ბაალბექი
ბაალბექი (არაბ. عنجر) – ძველი ქალაქი ლიბანში. მდებარეობს ბეირუთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 80 კილომეტრში. ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. მოსახლეობა 82 000 კაცი.
ბაალბექი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ლიბანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 34°00′35″ ჩ. გ. 36°12′14″ ა. გ. / 34.00972° ჩ. გ. 36.20389° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) |
ნომერი | 294 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 294 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი უხსოვარი დროიდანაა დასახლებული, მის შესახებ ისტორიული წყაროები არ არსებობენ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ სირია და ლიბანის დღევანდელი ტერიტორია გადავიდა პტოლემე I სოტერის ხელში და ქალაქს უწოდეს ჰელიოპოლი ეგვიპტური ჰელიოპოლის პატივსაცემად. ამ პერიოდში იგი უკვე დიდი რელიგიური ცენტრია, სადაც ხდება ბაალის (აქედან ეწოდა ქალაქს სახელი) – სემიტური ღმერთის და დიონისეს თაყვანისცემა. ძვ. წ. 200 წელს ქალაქი დაიპყრო ანტიოქე დიდმა.
ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის დროს (ძვ. წ. 27–14) შედიოდა რომის ერთ-ერთ პროვინციაში, I–III საუკუნეებში ქალაქში აშენდა უამრავი რომაული ტაძარი.
VII საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს არაბებმა.
1984 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.