სირიის სახალხო საბჭო
სირიის სახალხო საბჭო ან მეჯლის აშ-შააბი (არაბ. مجلس الشعب) — სირიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. სირიის ისტორიაში პირველად სახლხო საბჭოს სპიკერია ქალი, ჰადია ხალაფ აბასი.
სირიის სახალხო საბჭო | |
---|---|
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
სპიკერი |
ჰადია ხალაფ აბასი, ბაასი 2016-დან |
სტრუქტურა | |
წევრები | 250 |
პოლიტიკური ჯგუფები |
ეპფ (200), დამოუკიდებლები (50) |
არჩევნები | |
ბოლო არჩევნები | 13 აპრილი, 2016 |
სხდომების ადგილი | |
დამასკო, სირია | |
საიტი | |
parliament.sy |
უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები სირიაში გაიმართა 2016 წლის 13 აპრილს[1].
შემადგენლობა
რედაქტირებასირიის სახალხო საბჭოს შემადგენლობაში შედის 250 დეპუტატი, რომლებსაც ირჩევენ ოთხი წლის ვადით. 167 ადგილი დაჯავშნულია სირიის ეროვნული პროგრესული ფრონტის წევრებისთვის.
სირიაში შენარჩუნებულია ერთპარტიული მმართველობის სისტემა, რომელშიც მთავარ როლს თამაშობს პარტია ბაასი. სწორედ ამის გამო არჩევნებში მონაწილეობდნენ პატარა პარტიები, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი გავლენა.
2012 წლამდე სახალხო საბჭო წარმოადგენდა პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს და სახალხო რეფეენდუმზე ხდებოდა მისი დანიშვნა პრეზიდენტად. ასე აირჩიეს ჰაფეზ ასადი და მისი შვილი ბაშარ ალ-ასადი. 2012 წელს ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, სახალხო საბჭო არეგისტრირებს კანდიდატებს, რომელსაც უკვე ირჩევენ 7 წლის ვადით.