რუსეთის უკრაინაში შეჭრისას დაღუპული ქართველი მებრძოლები
უკრაინაში რუსეთის შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. კამპანია ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ დაიწყო, რასაც მოჰყვა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში 2022 წლის 21 თებერვალს. 2022 წლის ომის დაწყებამდე და დაწყებისთანავე უკრაინის მხარეს არაერთი ქართველი მებრძოლი იბრძოდა და იბრძვის.
2022 წელი
რედაქტირება2022 წლის 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპინის დასახლებაში ბრძოლებისას გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ. მათ ცხედრები საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ათასობით ქართველი შეიკრიბა მათთვის პატივის მისაგებად.[1]
გადმოსვენების ადგილზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად.[1]
ბახვა ჩიქობავა 19 მარტს მარიუპოლში ბრძოლისას დაიღუპა.[1]
26 მარტს ირპინის დასახლებაში ბრძოლებისას დავით გობეჯიშვილი დაიღუპა.[2]
9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია ორი ქართველი მებრძოლის — დავით მენაბდიშვილისა და ნიკოლოზ (ზურა) შანავას დაღუპვის შესახებ. დავით მენაბდიშვილი უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.[3]
ქალაქ რუბიჟნეში გაწმენდის ოპერაციის დროს, 16 აპრილს, დაიღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაიჭრა ზურა მუშუქია.[4] დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია კიდევ 2 მებრძოლის - ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას დაღუპვის შესახებ.[5] 23 აპრილს იზიუმთან ბრძოლაში დაიღუპა ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე.[6]
12 მაისს აზოვსტალში 27 წლის ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა.[7]
15 მაისს ქალაქ იზიუმთან შეტაკების დროს დაიღუპა 38 წლის რატი შურღაია დაიღუპა. დაღუპულის დედის თქმით, რატი შურღაიამ რუსების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.[8]
3 ივნისს დაიღუპა 24 წლის დანიელ გერლიანი.[9]
6 ივნისს უკრაინაში დაიღუპა მებრძოლი გიორგი გრიგოლია, რომელიც დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარედ იბრძოდა და რუსეთის საარტილერიო შეტევის დროს, უკრაინელ მებრძოლებთან ერთად იბრძოდა.[10]
8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია კირილ შანავას დაღუპვის შესახებ.[11]
18 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ალუდა ზვიადაურის დაღუპვის შესახებ. ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, მას დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ამ დროს ზურგში ესროლეს.[12]
10 ივლისს ლუჰანსკის ოლქში, ლისიჩანსკთან მიმდინარედ, დაიღუპა აფხაზეთიდან დევნილი, 1992-1993 წლების აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომების მონაწილე კახა გოგოლი.[13]
18 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია ბერდია ჯოხაძის დაღუპვის შესახებ.[14]
27 აგვისტოს კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებების დროს სასიკვდილო ჭრილობა მიიღო გელა გოგიამ.[15]
2022 წლის 10 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასირებული სარაკეტო თავდასხმის დროს, დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე და ქართული ლეგიონის წევრი ედიშერ კვარაცხელია.[16]
21 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ ყაფლანიშვილისა და ალექსანდრე მარტიაშვილის დაღუპვის შესახებ.[17]
31 ოქტომბერს ცნობილი გურგენ (გუგა) გაგნიძის დაღუპვის შესახებ. გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ჯგუფი, რომელშიც ქართველი მებრძოლიც იმყოფებოდა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ალყაში მოხვდა. 40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.[18]
2 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია 38 წლის ლევან სახელაშვილის დაღუპვის შესახებ. სახელაშვილი მიკოლაივის ოლქში, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო იყო და 2012 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში. [19]
1 დეკემბერს არჩილ ხოფერიამ, მებრძოლ ჯამბულათ (ჯამბულ) ხოფერიას მამამ, დაადასტურა მისი შვილის დაღუპვა.[20][21]
3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია 5 ქართველის დაღუპვის შესახებ.[22] ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი და რომეო ფირჩხაია ბახმუტთან დაიღუპნენ.
