სასანური ქართლი

(გადამისამართდა გვერდიდან სასანური იბერია)

სასანური ქართლი (სპარს. ساسانیان ایبری; შუასპარსულ წყაროებში ცნობილი, როგორც Wirōzān/Wiruzān/Wiručān) — პერიოდი იბერიის სამეფოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანა იმყოფებოდა სასანიანთა იმპერიის მმართველობის ქვეშ. მოიცავს სასანიანთა ირანის მეფეების მიერ დანიშნული მარზპანების მმართველობას.

სასანური იბერია
სასანური ქართლი
სასანური ირანის პროვინცია

255/6–299
363–580
580–627

 

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
კავკასიის რუკა 387–591 წლებში.
დედაქალაქი არმაზციხე
მცხეთა
ტფილისი
ენები
მთავრობა სრულად დაქვემდებარებული მონარქია (580 წლამდე), საგუბერნატორო
ისტორიული ერა ანტიკური
 -  შეიქმნა 255/6
 -  რომაული დაპყრობა 299
 -  სასანური დაპყრობა განმეორებით შაპურ II-ის დროს 363
 -  მარზპანობის პერიოდის დასაწყისი 580
 -  ადარნასე აცხადებს დამოუკიდებლობას 627
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ა. ^ შაპურ I იპყრობს იბერიას დაახ. 255/6 წელს, და ქვეყანას პიტიახშის კონტროლს უქვემდებარებს. მოგვიანებით სასანიდური იმპერია იბერიას უთმობს რომაელებს 299 წელს სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ.
ბ. ^ შაპურ II შეიჭრება იბერიაში 363 წელს და ასფაგურ II-ს თავის ვასალად ადგენს. სასანიანები განაგრძობენ იბერიის მმართველობას ათწლეულების განმავლობაში ორი ხანმოკლე წყვეტით, 482-484-სა და 502-518 წლებში. 580 წელს ჰორმიზდ IV გადაწყვეტს იბერიის მონარქიის გაუქმებას.
გ. ^ იბერიის სამეფო ერთხელ და სამუდამოდ უქმდება ჰორმიზდ IV-ის მიერ, რომელიც ქვეყანაში მარზპანს ნიშნავს, ამით იწყება იბერიის „მარზპანატის პერიოდი“. 591 წელს, ხოსროვ II იბერიის მნიშვნელოვან ნაწილს უთმობს რომაელებს, შემდეგ კი მცირე ხნით იბრუნებს მას 604 წელს, დაახლოებით 624/5 წლამდე. 627 წელს იბერიის ერისმთავარი ადარნასე აჯანყდა ძლიერ დასუსტებული სასანიდური იმპერიის წინააღმდეგ, და ამგვარად დაასრულა სასანური მმართველობა ქვეყანაში.

ქართული სამეფოები იყო სადავო სასანიანებსა და მათ მოსაზღვრე რომაულ-ბიზანტიურ იმპერიებს შორის ჯერ კიდევ III საუკუნიდან.[1] მომდევნო ასწლეულების განმავლობაში ბიზანტიელებმა და სასანიდებმა მოახერხეს ამ რეგიონებზე ჰეგემონიის დამყარება. დარჩენილ დროში ქართველმა მეფეებმა მოახერხეს შეენარჩუნებინათ საკუთარი ავტონომია. სასანიდური მმართველობა პირველად დამყარდა სასანიდურ ეპოქაში, მეფე შაპურ I-ის მმართველობის დროს (240-270 წწ.). 284 წელს, სასანიანებმა დაიკავეს იბერიის ტახტი ირანელი მიჰრანიდი უფლისწულისათვის, რომელიც შემდგომში ცნობილია საკუთარი დინასტიური სახელით მირიან III.[2][3][4][5] ამგვარად, მირიან III იბერიის სამეფოში გახდა ამ შტოს პირველი წარმომადგენელი მიჰრანიდების საგვარეულოდან, ცნობილი როგორც ხოსროიდების დინასტია (სხვაგვარად ცნობილი როგორც იბერიელი მიჰრანიდები, ან იბერიის მიჰრანიდები), რომელთა წევრები იბერიას მართავენ VI საუკუნეში.[6] 363 წელს, სასანიდების მმართველობა აღდგა მეფე შაპურ II-ის (309-379 წწ.) მიერ, როდესაც იგი შეიჭრა იბერიაში და ვარაზ-ბაკურ I დაადგინა როგორც მისი ვასალი იბერიის ტახტზე.

კავკასიაში ბატონობისათვის მიმდინარე დაპირისპირებამ ბიზანტიასა და სასანიან სპარსეთს შორის და ქართველთა წარუმატებელმა აჯანყებამ გურგენის მეთაურობით ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა. შედეგად, იბერიის მეფეს მხოლოდ ნომინალური ძალაუფლება შერჩა, იმ დროს როცა ქვეყანას ფაქტობრივად სპარსელები მართავდნენ. ამავე დროს, ვეჟან ბუზმირის მარზპანის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში იმ პერიოდის ჰაგიოგრაფები ვარაუდობდნენ, რომ „მეფეები“ თბილისში მხოლოდ მამასახლისის სტატუსით სარგებლობდნენ, რაც ნიშნავს „(სამეფო) სახლის თავს“.[7] 580 წელს, როდესაც ბაკურ III გარდაიცვალა, სპარსეთის სასანიანმა ხელისუფლებამ ჰორმიზდ IV-ის (578-590) ხელმძღვანელობით, გამოიყენა იბერიის მონარქიის გაუქმების შესაძლებლობა.[8] იბერია სპარსეთის პროვონციად გადაიქცა, რომელსაც მარზპანები ჩაუყენა სათავეში[9][10]. აღნიშნული ქმედება პროფესორ დონალდ რეიფილდის მიხედვით ფაქტობრივად იყო: „იბერიის მეფობის დე ფაქტო გაუქმების დე-იურე გაგრძელება, 520-იანი წლებიდან“.[7]

იბერიელმა დიდებულებმა ეს ცვლილება აღიარეს წინააღმდეგობის გარეშე,[8] იმ დროს როცა სამეფო სახლის მემკვიდრეები გადავიდნენ თავიანთ მაღალმთიან ციხესიმაგრეებში – ხოსროიდთა მთავარი ხაზი კახეთში და გუარამიდების უმცროსი შტო კლარჯეთსა და ჯავახეთში. თუმცა, სპარსეთის პირდაპირმა კონტროლმა განაპირობა მძიმე დაბეგვრა და ზოროასტრიზმის ენერგიული პოპულარიზაცია მეტწილად ქრისტიანულ ქვეყანაში. ამიტომ, 582 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა, მავრიკიოსმა დაიწყო სამხედრო კამპანია სპარსეთის წინააღმდეგ, იბერიელმა დიდგვაროვნებმა მიმართეს მას მონარქიის აღდგენის თხოვნით. მავრიკიოსმა უპასუხა და 588 წელს გაგზავნა თავისი პროტეჟე გუარამი, როგორც ახალი მმართველი იბერიაში. მიუხედავად ამისა, გუარამი ტახტზე არ ასულა როგორც მეფე, მაგრამ აღიარებულ იქნა ერისმთავრად და მიენიჭა კურაპალატის აღმოსავლეთ რომაული ტიტული. 591 წლის ბიზანტიურ-სასანიდური ხელშეკრულების მიხედვით დასტურდება შეთანხმება, მაგრამ იბერია, როგორც თბილისის ნაწილი დარჩა დაყოფილი რომაული და სასანიდური კონტროლის ქვეშ.[8], ხოლო მცხეთა — ბიზანტიის კონტროლის ქვეშ.

გუარამის მემკვიდრე, ერისმთავარი სტეფანოზ I, თავისი პოლიტიკით რეორიენტირებულ იქნა სპარსეთზე, დაყოფილი ქართლის შეერთების სურვილით, მაგრამ მას ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, როდესაც ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე თავს დაესხა თბილისს 626 წელს,[11] 602–628 წლების ბიზანტიურ-სასანიდური ომების დროს, საქართველოს დიდ ნაწილზე აშკარად აღინიშნა გარკვეული ბიზანტიური დომინირება 627–628 წლებში, სასანიდების ხარჯზე, ვიდრე ირანს არაბები დაიპყრობდნენ.[12]

ქართლის სასანიანი მარზპანები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Rapp, გვ. 12
  2. Toumanoff, Cyril (1963) Studies in Christian Caucasian history. Georgetown University Press, გვ. 149. „(...) Sasanian diplomacy was successful in securing, at that very time, the throne of Iberia for a branch of the Iranian house of Mihran (...)“ 
  3. Rapp, Stephen H. (2003) Corpus scriptorum christianorum orientalium: Subsidia. Peeters Publishers, გვ. 154. ISBN 978-9042913189. „Mirian III, the first Christian king of the K'art'velians. He was a Mihranid Iranian prince who became king through his marriage to a K'art'velian princess.“ 
  4. Bowman, Alan; Peter, Garnsey; Cameron, Averill (2005) The Cambridge Ancient History: Volume 12, The Crisis of Empire, AD 193-337. Cambridge University Press, გვ. 489. ISBN 978-0521301992. „In 284 the Iberian throne passed to Meribanes III, a member of the Iranian Mihranid family.“ 
  5. Lenski, Noel. (2003) Failure of Empire: Valens and the Roman State in the Fourth Century A.D. University of California Press. ISBN 978-0520928534 "(...) they successfully asserted their claim by crowning a Persian dynast named Mirian III. Mirian, founder of the Mihranid dynasty, which ruled Iberia into the sixth century (...)"
  6. Lenski, Noel. (2003) Failure of Empire: Valens and the Roman State in the Fourth Century A.D. University of California Press. ISBN 978-0520928534 "(...) they successfully asserted their claim by crowning a Persian dynast named Mirian III. Mirian, founder of the Mihranid dynasty, which ruled Iberia into the sixth century (...)"
  7. 7.0 7.1 Rayfield, გვ. 51
  8. 8.0 8.1 8.2 Suny, გვ. 25
  9. Yarshater, გვ. 465
  10. Mikaberidze, გვ. 529
  11. Suny, 1994, გვ. 26
  12. Mikaberidze, 2015, გვ. 28