ალექსანდრე მიქაბერიძე (ისტორიკოსი)
ალექსანდრე მიქაბერიძე (დ. 27 იანვარი, 1978) — ქართველი იურისტი, მწერალი და ისტორიკოსი, რომელიც სპეციალიზდება ნაპოლეონის კვლევებში, რუსეთის ისტორიასა და საქართველოს ისტორიაში. ის არის ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შრივეპორტი.
ალექსანდრე მიქაბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 იანვარი, 1978 აქტობე, ყაზახეთის სსრ, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი |
ალმა-მატერი | ფლორიდის სახელმწიფო უნივერისტეტი, ფილოსოფიის დოქტორი 2003, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ისტორიკოსი, მწერალი, აკადემიკოსი |
განათლება და კარიერა
რედაქტირებაალექსანდრე მიქაბერიძე დაიბადა 1978 წელს ყაზახეთის ქალაქ აქტობეში, სადაც მისი მშობლები მუშაობდნენ. 1990 წელს, ისინი დაბრუნდნენ საქართველოს სსრ-ში.
1999 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სფეროში. 1996 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მან ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა საკითხებსა და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობებს.
კვლევები ნაპოლეონზე
რედაქტირებამიქაბერიძე არის ნაპოლეონის პერიოდისა და ნაპოლეონის სწავლებების სპეციალისტი. 1999 წელს მიქაბერიძე გახდა საქართველოში ნაპოლეონის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ემსახურებოდა რევოლუციური და ნაპოლეონის პერიოდების სწავლებას (1799-1815). 2000 წელს იგი გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მაქსიმალურად შეესწავლა ნაპოლეონის სწავლებები. მიქაბერიძე გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ისტორიაში 2003 წელს დოქტორის წოდება მიიღო ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ნაშრომებისთვის ნაპოლეონზე და საფრანგეთის რევოლუციაზე. ის ასწავლიდა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სტრატეგიის და პოლიტიკის შესახებ ატარებდა ლექციებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო კოლეჯში. 2007 წლიდან დღემდე იგი ლუიზიანას შტატში, შრივეპორტში იმყოფება.
ნაპოლეონის სწავლებებში მისი წვლილის გამო მიქაბერიძე დიდი ბრიტანეთის სამეფო ისტორიის საზოგადოებაში გააერთიანეს. ასევე დააფილდოვეს საერთაშორისო ნაპოლეონის საზოგადოების ლეგიონის ხარისხის მედლით და ლა რენესანსის საფრანგეთის ოქროს მედლით.
მიქაბერიძე არის რამდენიმე წიგნისა და სახელმძღვანელოების ავტორი, რედაქტორი და მთარგმნელი. მისმა წიგნებმა: რუსულ ოფიცერთა კორპუსები რევოლუციურ და ნაპოლეონურ ომებში, 1792-1815 წლებში და ბოროდინოს ბრძოლაში კუტუზოვის წინააღმდეგ, 2005 და 2007 წლების საერთაშორისო ნაპოლეონის საზოგადოების ლიტერატურული პრემია მოიპოვა. მისი ბოლო წიგნი, ნაპოლეონის ომები: გლობალური ისტორია, გამოიცა 2015 წლის ივლისში.
მას გადათარგმნილი აქვს ჯერ კიდევ XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის საზოგადო და სამხედრო ისტორიკოსის ალექსანდრე მიხაილოვსკი-დანიელსკის წიგნები: რუსეთ-შვედეთის ომი 1808-1809, ტომი 1 & 2 (2006) და 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომი. მიხაილოვსკი-დანილევსკიმ ოთარ ნიკოლაიას თხოვნის საფუძველზე ნაპოლეონის ომების შესახებ ოთხი წიგნი დაწერა.
მიქაბერიძემ გამოაქვეყნა სამი წიგნის სერია, რუსი თვითმხილველი ანგარიშები, რომელიც დაფუძნებული იყო ნაპოლეონის ბრძოლებში რუსი მონაწილეების ანაგარიშებზე. მან წაიკითხა რუსული დღიურების 4 500-ზე მეტი გვერდი, ასევე მოგონებები და ანგარიშები, რომელიც საბოლოო გამოცემაში შედის. ეს სერია გამოიცა 2015 წელს.
გარდა ამისა, იგი არის გაზეთ „ნაპოლეონის სტიპენდიის“ მთავარი რედაქტორი და რევოლუციური ეპოქის კონსორციუმის რედაქტორი.
შრომები
რედაქტირება- (2016) The Napoleonic Wars: A Global History. London: Oxford University Press. ISBN 0-19-995106-3.
- (2015) Historical Dictionary of Georgia (Revised and Expanded Edition). Lanham, MA: Rowman & Littlefield/Scarecrow Press. ISBN 978-1-4422-4145-9.
- (2015) Russian Eyewitness Accounts of the Campaign of 1807. London: Frontline Books. ISBN 978-1-84832-762-7.
- (2014) The Burning of Moscow: Napoleon's Trial By Fire 1812. London: Pen & Sword.
- (2013) Atrocities, Massacres and War Crimes: An Encyclopedia. Santa Barbara: ABC-CLIO. ISBN 978-1-59884-925-7.
- (2013) Russian Eyewitness Accounts of the Campaign of 1814. London: Frontline Books. ISBN 978-1-84832-707-8.
- (2012) Russian Eyewitness Accounts of the Campaign of 1812. London: Frontline Books. ISBN 978-1-84832-635-4.
- (2011) Conflict and Conquest in the Islamic World: A Historical Encyclopedia. ABC-CLIO. ISBN 978-1-59884-337-8.
- (2010) The A to Z of Georgia. Lanham, MA: Rowman & Littlefield/Scarecrow Press. ISBN 0-8108-7207-2.
- (2010) The Battle of the Berezina: Napoleon's Great Escape. London: Pen & Sword. ISBN 1-84415-920-5.
- (2007) The Battle of Borodino: Napoleon versus Kutuzov. London: Pen & Sword. ISBN 1-84415-603-6.
- (2007) Historical Dictionary of Georgia. Lanham, MA: Rowman & Littlefield/Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-5580-9.
- (2007) The Russian Officer Corps in the Revolutionary and Napoleonic Wars, 1792-1815. New York: Savas Beatie. ISBN 978-1-932714-02-9.
- ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისებურებების დაცვა ევროპის საბჭოს ფარგლებში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო [Protection of Human Rights and Basic Freedoms within the Council of Europe Framework: European Court on Human Rights, Judge's Library Series. Tbilisi: GCI. 2000.