ინწობა (სამონასტრო ანსამბლი)

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინწობა.

ინწობა, საბუე — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. კახეთის მხარეში სოფელ საბუედან (ყვარლის მუნიციპალიტეტი) 7 კმ-ზე. კომლექსში შედის: VI საუკუნის ნათლისმცემლის ეკლესიის და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია ნაგებია თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული ქვითა და აგურით. აფსიდით დასრულებული მთავარი ეკლესიის ვიწრო და მაღალი, გეგმით წაგრძელებული შუა ნავი უშუალოდ უკავშირდებოდა სამსხვერპლოს, სადიაკვნეს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ეკლესიებს. სამხრეთ ეკლესიას ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი, რომლის ორი ნალისებრი ფორმის თაღი შუაში აღმართულ სქელ, მასიურ ბოძს ეყრდნობოდა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია მრავალჯერ დანგრეულა და შეუკეთებიათ.

2018 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება