კიოტოს პრეფექტურა

კიოტოს პრეფექტურა (იაპ. 京都府) — იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს კანსაის რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] კიოტოს პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 2 610 353 ადამიანს (2015 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით) და მას 4 612 კვადრატული კილომეტრის ფართობი უჭირავს. პრეფექტურას ესაზღვრება: ფუკუის პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით, შიგას პრეფექტურა - აღმოსავლეთით, მიეს პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნარის და ოსაკას პრეფექტურები - სამხრეთით და ჰიოგოს პრეფექტურა დასავლეთით.

კიოტოს პრეფექტურა
京都府
პრეფექტურის მდებარეობა კიოტოს პრეფექტურა
კიოტოს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კანსაი
კუნძული ჰონსიუ
კოორდინატები 35°01′18″ ჩ. გ. 135°45′20″ ა. გ. / 35.02167° ჩ. გ. 135.755611° ა. გ. / 35.02167; 135.755611
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი კიოტო
ISO 3166-2:JP JP-26
სტატისტიკა
ფართობი 4 612.19 კმ² (31)
მოსახლეობა (2015)
     სულ 2 610 353 ად. (13)
     სიმჭიდროვე 566 ად./კმ²
რაიონი 6
მუნიციპალიტეტი 26
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Cryptomeria japonica
ყვავილი Prunus spachiana
ფრინველები Calonectris leucomelas
ადმინისტრაცია
გუბერნატორი ტაკატოში ნიშივაკი
ოფიციალური საიტი (იაპონური)

კიოტო არის კიოტოს პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა დიდ ქალაქებს შორისაა: უჯი, კამეოკა და მაიზური.[2] კიოტოს პრეფექტურა მდებარეობს იაპონიის ზღვის სანაპიროზე და ვრცელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით კიის ნახევარკუნძულისკენ. ის მოიცავს ყოფილი პროვინციების იამაშიროს, ტამბასა და ტანგოს ტერიტორიას . კიოტოს პრეფექტურის ცენტრი მდებარეობს ისტორიული საიმპერატორო დედაქალაქ კიოტოში. პრეფექტურა ერთ ერთია იაპონიის ორი პრეფექტურიდან, რომელიც ფუ დაბოლოებას იყენებს დასახლებისას კენ-ის ნაცვლად. კიოტოს დამსახურებით პრეფექტურა იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს. პრეფექტურის მთლიანი ტერიტორიის 21% ბუნებრივ პარკებადაა გამოცხადებული. კიოტოს პრეფექტურა წარმოადგენს კეიჰანშინის მიტროპოლიტის ნაწილს, მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეორე რეგიონს იაპონიაში და ასევე მშპ-ით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ რეგიონს.

ისტორია რედაქტირება

მეიძის რესტავრაციამდე, კიოტოს პრეფექტურის ტერიტორია იამაშიროს სახელით იყო ცნობილი.[3]

თავისი ისტორიის მანძილზე, ქალაქი კიოტო იყო იაპონიის საიმპერატორო დედაქალაქი. ქალაქის ისტორიას ჯერ კიდევ VI საუკუნიდან იწყება. 544 წელს კიოტოში ჩატარდა აოი მაცური, რომელიც კარგი მოსავლისა და კარგი ამინდისთვის ლოცვას წარმოადგენს.

კიოტო თავიდან არ იწოდებოდა იაპონიის დედაქალაქად, ადრინდელი დედაქალაქი იყო ნარა. 741 წელს იმპერატორმა შამუმ დედაქალაქი მცირე ხნით გადაიტანა კუნი-კიოში, დღევანდელ კიოტოს პრეფექტურაში, ქალაქ ნარასა და კიოტოს შორის. 784 წელს დედაქალაქი გადაიტანეს ნაგაოკაკიოში, რომელიც ასევე დღევანდელ კიოტოს პრეფექტურაში მდებარეობს. 794 წელს იმპერატორმა კანმუმ დედაქალაქი გადაიტანა ჰეიან-კიოში, რაც თანამედროვე ქალაქ კიოტოს ჩამოყალიბების საფუძველს იძლევა. თანამედროვე კიოტოს თითქმის ყველა ქუჩა, სახლი, მაღაზია, ტაძარი და სალოცავი ძველი პრეიოდიდანაა შემორჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ 1192 წელს რეალური პოლიტიკური ძალა გადავიდა კამაკურაში, სადაც სამურაის კლანმა დააარსა შოგუნატი, კიოტო კვლავ დარჩა საიმპერატორო დედაქალაქად. საიმპერატორო მმართველობა მცირე ხნით აღდგა 1333 წელს, მაგრამ სამურაის სხვა კლანმა კიოტოში ახალი შოგუნატი დააარსეს სამი წლის შემდეგ.

1467 წელს კიოტოს შიგნით მოხდა დიდი სამოქალაქო ომი, ინინის ომი, რის გამოც ქალაქის უდიდესი ნაწილი განდგურდა. იაპონია ჩავარდა მეომარ ფეოდალთა ეპოქაში. ახალმა გავლენიანმა პიროვნებამ, ტოკუგავა იეიასუმ დააარსა შოგუნატი ედო (დღევანდელი ტოკიო) 1603 წელს.

XV საუკუნეში სიოგუნების წყალობით იაპონიაშიფილიპინებიდან ჩაის ქილები შეიტანეს, რომელსაც შემდეგ იაპონური ჩაის ცერემონიისთვის იყენებდნენ.[4]

მეიძის რესტავრაციამ იაპონია დაუბრუნა იმპერიულ მმართველობას 1868 წელს. იმპერატორი მუცუჰიტო, რომელიც ერთპიროვნული მმართველი იყო, ტოკიოში დამკვიდრდა. მას შემდეგ საიმპერატორო სასამართლო აღარ დაბრუნებულა კიოტოში.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის მრავალი მთავარი ქალაქი ძლიერ დაბომბა, ძველი დედაქალაქი ასეთ განადგურებას გადაურჩა. ოკუპაციის დროს კიოტოში აშშ-ს მეექვსე არმია განთავსებული იყო კიოტოში.[5]

გეოგრაფია რედაქტირება

კიოტოს პრეფექტურა თითქმის ჰონდუს და იაპონიის ცენტრში მდებარეობს. მისი ფართობია 4 612.19 კვადრატული კილომეტრი, რაც იაპონიის 1,2%-ს შეადგენს. კიოტო ზომით 31-ე პრეფექტურაა იაპონიაში. ჩრდილოეთით, ის იაპონიის ზღვასა და ფუკუის პრეფექტურას ესაზღვრება; სამხრეთით, ის ესაზღვრება ოსაკასა და ნარას პრეფექტურებს. აღმოსავლეთით - მიის და შიგას პრეფექტურებს. მის დასავლეთით არის ჰიოგოს პრეფექტურა. პრეფექტურა შუა ნაწილში გამოიყოფა ტანბას მთებით. მთების ჩრდილოეთით და სამხრეთით კლიმატი მკვეთრად განსხვავებულია.

 
კიოტოს პრეფექტურის რუკა      მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ქალაქი     ქალაქი     მცირე ქალაქი     სოფელი

2016 წლის აპრილის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი ფართობის 21% ბუნებრივ პარკებს ეკავა. რომელთა შორსაა: სანინ კაიგანის ეროვნული პარკი; ასევე ბივაკოს, კოტო თამბა კოგენის, ტანგო-ამანოჰაშიდატე-ცეიამასა და ვასაკა ვანის კვაზი-ეროვნული პარკები; დამატებით ჰოზუკიას, კასაგიამიას და რურიკეის პრეფექტურული ბუნებრივი პარკები.[6]

ქალაქები რედაქტირება

კიოტოს პრეფექტურაში თხუთმეტი ქალაქი მდებარეობს:

  • აიაბე
  • ფუკუჩიამა
  • ჯოიო
  • კამეოკა
  • კიზუგავა
  • კიეტანაბე
  • კიეტანგო
  • კიოტო (დედაქალაქი)
  • მაიზურუ
  • მიაძუ
  • მუკი
  • ნაგაოკაკიო
  • ნანტანი
  • უჯი
  • იავატა

კანსაის სამეცნიერო ქალაქი მდებარეობს პრეფექტურის სამხრეთ-დასავლეთით.

  • ქალაქი კიოტო
  • უძი
  • ფუკუჩიიამა
  • მიაძუ და ასოს ყურე
  • ეკონომიკა რედაქტირება

    კიოტოს პრეფექტურის ეკონომიკას წარმოქმნიან ინდუსტრიები, რომლებიც ქმნიან პროდუქტს, რომელიც მხოლოდ კიოტოსთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, ტურიზმი და ტრადიციული ინდუსტრიები, რომლებსაც 1200 წლის ისტორია და კულტურა განაპირობებს, ასევე მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები, რომლებიც კიოტოს ტრადიციული ინდუსტრიებს ახალ იდეებთან აერთებს.[7]

    ტანგოს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე კიოტოს ნაწილში განვითარებულია თევზაობა და წყლის საშუალებით გადაადგილება. ცენტრალური კიოტოს მთავარ შემოსავლას სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა წარმოადგენს. პრეფექტურა აწარმოებს საკეს და მწვანე ჩაის მთლიანი წარმოების 13%-ს. იაპონიის უდიდესი ვერტიკალური ფერმა პრეფექტურაში მდებარეობს.

    კიოტოში დაფუძნებული საწარმოო ინდუსტრია იაპონიის მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ბაზრების და სხვა აქციების წილს ფლობს. 2018 წლის მონაცემებით, Forbes Global 2000-ის ექვსი კომპანია მდებარეობდა კიოტოს პრეფექტურაში: Nidec, Kyocera, Murata Manufacturing, Nintendo, Omron, Kyoto Bank. Takara Holdings, GS Yuasa, SCREEN Holdings, Mitsubishi Logisnext, Maxell და Kyoto Animation.

     
    ივაშიმიძუ ჰაჩიმანგუ

    2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, პრეფექტურის მინიმალური ანაზღაურება 909 იენას წარმოადგენს საათობრივად.[8]

    კულტურა რედაქტირება

    კიოტო იყო და ახლაც რჩება იაპონიის კულტურის ცენტრად.[9][10] 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს იყო იაპონიის დედაქალაქი. როდესაც დედაქალაქი ტოკიოში გადავიდა, კიოტო ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად დარჩა. ადგილობრივი მთავრობა გვთავაზობს გეგმას კულტურული საქმეთა სააგენტოს კიოტოში გადატანას, რომლის შედეგადაც ტოკიო პლიტიკისა და ეკონომიკის განხრით იქნება დედაქალაქი, ხოლო კიოტო - კულტურის.[11]

    პოლიტიკა რედაქტირება

    კიოტოს ამჟამინდელი გუბერნატორი არის თაკატოში ნიშივაკი, რეკონსტრუქციის სააგენტოს ყოფილი ვიცე მინისტრი. ის აირჩიეს 2018 წლის აპრილში.

    კიოტოს წინა გუბერნატორი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი ბიუროკრატი ქეიჯი იამადა იყო. ის პოსტს ოთხი ვადით იკავებდა და მას ადგილობრივი არა-კომუნისტური პარტია უჭერდა მხარს.[12][13][14]

    დაძმობილებული ადგილები რედაქტირება

    კიოტოს პრეფექტურა დაძმობილებულია შემდეგ ადგილებთან:[15]

    სქოლიო რედაქტირება

    1. Frédéric, Louis (31 May 2002). Japan Encyclopedia. Translated by Roth, Käthe. Harvard University Press. ISBN 978-0674007703. OCLC 58053128. OL 7671330M.
    2. Frédéric, Louis (31 May 2002). Japan Encyclopedia. Translated by Roth, Käthe. Harvard University Press. ISBN 978-0674007703. OCLC 58053128. OL 7671330M. გვ:565-587
    3. Frédéric, Louis (31 May 2002). Japan Encyclopedia. Translated by Roth, Käthe. Harvard University Press. ISBN 978-0674007703. OCLC 58053128. OL 7671330M. გვ:780
    4. Manansala, Paul Kekai. (5 September 2006) Quests of the Dragon and Bird Clan: Luzon Jars (Glossary).
    5. Chronology of the Occupation
    6. General overview of area figures for Natural Parks by prefecture ja. Ministry of the Environment (15 April 2016). ციტირების თარიღი: 12 June 2016.
    7. Kyoto Prefecture Financial Profile and Fiscal Reforms (October 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2020-11-17.
    8. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Ministry of Health, Labour and Welfare.
    9. Kyoto | History, Geography, & Points of Interest | Britannica.com
    10. Shinzō Abe (18 November 2018). „Committee on Budget“ (ja). 8. The 190th ordinary session of the Diet. House of Representatives. დაარქივებულია ორიგინალიდან 14 დეკემბერი 2017-ში. https://web.archive.org/web/20171214172714/http://kokkai.ndl.go.jp/SENTAKU/syugiin/190/0018/19002050018008a.html. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2020. "京都というのは文化的な中心"
    11. Shigefumi Matsuzawa (7 June 2018). „Committee on Education, Culture and Science“ (ja). 14. The 196th ordinary session of the Diet. House of Councillors. დაარქივებულია ორიგინალიდან 14 ივლისი 2018-ში. https://web.archive.org/web/20180714110858/http://kokkai.ndl.go.jp/SENTAKU/sangiin/196/0061/19606070061014a.html. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2020. "政治経済の首都東京に対して文化の首都京都をつくっていく、そういう双眼構造、二元構造にする"
    12. Asahi Shimbun, April 6, 2014: 京都知事に山田氏、4選 新顔の尾崎氏破る
    13. Yomiuri Shimbun, April 6, 2014: 京都府知事選、現職の山田啓二氏が4選
    14. The Japan Times, April 7, 2014: Kyoto re-elects Yamada to top post
    15. International Exchange: Regions with Friendly Ties to Kyoto Prefecture Retrieved November 29, 2015
    16. Peringatan 25 Tahun Sister City Kyoto-Yogya, Kedua Kota Mendapat Manfaat Indonesian. Koran Tempo (October 6, 2010). ციტირების თარიღი: May 20, 2014.
    17. Edinburgh – Twin and Partner Cities. 2008 The City of Edinburgh Council, City Chambers, High Street, Edinburgh, EH1 1YJ Scotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 March 2008. ციტირების თარიღი: 21 December 2008.
    18. Twin and Partner Cities. City of Edinburgh Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2012. ციტირების თარიღი: 16 January 2009.
    19. Communiqué du 26 mai 2016 – Signature d'une première entente de collaboration entre le Québec et la préfecture de Kyoto.