ჰაშიმ ალ-ათასი
ჰიშამ ალ-ათასი (არაბ. هاشم الأتاسي, დ. 1875, ჰომსი, სირია — გ. 5 დეკემბერი, 1960, ჰომსი, სირია) — სირიის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის სამგზის პრეზიდენტი (1936–1939, 1949–1951, 1954–1955) და ორგზის პრემიერ-მინისტრი (1920, 1949).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მიწის მფლობელის ოჯახში. 1895 წელს უმაღლესი განათლება მიიღო სტამბოლში. 1898–1918 წლებში სახელმწიფო სამსახურშია. იყო ოსმალების გუბერნატორი ჰომსში, ჰამაში, ბაალბექში, ანატოლიასა და იაფაში.
1920 წელს მეფე ფაისალ I-ის მმართველობის პერიოდში, პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ და საფრანგეთის მანდატის ქვეშ სირიის ოკუპაციის პერიოდში მცირე ხნით აირჩიეს სირიის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარედ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. მაისალუნის ხეობაში სირიის არმიის დამარცხების შემდეგ საბოლოოდ გაფორმდა საფრანგეთის მანდატი, ხოლო ჰაში ალ-ათასის მთავრობა დაიშალა.
1927 წელს გახდა სირიის ეროვნული ბლოკის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, რომლის მიზანიც იყო სირიის დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან. 1928 წელს იგი აირჩისე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ, თუმცა 1930 წლის მაისში საფრანგეთის ხელისუფლებამ კრება დაშალა. ჰაშიმ ალ-ათასი მცირე ხნით დააკავეს.
1928 და 1932 წელს პარლამენტში აირჩიეს ჰომსიდან. თავდაპირველად იგი მხარს უჭერდა მუჰამად ალი ალ-აბიდის, თუმცა მას შემდეგ, რაც მთავრობაში დანიშნა ფრანგებისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსები, გადავიდა ოპოზიციაში.
1936 წელს ალ-ათასი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელმაც ხელი მოაწერა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე შეთანხმებას. დამასკოში დაბრუნდა როგორც ეროვნული გმირი და 1936 წელს აიჩიეს დამოუკიდებელი სირიის პირველ პრეზიდენტად. თუმცა 1938 წლის ბოლოს ცხადი გახდა, რომ საფრანგეთი 1936 წლის ხელშეკრულების რატიფიცირებას არ ახდენდა, ამიტომ 1939 წლის 7 ივლისს გადადგა. 1940-იან წლებში იგი ჩამოშორდა დიდ პოლიტიკას და მიუხედავად შარლ დე გოლის პირადი თხოვნისა, არ დაუბრუნდა პრეზიდენტის თანამდებობას, მან განაცხადა, რომ გამოცდილების მიხედვით საფრანგეთის ხელისუფლების ნდობა სირიის დამოუკიდებლობის საკითხში არ შეიძლებოდა. 1949 წელს პრეზიდენტ შუქრი კუათლის დამხობის შემდეგ სათავეში ჩაუდგა სირიის დროებით მთავრობას. 1949 წლის დეკემბერში აირჩიეს პრეზიდენტად. სირიელი პოლიტიკოსებისა და სამხედროების აღშფოთების მიუხედავად გაატარა ერაყთან დაახლოების პოლიტიკა და მალევე პროჰაშიმიტურად განწყობილი პოლიტიკოსი ნაზიმ ალ-კუდსი დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.
შიდა პოლიტიკაში იგი უპირისპირდებოდა სირიის სამხედროთა ლიდერს ადიბ შიშაქლის, რომელმაც 1951 წელს მის წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო გადატრიალება. მისი მმართველობის დროს (1951-1954 წწ.) ჰაშიმ ალ-ათასი ხელმძღვანელობდა ოპოზიციას და აცხადებდა, რომ მმართველი რეჟიმი არაკონსტიტუციური იყო. ამის პასუხად 1954 წელს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მისი შვილი დააპატიმრეს. ამან გამოიწვია სირიის მოსახლეობისა და პოლიტიკური ელიტის აღშფოთება, შედეგად ამავე წლის თებერვალში შიშაქლის რეჟიმი დაემხო. 1954 წლის 1 მარტს ალ-ათასის ხელისუფლება აღადგინეს. თავის თანამდებობას დაუბრუნდა ყველა მინისტრი.
1955 წელს უფლებამოსილებბის გასვლის შემდეგ იგი წავიდა პოლიტიკიდან. 1956 წელს მისი შვილი დაადანაშაულეს პრეზიდენტ შიშაქლის დამხობის მცდელობაში და მიუსაჯეს სიკვდილი, თუმცა მამის გავლენის გამო იგი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.
ჰაშიმ ალ-ათასი 1960 წელს გარდაიცვალა ჰომსში. ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვა ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამოდგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Sami Moubayed. Steel & Silk: Men and Women Who Shaped Syria 1900—2000 (Cune Press, Seattle, 2005).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰიშამ ალ-ათასი დაარქივებული 2019-11-16 საიტზე Wayback Machine.