ადიბ შიშაქლი (არაბ. أديب بن حسن الشيشكلي, დ. 1909, ჰამა — გ. 27 სექტემბერი, 1964, სერისი, ბრაზილია) — სირიელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, სირიის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი 1953–1954 წლებში.

ადიბ შიშექლი
ადიბ შიშექლი
სირიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივლისი, 1953 – 25 თებერვალი, 1954
წინამორბედიფავზი სელუ
მემკვიდრემაამუნ ალ-კუზბარი

სირიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივნისი, 1953 – 1 მარტი, 1954
წინამორბედიფაუზი ალ-სელუ
მემკვიდრესაბრი ალ-ასალი

დაბადებული1909
ჰამა, სირია
გარდაცვლილი27 სექტემბერი, 1964
სერისი, ბრაზილია
პოლიტიკური პარტიასირიის სოციალური ნაციონალისტური პარტია
განათლებადამასკოს სამხედრო აკადემია
პროფესიასამხედრო, პოლიტიკოსი
რელიგიასუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქურთების ოჯახში, მსახურობდა საფრანგეთის არმიაში, მოგვიანებით სწავლობდა დამასკოს სამხედრო აკადემიაში (რომელიც შემდეგ გადაიტანეს ჰომსში). იგი ადრევე გაწევრიანდა სირიის სოციალური ნაციონალური პარტიის რიგებში. საფრანგეთისაგან სირიის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მონაწილეობდა არაბეთ-ისრაელის 1947-1949 წლების ომში.

1953 წლის აგვისტოში მონაწილეობდა ჰუსნი ალ-ზაიმის წინააღმდეგ პუტჩში, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გახდა ჰაშიმ ალ-ათასი. შიშაქლიმ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას სირიისა და ერაყის გაერთიანების შესახებ. ჰაშიმ ალ-ათასის გადადგომის შემდეგ შიშაქლიმ მიაღწია იმას, რომ ახალი პრეზიდენტი გამხდარიყო ფავზი სელუ, დე-ფაქტო მთელი ხელისუფლება მის ხელთ იყო. შიშაქლმა პოლიტიკური პარტიები აკრძალა და დაამყარა სამხედრო დიქტატურა. გაძლიერდა კონფლიქტი დრუზებთან, რომლებიც ისწრაფვოდნენ დამოუკიდებლობისთვის. 1954 წელს ბრძანება გასცა დაებომბათ ის რაიონები სადაც ცხოვრობდნენ დრუზები, რათა შემცირებულიყო მათი წინააღმდეგობა.

1954 წელს მან დაკარგა ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. თავდაპირველად გაიქცა ლიბანში, შემდეგ ბრაზილიაში, სადაც იგი მოკლა სირიელმა დრუზმა 1964 წლის 27 სექტემბერს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება