ფავზი სელუ
ფავზი სელუ (არაბ. فوزي السلو; დ. 1905 — გ. 1972) — სირიის სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. პრეზიდენტი 1951-1953 წლებში.
ფავზი სელუ | |
სირიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 დეკემბერი, 1951 – 11 ივლისი, 1953 | |
წინამორბედი | ჰაშიმ ალ-ათასი ადიბ შიშაქლი |
მემკვიდრე | ადიბ შიშაქლი |
დაბადებული | 1905 |
გარდაცვლილი | 1972 |
განათლება | ჰომსის სამხედრო აკადემია |
პროფესია | სამხედრო |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ჰომსის სამხედრო აკადემიაში. სირიის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 1946 წელს გახდა აკადემიის დირექტორი. 1948 წლიდან მონაწილეობდა არაბეთ-ისრაელის ომში. ომის დროს დაუახლოვდა შტაბის უფროსს ჰუსნი ალ-ზაიმს. როდესაც ჰუსნი ალ-ზაიმი სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, მან სელუ დანიშნა არაბეთ-ისრაელის მოლაპარაკებებში ატაშედ. ფავზი სელუ გახდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მთავარი არქიტექტორი, რომელსაც ხელი მოაწერეს 1949 წლის ივლისში. მოგვიანებით სელუმ გაიცნო ადიბ შიშაქლი, რომელმაც იგი დანიშნა თავდაცვის მინისტრად.
1951 წელს ადიბ შიშაქლიმ მოახდინა გადატრიალება, რომლის შედეგად პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშნა ფავზი სელუ, ხოლო რეალურად იგი ინარჩუნებდა ხელისუფლებას. შიშექლის ხელმძღვანელობით სელუმ გადადგა ნაბიჯები იორდანიასთან დაახლოების გზაზე. გაიხსნა სირიის საელჩო ამანში. ურთიერთობა გაუმჯობესდა ლიბანთან, ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთან.
1953 წლის 11 ივლისს შიშაქლიმ სელუ გადააყენა და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. სელუ გაიქცა საუდის არაბეთში. 1954 წელს, შიშაქლის დამხობის შემდეგ დამასკოს სამხედრო სასამართლომ სელუ დაადანაშაულა კორუფციაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და კონსტიტუციაში უკანონო ცვლილებების შეტანაში. მას დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Sami Moubayed "Steel & Silk: Men and Women Who Shaped Syria 1900-2000", Cune Press, Seattle, 2005