორმა, ედვარდ მარტინმა და ჯორჯ მურმა დააარსეს ნაციონალური თეატრი, რომლის ძირითად მიზანს კელტური და ირლანდიური პიესების დადგმა წარმოადგენდა. შექმნის იდეა მომდინარეობდა ფრანგული ავანგარდული თეატრიდან. შემოქმედებითი ჯგუფის მანიფესტი იეიტსმა დაწერა: „ვიმედოვნებთ, რომ ირლანდიაში ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ უმანკო და მდიდარი წარმოსახვის მაყურებელი, რომელიც მზად იქნება გატაცებით უსმინოს მჭერმეტყველებას... და თავისუფალ ექსპერიმენტს, რომელიც ვერ მოიძებნება ინგლისის თეატრებში და, რომლის გარეშე, არანაირ ახალ მოძრაობას არც ხელოვნებაში და არც ლიტერატურაში წარმატება არ ექნება”.[48] შემოქმედებითმა ჯგუფმა ფინანსური დახმარების წყალობით თეატრი 1904 წლის 27 დეკემბერს გახსნა. გახსნის საღამოს თეატრში იეიტსისა და ლედი გრეგორის პიესები დაიდგა. როგორც საბჭოს წევრი და ამასთანავე დრამატურგი, იეიტსი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ამ თეატრში.

1909 წელს იეიტსმა ამერიკელი პოეტი ეზრა ფაუნდი გაიცნო. 1916 წლამდე ისინი ზამთარს ერთად ატარებდნენ, რა დროსაც ფაუნდი იეიტსის ნომინალური მდივანი იყო. ფაუნდმა ჟურნალში პოეზია გამოაქვეყნა იეიტსის ლექსები, რომლებშიც უნებართვო ცვლილებები ჰქონდა შეტანილი, რამაც პოეტებს შორის უთანხმოება გამოიწვია.

პოლიტიკა

რედაქტირება

იეიტსი ირლანდიელი ნაციონალისტი იყო. ცხოვრების ადრეულ პერიოდში იგი ირლანდიელ რესპუბლიკელთა საძმოს წევრი იყო.[49] 1922 წელს პოეტი ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს სენატორი გახდა, რა თანამდებობაც მას 1928 წლამდე ჰქონდა დაკავებული.[28][50][30]

1930-იან წლებში იეიტსი ევროპის ავტორიტარისტული, ანტიდემოკრატიული და ნაციონალისტური მოძრაობებით დაინტერესდა. იგი უპირისპირდებოდა ინდივიდუალიზმსა და პოლიტიკურ ლიბერალიზმს, ხოლო ფაშისტურ მოძრაობას საზოგადოებრივი წესრიგის ტრიუმფად მიიჩნევდა.

 
იეიტსი 1923 წელს

ნობელის პრემია

რედაქტირება

იეიტსს 1923 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი მუდმივად აღმაფრთოვანებელი პოეზიისათვის, რომელიც ურთულესი მხატვრული ხერხების საშუალებით ეროვნულ სულისკვეთებას გამოხატავს“.[31] პოეტისთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ ირლანდიას დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული ჰქონდა და ყოველ შესაძლო შემთხვევას იყენებდა ამის აღსანიშნად. მან არაერთ მისალოც წერილს ამ სიტყვებით უპასუხა: „მივიჩნევ, რომ ეს ჯილდო მივიღე, როგორც ირლანდიური ლიტერატურის წარმომადგენელმა და არა, როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფალ სახელმწიფოში.“[51]

სიკვდილი

რედაქტირება

73 წლის პოეტი 1939 წლის 28 იანვარს საფრანგენთში, მენტონში გარდაიცვალა.[32] მისი ნეშტი 1948 წელს მშობლიურ ქალაქში, სლაიგოში გადაასვენეს.[52]

იეიტსი XX საუკუნის ინგლისურენოვანი პოეზიის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად მიიჩნევა. მის შემოქმედებას ახასიათებს სიმბოლიზმი[53] და ალუზიური მეტყველება. ოსტატური სიტყვათა წყობის საშუალებით იგი ახერხებდა, რომ მათი პირველად მნიშვნელობის მიღმა უფრო ღრმა, მარადიული მნიშვნელობის აზრები გადმოეცა.[54] სხვა მოდერნისტ პოეტთაგან განსხვავებით, რომლებიც თავისუფალ რიტმს იყენებდნენ , იეიტსი ტრადიციული ფორმის ოსტატი იყო.[55]

იეიტსის ადრეული პერიოდის პოეზია ირლანდიური მითოლოგიიდან და ფოლკლორი მომდინარეობს, მომდევნო პერიოდის ნამუშევრები კი უფრო თანამედროვე პრობლემებით ინტერესდება. იეიტსის შემოქმედებაზე გავლენა იქონია თეოსოფიურმა და ოკულტურმა მისტიკამ, რაც მისი გვიანდელი პერიოდის ნამუშევრებში შეიმჩნევა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ряполова В. А. У. Б. Йейтс и ирландская художественная культура. — М.: Наука, 1985.
  • Кружков Г. Communio poetarum: Йейтс и русский неоромантизм // Кружков Г. Ностальгия обелисков. — М.: НЛО, 2001.
  • Кружков Г. М. У. Б. Йейтс: Исследования и переводы. — М.: Изд-во РГГУ, 2008.
  • Горбунов А. Н., Последний романтик. Поэзия Уильяма Батлера Йейтса, М.: Прогресс-Традиция, 2015. — გვ. 400, 500 ეგზ., ISBN 978-5-89826-431-4.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118635867 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. William Butler Yeats
  4. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. 9.0 9.1 IMSLP — 2006.
  10. 10.0 10.1 Discogs — 2000.
  11. 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. Dictionary of Irish BiographyRIA.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 The Fine Art Archive — 2003.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Olomouc City Library regional database
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 Olomouc City Library regional database
  18. 18.0 18.1 18.2 https://www.biography.com/people/william-butler-yeats-9538857
  19. Union List of Artist Names — 2008.
  20. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1923/
  22. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  23. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  24. 24.0 24.1 24.2 Kindred Britain
  25. Irish Independent — 1905. — ISSN 0021-1222
  26. OpenEdition.orgCléo, 2011.
  27. https://books.google.de/books?id=lyisxm5XybEC&pg=PA332&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
  28. 28.0 28.1 Sanford, John. Roy Foster: Yeats emerged as poet of Irish Revolution, despite past political beliefs. Stanford University (18 April 2001). ციტირების თარიღი: 7 May 2018.
  29. Foster 2003, pp. 228–239.
  30. 30.0 30.1 William Butler Yeats. Oireachtas Members Database. ციტირების თარიღი: 19 February 2019.
  31. 31.0 31.1 Nobel Prize in Literature 1923. ციტირების თარიღი: 7 December 2014
  32. 32.0 32.1 32.2 Obituary. "W. B. Yeats Dead". The New York Times, 30 January 1939. Retrieved on 21 May 2007.
  33. Hone 1943, p. 33.
  34. "The attraction of Bedford Park" დაარქივებული 19 October 2018 საიტზე Wayback Machine. by Amy Davies, 8 April 2013, Weidenfeld & Nicolson
  35. Paulin, Tom. Taylor & Francis, 2004. "The Poems of William Blake". Retrieved on 3 June 2007.
  36. Doody 2018, pp. 116–123.
  37. Doody 2018, pp. 207, 280.
  38. Hone 1943, p. 83.
  39. Papp, James R. "Review [The Rhymers' Club: Poets of the Tragic Generation by Norman Alford]". Nineteenth-Century Literature, Vol. 50, No. 4, March 1996, pp. 535–538 JSTOR 2933931
  40. Burke, Martin J. "Daidra from Philadelphia: Thomas Holley, Chivers and The Sons of Usna". Columbia University, 7 October 2005. Retrieved on 15 July 2007.
  41. Ellmann 1948, p. 97.
  42. Mendelson, Edward (ed.) "W. H. Auden" დაარქივებული 10 June 2007 საიტზე Wayback Machine. . The Complete Works of W.H. Auden: Prose, Vol. II, 1939–1948, 2002. Retrieved on 26 May 2007.
  43. Alspach, Russell K. "The Use by Yeats and Other Irish Writers of the Folklore of Patrick Kennedy". The Journal of American Folklore, Vol. 59, No. 234, December 1946, pp. 404–412
  44. "William Butler Yeats". BBC Four.William Butler Yeats 1865–1939. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 20 June 2007
  45. Ó Corráin, Donnchadh. "William Butler Yeats დაარქივებული 2 July 2007 საიტზე Wayback Machine. ". University College Cork. Retrieved on 15 July 2007.
  46. Jordan 2003, p. 139–153; Jordan 1997, p. 83–88
  47. Jordan 2000, pp. 13–141.
  48. Foster 1997, p. 184.
  49. Sternlicht, Sanford V. A Reader's Guide to Modern Irish Drama, Syracuse University Press, 1998, p. 48
  50. Ellmann 1948, p. 244.
  51. Foster 2003, p. 245.
  52. Foster 2003, p. 656.
  53. Ulanov, Barry. Makers of the Modern Theater. McGraw-Hill, 1961
  54. Gale Research International. Twentieth Century Literary Criticism, No. 116. Gale Cengage Learning, 2002, p. 303
  55. Finneran, Richard. Yeats: An Annual of Critical and Textual Studies 1995. University of Michigan Press, 1997. 82