სალაჰ ად-დინ ბიტარი
სალაჰ ად-დინ ბიტარი (არაბ. صلاح الدين البيطار; 1912 დამასკო, ოსმალეთის იმპერია — 21 ივლისი, 1980, პარიზი, საფრანგეთი) — სირიის სახელმწიფო მოღვაწე, ბაასის პარტიის წევრი, სირიის პრემიერ მინისტრი (1963, 1964, 1966).
სალაჰ ად-დინ ბიტარი არაბ. صلاح الدين البيطار | |
სირია — 59-ე პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი 1966 – 23 თებერვალი 1966 | |
წინამორბედი | იუსეფ ზუზაინი |
მემკვიდრე | იუსუფ ზუზაინი |
სირია— 56-ე პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 მაისი 1964 – 3 ოქტომბერი 1964 | |
წინამორბედი | ამინ ალ - ჰაფეზი |
მემკვიდრე | ამინ ალ -ჰაფეზი |
სირია — 54-ე პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 მარტი 1963 – 12 ნოემბერი 1963 | |
წინამორბედი | ხალედ ბეი ალ -აზემი |
მემკვიდრე | ამინ ალ -ჰაფეზი |
სირია — საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ივნისი 1956 – 1966 თებერვალი | |
დაბადებული | 1912 დამასკო, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 21 ივლისი, 1980 პარიზი, საფრანგეთი |
პოლიტიკური პარტია | ბაასი |
განათლება | პარიზის უნივერსიტეტი |
რელიგია | სუნიტი მუსლიმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მდიდარი სუნიტი მუსლიმის, მარცვლეულით მოვაჭრის რელიგიურ ოჯახში.
1929-1934 წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში. ამ დროს ის სოციალისტური იდეებით იყო გამსჭვალული. თუმცა, 1936 წელს კომუნისტების საფრანგეთის მთავრობაში შესვლის შემდეგ, მემარცხენე იდეები მიმართ იმედგაცრუებული დარჩა, კოლონიალურ საკითხზე ფრანგი კომუნისტების ზომიერი პოზიციის გამო.
1945 წელს გახდა არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტი - ბაასის ბიუროს წევრი. 1947 წელს, პარტიის პირველ ყრილობაზე, იგი აირჩიეს გენერალურ მდივნად.
1954 წელს მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ადიბ ალ-შიშაქლის დამხობაში.
1956-1958 —სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი აქტიურად ემხრობოდა სირიის ეგვიპტესთან გაერთიანებას და გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის შექმნას.
1958 წელს, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, სალაჰ ად-დინ ბიტარი გახდა საქმეთა წარმოების მინისტრი. ამასთან, სირიელი პოლიტიკოსების გამაერთიანებელი იდეის მრავალი მიმდევრის მსგავსად, იგი მალე იმედგაცრუებული დარჩა და 1959 წელს გადადგა.
სირიის თექვსმეტი გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურიდან სალაჰ ად-დინ ბიტარი ერთ-ერთი იყო, ვინც ხელი მოაწერა გაერთიანებული არაბული რესპუბლიკიდან გამოსვლის მხარდამჭერ დეკლარაციას, თუმცა შემდეგ უკან წაიღო თავისი ხელმოწერა.
1963 წელს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იგი დაინიშნა კოალიციური მთავრობის პრემიერ მინისტრად. ბაასის პარტიის მეექვსე კონგრესის შემდეგ, პრემიერ მინისტრის სავარძელი დაუთმო ამინ ალ-ჰაფეზს.
ამასთან, 1964 წელს, ჰამაში მომხდარი არეულობების შემდეგ, ის კვლავ გახდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი.
1966 წლის 23 თებერვალს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, გენერალი სალაჰ ად-დინ ბიტარი ტყვედ აიყვანეს და დააპატიმრეს, პარტიის ისტორიული ხელმძღვანელობის სხვა წევრებთან ერთად. ამასთან, 1966 წლის აგვისტოში მან მოახერხა ბეირუთში გაქცევა.
1969 წელს სალაჰ ად-დინ ბიტარს, სირიის დამხობილი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალურმა სამხედრო სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.
მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიწყალა პრეზიდენტმა ჰაფეზ ასადმა 1978 წელს და შეხვდა კიდეც, მათ შორის შერიგება არ შედგა და სალაჰ ად-დინ ბიტარმა გადასახლებული მთავრობის სახელით სირიის მმართველი გუნდის წინააღმდეგ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია.
1980 წლის 21 ივლისს სალაჰ ად-დინ ბიტარი პარიზში მოკლეს. მკვლელობის დილას, მას ტელეფონით დაუკავშირდა გაზეთ „ალ-იჰია ალ-არაბიას“ (არაბული აღორძინება) ჟურნალისტი და შეუთანხმდა შეხვედრაზე. როდესაც ბიტარი ლიფტიდან გამოვიდა და თავის კაბინეტში შედიოდა, უკნიდან ორი ტყვია დაახალეს თავში.
მისი მკვლელის ვინაობა ვერ გაირკვა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია რომ მისი მკვლელობა ჰაფეზ ასადმა შეუკვეთა. ბიტარმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, ემუქრებოდნენ ფოსტით და ტელეფონით. მან მიმართა პირადი უსაფრთხოების ზომებს, შეზღუდა გადაადგილება.[1][2][3]
მკვლელობის დროს, ბიტარს ჰქონდა სამხრეთ იემენის მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტი.
მოგვიანებით იგი დაკრძალეს ბაღდადში.
წიგნები
რედაქტირებასალაჰ ად-დინ ბიტარის მიერ გამოქვეყნებული წიგნები[4]:
- Al-Siyasah al-Arabiyah bayn al-Mabda wa al-Tatbiq (არაბული პოლიტიკა პრინციპში და პრაქტიკაში). Beirut: Dar al-Taliah, 1960.
- Nida al-Ba'th (ბაასის ბრძოლა). Beirut: Dar al-Taliah, 1963-1965. Vols. 1-4 contain items by subject.
ლიტერატურა
რედაქტირება- Batatu, Hanna (2000). The Old Social Classes and New Revolutionary Movements of Iraq (3rd ed.). Saqi Books. ISBN 0863565204.
- Bidwell, Robert (1998). Dictionary Of Modern Arab History (1st ed.). Kegan Paul International. ISBN 0710305052.
- Devlin, John (1975). The Baath Party: a History from its Origins to 1966 (2nd ed.). Hoover Institute Press. ISBN 978-0-8179-6561-7.
- Jankowski, James (2002). Nasser's Egypt, Arab Nationalism, and the United Arab Republic. Lynne Rienner Publishers. ISBN 1588260348.
- Moubayed, Sami M. (2006). Steel & Silk: Men and Women who shaped Syria 1900–2000. Cune Press. ISBN 1-885942-40-0.
- Rabinovich, Itamar (1972). Syria Under the Baʻth, 1963–66: The Army Party Symbiosis. Transaction Publishers. ISBN 0-7065-1266-9.
- Seale, Patrick (1990). Asad of Syria: The Struggle for the Middle East. University of California Press. ISBN 0-520-06976-5.
- http://www.ajcarchives.org/AJC_DATA/Files/571.PDF დაარქივებული 2021-05-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.washingtonpost.com/archive/politics/1980/07/22/prominent-enemy-of-syrias-assad-is-slain-in-paris/03d0ff98-33a5-4c84-9fe8-a3b0b3df0851/[მკვდარი ბმული] accessed 9/1/2017
- ↑ https://books.google.co.uk/books?id=NgDks1hUjhMC&pg=PA670&lpg=PA670&dq=bitar+assassinate+assad&source=bl&ots=kYGIGLX2D8&sig=l-PP1tBaqwUx-Cs064mJ_GWJcEs&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwi_zpjRs7XRAhUMI8AKHT9_AGIQ6AEIMTAF#v=onepage&q=bitar%20assassinate%20assad&f=falseaccessed+9/1/2017
- ↑ https://www.washingtonpost.com/archive/politics/1980/07/22/prominent-enemy-of-syrias-assad-is-slain-in-paris/03d0ff98-33a5-4c84-9fe8-a3b0b3df0851/ accessed 9/1/2017
- ↑ Bernard Reich (ed.), Political Leaders of the Contemporary Middle East and North Africa: A Biographical Dictionary, Greenwood Publishing Group, 1990, p. 111