ინდივიდუალიზმი (ფრანგ. individualisme, ლათ. individuum-სგან — განუყოფელი) — მორალური, პოლიტიკური და სოციალური მსოფლმხედველობა (ფილოსოფია, იდეოლოგია), რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურ თავისუფლებას, პიროვნების პირველხარისხოვან მნიშვნელობას, პირად დამოუკიდებლობას და აღიარებს „საკუთარი თავის იმედად ყოფნის“ პრინციპს. ინდივიდუალიზმი უპირისპირებს საკუთარ თავს პიროვნების ჩახშობის იდეას, განსაკუთრებით თუ ეს ჩახშობა განხორციელებულია საზოგადოების ან სახელმწიფოს მიერ. ამგვარად, ინდივიდუალიზმი კომუნიზმის, სოციალიზმის, ტოტალიტარიზმის, კოლექტივიზმის, კომუნიტარიზმის, ჰოლიზმის, ეტატიზმისა და ინდივიდუუმის დამორჩილების სურვილის მქონე სხვა იდეოლოგიების საპიროსპიროა.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება