საბრი ალ-ასალი ( არაბ. صبري العسلي დ. 1903, დამასკო — გ. 13 აპრილი, 1976, დამასკო) — სირიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, 3-ჯერ იყო სირიის პრემიერ-მინისტრი, არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი.[1]

საბრი ალ-ასალი
საბრი ალ-ასალი
არაბ. صبري العسلي
გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 თებერვალი 1958 – 1959

სირიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ივნისი 1956 – 6 მარტი 1958
წინამორბედისაიდ ალ-ღაზი
მემკვიდრენურ ად-დინ კუჰალა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 თებერვალი 1955 – 13 სექტემბერი 1955
წინამორბედიფარის ალ-ხური
მემკვიდრესაიდ ალ-ღაზი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი 1954 – 19 ივნისი 1954
წინამორბედიადიბ შიშაქლი
მემკვიდრესაიდ ალ-ღაზი

დაბადებული1903
დამასკო, ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი13 აპრილი 1976
დამასკო, სირიის დროშა სირია
პოლიტიკური პარტიაეროვნული ბლოკი
განათლებადამასკოს უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი, სუნიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა დამასკოს მიწის მესაკუთრეთა შეძლებულ ოჯახში. მომავალი პოლიტიკოსზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ, შუქრი ალ-ასალიმ, რომელიც იყო იურისტი, დამასკოს იატაკქვეშა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერი 1908-1914 წლებში (დახვრიტეს 1916 წელს), რომელიც იმავდროულად იყო ოსმალეთის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი. საბრი ალ-ასალი სწავლობდა სამართალს დამასკოს უნივერსიტეტში და 1925 წელს aიღო დიპლომი. იმავე წელს სირიაში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყება, რომელშიც ალ-ასალიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო: მან ორგანიზება გაუწია აჯანყებულთა დახმარების კოლექციის ჩამოყალიბებას დამასკოს კვარტალში, ასევე პირადად შესწირა სახსრები მათ სასარგებლოდ, ეხმარებოდა რა მათ იარაღისა და მედიკამენტების მიწოდებაში. საბოლოოდ მისი საქმიანობა ფრანგებისთვის გახდა ცნობილი და ქვეყნიდან გააძევეს. ალ-ასალი გაემგზავრა საუდის არაბეთში, სადაც თითქმის მაშინვე გახდა მომავალი მეფის აბდ ალ-აზიზის სპეციალური მრჩეველი. კერძოდ, ალ-ასალი წარმოადგენდა აბდ ალ-აზიზს 1928 წლის საუდის არაბეთი - იორდანიის კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ქალაქ იერიქონში. ერ-რიადში ყოფნის დროს ალ-ასალი დაუმეგობრდა სირიელ პოლიტიკოს შუქრი ალ-ქუათლის . 1932 წელს, საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების შემდეგ, ორივე დაბრუნდა სირიაში.[2]

კავშირი ეგვიპტესთან

რედაქტირება

1933 წელს ალ-ასალი გახდა ეროვნული სამოქმედო ლიგის (عصبة العمل القومى) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ხსენებული მოძრაობა მიზნად ისახავდა არაბთა ინტელექტუალური ძალისხმევის გაერთიანებას არაბული ქვეყნების ევროპული ბატონობისაგან განთავისუფლებისთვის ბრძოლაში.

1936 წელს შუქრი ალ-ქუათლი გახდა ეროვნული ბლოკის ვიცე-პრეზიდენტი და ალ-ასალი მიიწვია მის რიგებში გასაწევრიანებლად. ალ-ასალიმ დატოვა ეროვნული სამოქმედო ლიგა და ეროვნული ბლოკის მანდატით 1936 წელს მოხვდა სირიის პარლამენტში, როგორც კანდიდატი დამასკოდან. შემდგომში 1943, 1947, 1954 და 1962 წლებში იგი ხელახლა აირჩიეს პარლამენტში. 1945 წლის მარტში შუქრი ალ-კუათლიმ, რომელმაც დაიკავა სირიის პრეზიდენტის პოსტი, ალ-ასალი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა, ხოლო იმავე წლის აგვისტოში იგი გახდა იუსტიციის და განათლების მინისტრი. 1946 წლის აპრილში იგი კვლავ გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ამჯერად სირიის პირველ მთავრობაში, რომელიც ჩამოყალიბდა საფრანგეთის ჯარების ქვეყნიდან გაყვანის შემდეგ. ეროვნული ბლოკის ნაცვლად შეიქმნა ნაციონალური პარტია და ალ-ასალი გახდა მისი გენერალური მდივანი, ხოლო შუქრი ალ-კუათლი — მისი სულიერი ლიდერი.[3]

1945 წელს ალ-ასალი დაესწრო არაბული ლიგის დამფუძნებელ კონფერენციას. 1948 წელს იგი მეოთხედ გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ამჯერად ჯამილ მარდამ-ბეის მთავრობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გახდა პირველ არაბეთ-ისრაელის ომთან დაკავშირებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების ჩახშობა. ალ-ასალიმ მიიღო მკაცრი ზომები, მათ შორის დაიწყო დაპატიმრებები (კერძოდ, ამ პერიოდში დააკავეს ბაასის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშელ აფლიაკი) და ქალაქების ქუჩებში არმიის ნაწილები გამოიყვანეს. ამ ხნის განმავლობაში მასზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა განხორციელდა.

სირიაში პირველი სამხედრო გადატრიალებიდან დაწყებული, რომელიც მოაწყო ჰუსნი ალ-ზაიმმა 1949 წლის აგვისტოში ადიბ ალ-შიშაქლის დამხობამდე, რომელიც მოგვიანებით მოვიდა ხელისუფლებაში, ალ-ასალი ოპოზიციაში იყო. 1954 წლის თებერვალში ადიბ შიშაქლის დამხობის შემდეგ, პრეზიდენტმა ჰაშიმ ალ-ათასიმ, რომელიც დაბრუნდა ხელისუფლებაში, მიიწვია ალ-ასალი კაბინეტის შესაქმნელად. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რომელიც მოხდა ალ-ასალის პირველი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, იყო სირიის არმიის შტაბის უფროსის, ადნან ალ-მალიქის მკვლელობა სირიის სოციალისტური პარტიის წევრების მიერ, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია სამხედრო წრეებში. ალ-ასალი იძულებული გახდა კანონგარეშე გამოეცხადებინა სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტია და დაეპატიმრებინა პარტიის თითქმის მთელი ხელმძღვანელობა.[4]

პოლიტიკური მორვაწეობა სირიაში

რედაქტირება

1955 წლისთვის ალ-ასალი გამალ ნასერის იდეების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გახდა. იმავე წელს იგი ეწვია ეგვიპტეს, სადაც გაიცნო შუქრი ქუათლი, რომელიც იქ ემიგრაციაში იმყფებოდა 1949 წლიდან. ალ-ასალიმ უზრუნველყო ქუათლის უსაფრთხო დაბრუნება სირიაში და დაარწმუნა იგი მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში. როდესაც ქუათლი კვლავ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, მან მიიწვია ალ-ასალი მთავრობის ფორმირებისთვის. მათ ერთად შექმნეს ყველაზე ძლიერი ნასერის მომხრე კოალიცია. ალ-ასალი იყო სირიისა და ეგვიპტის საკავშირო სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი: იგი მჭიდრო კავშირში იყო ნასერის მომხრეებთან სირიის არმიაში (კერძოდ, დაზვერვის ხელმძღვანელ აბდ ალ-ჰამიდ სარაჯთან და შტაბის უფროს აფიფ ალ-ბიზრისთან). მან საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა სალაჰ ად-დინ ბიტარი, სოციალისტური პარტია ბაასის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იგი 1957 წელს გაგზავნა იგი ეგვიპტელებთან მოსალაპარაკებლად გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის შესაქმნელად. 1958 წლის 1 თებერვალს, როდესაც შეიქმნა ერთიანი სახელმწიფო, ალ-ასალი გახდა გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი. თუმცა, მისი ოპონენტების ინტრიგების გამო, რომლებმაც წარადგინეს დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ალ-ასალი ფულს იღებდა ერაყის მთავრობისგან 1951-1954 წლებში, იგი იძულებული გახდა 1959 წელს გადამდგარიყო.

ბოლო წლები

რედაქტირება

ალ-ასალის ენთუზიაზმი ნასერის ეგვიპტესთან ალიანსისადმი საკმაოდ სწრაფად გაქრა და 1961 წელს მხარი დაუჭირა გადატრიალებას, რომლის შედეგადაც დასრულდა გაერთიანებული არაბთა რესპუბლიკის არსებობა. თუმცა, უკვე 1963 წლის მარტში ქვეყანაში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა ბაასის პარტია, რომელიც ემხრობოდა კავშირის განახლებას ეგვიპტესთან. ბევრი სხვა ცნობილი სირიელი პოლიტიკოსის მსგავსად, რომლებიც აკრიტიკებდნენ ნასერს, ალ-ასალიც რეპრესიაში მოყვა: მას ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები, მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია და ნაციონალური პარტია კანონის გარეშე გამოცხადდა. საბრი ალ-ასალი პოლიტიკას ჩამოსცილდა. გარდაიცვალა დამასკოში 1976 წლის აპრილში.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Асали, Сабри // А — Я (дополнения). — М. : Советская энциклопедия, 1958. — С. 22. — (Большая советская энциклопедия : [в 51 т.] / гл. ред. Б. А. Введенский ; 1949—1958, т. 51).
  1. al-Zirikli, Khayr al-Din (2002). الأعلام : قاموس تراجم لأشهر الرجال والنساء من العرب والمستعربين والمستشرقين [Notable People: A dictionary of biographies of the most famous Arab, Arabist and Orientalist men and women] (არაბ. ). Vol. 3 (15 ed.). Beirut: دار العلم للملايين. p. 172.
  2. Moubayed, Sami M. (2006). Steel & Silk: Men & Women Who Shaped Syria 1900–2000. Cune Press. pp. 160–163. ISBN 1-885942-41-9.
  3. باتريك سيل (1965). الصراع على سورية، ص 152 (بالإنكليزية). لندن (არაბ. )
  4. عبد الغني العطري (1997). عبقريات، ص 26. دمشق: دار البشائر (არაბ. )
  5. باتريك سيل (1965). الصراع على سورية، ص 152 (بالإنكليزية). لندن. (არაბ. )