ნიზიბისის ზავი
ნიზიბისის ზავი ასევე ნიზიბისის პირველი ზავი — რომის და სასანიანების იმპერიებს შორის 299 წელს დადებული ზავი, რომლითაც დასრულდა 296-299 წლებში მიმდინარე რომაულ-სპარსული ომი. ხელშეკრულებით დადგენილი საზღვარი ფუნქციონირებდა 363 წლის ნიზიბისის მეორე ზავამდე.
ხელშეკრულება
რედაქტირებაზელშეკრულება შეიცავდა შემდეგ შეთანხმებებს:
- რომის გავლენა გავრცელდა შემდეგ ხუთ სატრაპზე: ანგლი, სოფენი, აღძნიქი, კორდუენი და ზაბდიცენი.[1][2]
- ორ იმპერიას შორის საზღვრად დადგინდა ტიგროსი.
- სომხეთი გამოცხადდა რომის პროტექტორატად.
- იბერიის სამეფო გახდა რომის პროტექტორატი და რომის იმპერატორს მიეცა იბერიის მეფის დამტკიცების უფლება.
- ნიზიბისი გამოცხადდა ორ იმპერიას შორის ვაჭრობის ერთადერთ კანონიერ ადგილად.
შედეგები
რედაქტირებახელშეკრულების გაფორმების შემდეგ დიოკლეტიანემ დაიწყო რომის აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერება. გაამაგრა ციხეები და გაზარდა ჯარის რაოდენობა.
მშვიდობა ორ იმპერიას შორის შენარჩუნდა 40 წელი სანამ 330-იან წლებში რომის ტერიტორიაზე არ შეიჭრა შაპურ II.[3][4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Timothy David Barnes. Constantine and Eusebius.
- ↑ Beate Dignas. Rome and Persia in Late Antiquity: Neighbours and Rivals.
- ↑ "Peace of Nisibis." Encyclopædia Britannica. 2009. Encyclopædia Britannica Online. 17 April 2009
- ↑ Boardman, John et al (2005), The Cambridge ancient history, pp. 494-495. კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ISBN 0-521-30199-8