გრაკალისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში (დოესის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

სოფელი
გრაკალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი დოესი
კოორდინატები 41°56′17″ ჩ. გ. 44°17′24″ ა. გ. / 41.93806° ჩ. გ. 44.29000° ა. გ. / 41.93806; 44.29000
ცენტრის სიმაღლე 540
მოსახლეობა 225[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გრაკალი — საქართველო
გრაკალი
გრაკალი — შიდა ქართლი
გრაკალი
გრაკალი — კასპის მუნიციპალიტეტი
გრაკალი

მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 540 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 225 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 135 63 72
2014[1]   225 106 119

ისტორია რედაქტირება

გრაკალი პირველად ისტორიულ წყაროებში, როგორც „გარკალი“. ადგილი დასახლებული ყოფილა უძველესი ხანებიდანვე, რასაც ადასტურებს აქ მიკვლეული შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები. სოფელი გრაკალი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების წარმოქმნიდანვე, მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბარის საქართველოს სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებასთან.

ქართულ წერილობით წყაროებში გრაკალი პირველად XIII საუკუნის შუა წლებში, კერძოდ 1260 წელს, იხსენიება რკონის ღვთისმშობლის მონასტრისადმი კახა თორელის დაწერილ ანდერძში, საიდანაც ირკვევა, რომ უფრო ადრეულ ხანებშიც იგი თორელთა საძვალე მონასტრის — რკონის კუთვნილება ყოფილა. სოფელი დიდად დაზიანებულა თემურ-ლენგის შემოსევების დროს XIV საუკუნეში. პოლიტიკურ ასპარეზიდან თორელთა საგვარეულოს გაქრობისა და საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანებიდან (XV-XVI საუკუნეების მიჯნა) სოფელი გრაკალი ეკუთვნის რკონის მონასტერს. იგი XVI-XVIII საუკუნეებში ამილახვართა კუთვნილებაა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, სოფელი გრაკალი შედის ზემო ქართლის მემარჯვენე სადროშოში, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, როცა XIX საუკუნის 30-იან წლებში ამილახვართა სათავადოც მოიშალა, სოფელი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შევიდა.

გრაკალში რკინიგზის სადგურთან, სასაფლაოზე, რიყის ქვით ნაგები ეკლესიის ნანგრევებია. აქვეა დიდი ზომის ნატეხი ქვებით ნაგები მეორე დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (ორივე გვიანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

სქოლიო რედაქტირება