გრაკლის პირველი ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
გრაკლის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკლის რკინიგზის სადგურთან, სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (3,6X3 მეტრზე), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, კედლები შემორჩენილია 1,7 მეტრ სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. დაზიანების გამო, გადახურვის ფორმა გაურკვეველია. აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში — პატარა სწორკუთხა ნიში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 151-152.