ჰუსნი ალ-ზაიმი
ჰუსნი ალ-ზაიმი (არაბ. حسني الزعيم, ქურთ. Husnî Zeîm, Husniyê Zeîm; დ. 1897, ალეპო, ოსმალეთის იმპერია — გ. 14 აგვისტო, 1949, დამასკო, სირია) — სირიის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი 1949 წლის განმავლობაში.
ჰუსნი ალ-ზაიმი | |
სირიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 აპრილი, 1949 – 14 აგვისტო, 1949 | |
წინამორბედი | შუქრი კუათლი |
მემკვიდრე | ჰაშიმ ალ-ათასი |
სირიის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 აპრილი, 1949 – 26 ივნისი, 1949 | |
წინამორბედი | ჰალედ ბეი ალ-აზემი |
მემკვიდრე | მუჰსინ ალ-ბარაზი |
დაბადებული | 1897 ალეპო, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 14 აგვისტო, 1949 დამასკო, სირია |
პოლიტიკური პარტია | სირიის სოციალური ნაციონალისტური პარტია და ბაასი |
პროფესია | სამხედრო, პოლიტიკოსი |
წარმოშობით იყო ქურთული ოჯახიდან. გახდა ოსმალეთის იმპერიის, მოგვიანებით საფრანგეთის არმიის ოფიცერი. სირიის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გახდა გენერალური შტაბის უფროსი.
ხელისუფლებაში მოვიდა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. ვერ სარგებლობდა მოსახლეობის მხარდაჭერით და გადააყენეს 4 თვის შემდეგ ყოფილმა მოკავშირეებმა. სიკვდილით დასაჯეს 1949 წლის 14 აგვისტოს დამასკოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jeffrey Sosland, Cooperating Rivals: The Riparian Politics of the Jordan River Basin, SUNY Press, 2007
- Elmer Berger, Peace for Palestine: First Lost Opportunity,University Press of Florida, 1993