ტყის ბუ
ტყის ბუ[1][2] (ლათ. Strix) — ფრინველთა გვარი ბუსნაირთა რიგისა.
ტყის ბუ | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წვეროსანი ბუ (Strix nebulosa) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Strix (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებამათი სხეულის სიგრძეა 29–69 (უფრო ხშირად 35–40) სმ, მასა 200-დან (მკრთალი ბუ, S. butleri) 660–1900 გრამამდე (წვეროსანი ბუ, S. nebulosa); დედალი მამალზე დიდია. თავი და სახის დისკი დიდია, „ყურები“ არ აქვთ; მცირე გამონაკლისების გარდა თვალის ფერადი გარსი მუქია, ნისკარტი ღია, თითები შებუმბლული. ფრთები ფართო, მობლაგვებული, მისი ბოლოები კუდზე უფრო გამოწეული არ არის. ბუმბული ჭრელი და მფარველობითია, ჭარბობს მუქი-მურა, რუხი, ყავისფერი და წითური ფერები.
გავრცელება
რედაქტირებაგვარში 19 სახეობაა (ახალი კლასიფიკაციით დაემატა 3–4 სახეობა Ciccaba-ს გვარიდან).[3] გავრცელებული არიან ახალ და ძველ სამყაროში. ბინადრობენ სხვადასხვა ტიპის ტყეებში: ტაიგის ტყიდან მარადმწვანე ტროპიკულ და მთის ნოტიო ტყეებამდე, აგრეთვე მეჩხერში, ქსეროფიტულ ბუჩქებსა და კულტურულ ლანდშაფტებში, მათ შორის ბაღებსა და ქალაქის პარკებში. მთებში ადიან ზღვის დონიდან 5000 მეტრამდე (სიჩუანური ბუ, S. davidi); საქართველოში გვხვდება რუხი ბუ, იგივე ჩვეულებრივი ტყის ბუ (Strix aluco).[4][5] უპირატესად ეწევიან მკვიდრ ცხოვრებას.
კვება
რედაქტირებამათ რაციონში ჭარბობს ხერხემლიანი ცხოველები (უმთავრესად მღრღნელები, მწერიჭამია ხელფრთიანები, ფრინველები, ამფიბიები, ქვეწარმავლები) და ფეხსახსრიანები (ცხრაფეხები, ობობები, მორიელები, მრავალფეხიანები და მწერები, განსაკუთრებით ხოჭოები და სწორფრთიანები). დიდ ბუებს (წვეროსანსა და გრძელკუდას, იგივე ურალურს) შეუძლიათ მოზარდი კურდღლების, ჟრუნისა და გნოლის მოპოვება.
გამრავლება
რედაქტირებამონოგამი ფრინველებია, თუმცა პოლიგამიის შემთხვევებიც ცნობილია. ბუდობისთვის იყენებენ ფუღუროებს 30 მეტრამდე სიმაღლეზე, კლდეთა ნაპრალებსა და სხვადასხვა ნიშებს, ციყვების, ყორნისებრ და ქორისებრ ფრინველთა ძველ ნაგებობებს, ზოგჯერ ამონათხრებს მიწაზე ან ხელოვნურ საბუდრებს. დებენ 1–9 (უფრო ხშირად 3–5, ზოგი სახეობა 1–2) კვერხს, კრუხობს დედალი 28–36 დღის განმავლობაში (მამალი ამ დროს მას კვებავს). ბარტყები ბუდეში 25–40 დღე რჩებიან, 32–46 დღის ასაკში ფრენის უნარს იძენენ, დამოუკიდებლად ცხოვრებას 2–4 თვის შემდეგ იწყებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Лоскот В. М. НЕЯСЫТИ // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 566.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 55, 229.
- ↑ Strix — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ ტყის ბუ (TSN 177920). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
- ↑ ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 588.
- ↑ ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 486.