გრაკლის მეორე ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრაკლის ეკლესია.

გრაკლის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკლის რკინიგზის სადგურთან ახლოს, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (4,6X3,3 მეტრზე), ნაგებია დიიდ ზომის ნატეხი ქვებით. დაზიანებულია: დასავლეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. შესასვლელი კვალი არ ჩანს. კუთხეებში ოდნავ მომრგვალებული სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ერთადერთი სარკმელი, მის გვერდის კედლებში სამი სწორკუთხა ნიშია. საკურთევლის კედლები უშუალოდ უერთდება დარბაზის გრძივ, სრულიად გლუვ, კედლებს. დარბაზი გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით.

ეკლესიას ჩრდილოეთით აქვს მინაშენი. ამ პატარა სათავსოს დასავლეთ ნაწილი დანგრეულია, აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის მარცხნივ, აფსიდის ჩრდილო კედლის ქვემო ნაწილში მოთავსებულია ქვიშაქვის ფილა, რომელზეც გამოსახულია ჩარჩოში ჩასმული რელიეფური ჯვარი. ჩარჩოზე შეიმჩნევა წარწერის კვალი. მინაშენი გადახურული ყოფილა დამრეცი კამარით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება