ინწობა
ინწობა — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 83 კმ².[1] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა, საშუალო ხარჯი საბუესთან 1,26 მ³/წმ. ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად.[1] მდინარე ინწობაზე არის ჰიდროელექტროსადგური.[2] მარჯვნიდან იერთებს მდინარე ბოლიას.
ინწობა | |
---|---|
ინწობა | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ყვარლის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
მარჯვენა შენაკადები | ბოლია |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°07′29″ ჩ. გ. 45°45′27″ ა. გ. / 42.124972° ჩ. გ. 45.757722° ა. გ. |
შესართავი |
ალაზანი 41°58′04″ ჩ. გ. 45°37′40″ ა. გ. / 41.968000° ჩ. გ. 45.627972° ა. გ. |
სიგრძე | 22 კმ |
აუზის ფართობი | 83 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,26 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
აღსანიშნავია, რომ ძველი ქალაქი გრემი ლოკალიზდება დღევანდელი სოფელი გრემის სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე ინწობის შუა წელის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებული გორაკის, გრემის მთავარანგელოზის ანსამბლის გარშემო, ალაზნის ვაკეზე.[3] ინწობის ხეობაში ზღვის დონიდან 480 მ სიმაღლეზე გაშენებულია სოფელი გრემი. მდინარის ნაპირებზეა სხვა დასახლებული პუნქტებიც.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 306.
- ↑ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2016-06-26.
- ↑ გრემი — ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი