საბუე (ყვარლის მუნიციპალიტეტი)
საბუე — სოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. თემის ცენტრი (სოფელი: ალმატი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ყვარლიდან 27 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
საბუე | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
თემი | საბუე |
კოორდინატები | 42°01′23″ ჩ. გ. 45°41′47″ ა. გ. / 42.02306° ჩ. გ. 45.69639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 560 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1163[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია რედაქტირება
სოფელი ყვარელის მუნიციპალიტეტში. ისტორიული ძეგლი მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. სოფელი დასახლებული იყო შუა საუკუნეებიდან. წერილობით წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნიდან. ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში აქ აშენდა და განახლდა ციხეები, ციხე-გალავნები. ამ დროისთვის საბუე ნადირაშვილების კუთვნილება იყო.
1812 წელს კახეთის აჯანყების დროს, რომელშიც ჩართული იყვნენ საბუელებიც, შილდასთან გამართული ბრძოლის შემდეგ, გენერალ დიმიტრი ორბელიანის რაზმმა საბუე ბაღ-ვენახიანდ გადაბუგა და გაანადგურა.
საბუეში დაიბადა სასულიერო მოღვაწე, ალავერდის ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი (1836-1909, დაკრძალულია ალავერდის ტაძარში), საღვთო წიგნების, მათ შორის ბიბლიის ქართული ტექსტის რედაქციისა და ბეჭვდის ერთ-ერთი მონაწილე, ავტორი წიგნისა "მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ". საბუეში ერთხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი ბარბარე ჯორჯაძე (1811-1895) - რაფიელ ერისთავის და.
დემოგრაფია რედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1163 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1544 | 732 | 812 |
2014[1] | 1163 | 560 | 603 |
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 569.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 436.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II