იერიქონი
იერიქონი (არაბ. أريحا) — ქალაქი პალესტინაში, იერიქონის მუჰაფაზას ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. მოსახლეობა 20 000 კაცი, ძირითადად პალესტინელები.[1] იერიქონი მდებარეობს მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, ქალაქიდან ზღვამდე მანძილი არის 16 კილომეტრი, იერიქონი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ეს ქალაქი ასევე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ დასახლებულ ადგილად, რომელმაც დღემდე მოაღწია.[2][3][4]
ქალაქი | |
---|---|
იერიქონი أريحا | |
ქალაქ იერიქონის ხედი სამხრეთიდან | |
ქვეყანა | პალესტინა |
სექტორი | დასავლეთი სანაპირო |
მუჰაფაზა | იერიქონი |
კოორდინატები | 31°51′22″ ჩ. გ. 35°27′47″ ა. გ. / 31.85611° ჩ. გ. 35.46306° ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ. 9600 |
ფართობი | 58 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | −275 მეტრი |
ოფიციალური ენა | არაბული ენა |
მოსახლეობა | 20 300 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 02 |
ოფიციალური საიტი | jericho-city.org |
ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს იერუსალიმი.
ისტორია
რედაქტირებაიერიქონი ბიბლიაში საკმაოდ ხშირად არის ნახსენები.
ქალაქში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა რომ, აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 9000 წლის წინ ცხოვრობდა. ამ ტერიტორიაზე მუდმივი დასახლება უკვე 8000 - 7000 წლის წინ ჩნდება. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს რომ შუა ბრინჯაოს ხანაში, ქალაქის გალავანი მკვეთრად გაფართოებული და გაძლიერებული იყო. იერიქონი დროთა განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში მოიექცა, ამ მიდამოებს ჯერ ასურეთი, ხოლო შემდეგ სპარსეთის იმპერია აკონტროლებდა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, იერიქონი შევიდა მაკედონიის იმპერიის შემადგენლობაში, აქ გავრცელდა ელინიზმი.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- პიზა, იტალია (2000 წლიდან)[5]
- ლიონი, საფრანგეთი
- კალიპატრია, კალიფორნია აშშ
- იასი, რუმინეთი
- ლერდალი, ნორვეგია (1998 წლიდან)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Projected Mid -Year Population for Jericho Governorate by Locality 2004–2006 დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine. Palestinian Central Bureau of Statistics (PCBS).
- ↑ Gates, Charles (2003). "Near Eastern, Egyptian, and Aegean Cities", Ancient Cities: The Archaeology of Urban Life in the Ancient Near East and Egypt, Greece and Rome. Routledge, გვ. 18. ISBN 0415018951. „"Jericho, in the Jordan River Valley in Palestine, inhabited from ca. 9000 BCE to the present day, offers important evidence for the earliest permanent settlements in the Near East."“
- ↑ Murphy-O'Connor, 1998, p. 288.
- ↑ Freedman et al., 2000, p. 689–671.
- ↑ Pisa - Official Sister Cities. © Comune di Pisa, Via degli Uffizi, 1 - 56100 Pisa centralino: +39 050 910111. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 16 December 2008.