2023 წელი
რედაქტირება2023 წლის ივნისში უკრაინაში ზურაბ მუშუქია დაიღუპა. იგი დონეცკის ოლქში, ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა. 2022 წლის 16 აპრილს, როდესაც უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ზურაბ მუშუქია მძიმედ დაიჭრა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.[23]
24 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის დაღუპვის შესახებ.[24]
- მიხეილ თევდორაძე 13.12.22 ბახმუტი
- სერგო ლისიხი 13.12.22 ბახმუტი
- გიორგი ქააძე 29.01.23 სოლედარი (უკრაინის მოქალაქე)
- როლანდ ხარაიშვილი 20.02.23 (უკრაინის მოქალაქე)
- ვანო (ილია) ჩოხელი 16.03.23 ხარკივის რეგიონი
- მიხეილ მაზანაშვილი 1.04.23 ბახმუტი
- დავით ქუჩუკიანი 4.04.23 ბახმუტი
- ვახტანგ ბარამიძე 4.04.23 ბახმუტი
- არსენ ქეცბაია 6.04.23 ბახმუტთან
- ზურაბ ოდიშვილი 25.04.23
- ნიკა ჯიყაშვილი 10.05.23
- გიორგი გორელიშვილი 18.05.23 ბახმუტი
- ზვიად გიგანი 31.05.23
- მალხაზ კვიჟინაძე 24.06.23 ბახმუტთან
- ჯონი ოდიშვილი 24.06.23 ბახმუტთან
- აჩიკო დევრისაშვილი 28.06.23 ბახმუტთან
- ნიკოლოზ ახვლედიანი 23.08.23 ბახმუტთან
- ალექსანდრე ხუსკივაძე 24.08.23
- ზაქრო შუბითიძე 18.09.23 ნესკუჩნე
- ლევან ლობჟანიძე 28.10.23 კლეშეევკა
- ირაკლი ქურციკიძე 11.11.23
- რამაზ ფეტელავა 15.11.23
- ბექა ლომაშვილი 15.11.23
- ნიკა გელენიძე 15.11.23 ბახმუტი
- ზურა წიკლაური 31.01.24
- გოჩა ჟვანია 31.01.24
- ნოდარ ნასიროვი 9.03.24
- გიორგი გოგიაშვილი 9.03.24
- თენგიზ ჭანია 23.03.24 ავდეევკა-მარინკა
- სოსო გუგუტაშვილი 6.05.24 ავდიივკა
- დავით ღოღაძე 7.05.24 ავდიივკა
- ბესო ლომიძე 7.05.24 ავდიივკა
- სერგო გორნაკაშვილი 22.05.24 ხარკივი
- ხვიჩა გვირჯიშვილი 03.06.24 ხარკივი
- ამირან ზოიძე 27.06.24 ავდიივკა
- ზურაბ იაშვილი 15.07.24 ლვივის სამხედრო ჰოსპიტალი
- ბონდო გაგნიძე 30.07.24
- ვასო ქარდავა 10.08.24
- გიორგი როინიშვილი 16.09.24 კურსკის ოლქი
- მამუკა კეკელია 27.10.24
2014–2021 წლებში დაღუპული მებრძოლები
რედაქტირებასახელი, გვარი | დაბადებისა და დაღუპვის თარიღი და ადგილი | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|
ალექსანდრე გრიგოლაშვილი | 16 ოქტომბერი, 1982, ნატანები
18 დეკემბერი, 2014 (32 წლის), შჩასტია, ლუჰანსკის ოლქი |
2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. უკრაინაში იბრძოდა ბატალიონ „აიდრში“. | [25] |
თამაზ სუხიაშვილი | 25 იანვარი, 1978, ცხრამუხა
17 იანვარი, 2015 (36 წლის), დონეცკის აეროპორტი |
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა. მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. დაიღუპა დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი. | [26] |
ალბერტ ატოიანი | 21 ოქტომბერი, 1982, თბილისი
22 იანვარი, 2015 (32 წლის), კოსტიანტინივკა, დონეცკის ოლქი |
42-ე მოტოქვეითი ბატალიონის 57-ე ბრიგადის მებრძოლი. | [27] |
გიორგი ჯანელიძე | 1974
|
„აზოვის“ პოლკის წევრი. მეტსახელად „სატანა“. | [28][29] |
კონსტანტინე (კოტე) ლაშხია | 1 სექტემბერი, 1976, სოხუმი
1 ივლისი, 2015 (38 წლის), მარიუპოლთან ახლოს, დონეცკის ოლქი |
იბრძოდა ავღანეთსა და ერაყში. 2014 წლიდან „მემარჯვენე სექტორის“ მერვე ბატალიონში მსახურობდა და არაერთ საბრძოლო მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას. დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად (ჩაიძირა აზოვის ზღვაში). | [30] |
გიორგი ბარათელი | 24 დეკემბერი, 1991, სოხუმი
8 აგვისტო, 2015 (23 წლის), ბუტივკის შახტი, დონეცკის შემოგარენი |
იყო 94-ე მექანიზირებული ბრიგადის წევრი. 2014 წლიდან იბრძოდა დონეცკისა და პისკის შემოგარენში გამართულ ბრძოლებში. დაიღუპა დონეცკთან ახლოს მდებარე ბუტივკის შახტთან, ნაღმსატყორცნიდან გასროლილი 120-მმ ნაღმით. | [31] |
ირაკლი ქუთელია | 5 აპრილი, 1984, წარმოშობით სოფ. არადუდან
9 დეკემბერი, 2015 (31 წლის), ოპიტნე, დონეცკის ოლქი |
იყო აფხაზეთიდან დევნილი. 2 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა. აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. ხარკოვის 93-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი იყო. ილოვაისკის დაცემის შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე ტყვედ იმყოფებოდა. 2015 წლის 9 დეკემბერს, ირაკლი ქუთელია სოფელ ოპიტნესთან იმ ქვეითთა საბრძოლო მანქანაში იჯდა, რომელიც ორ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. მასთან ერთად, კიდევ ერთი უკრაინელი მეომარი დაიღუპა, შვიდი კი მძიმედ დაიჭრა. | [32] |
რევაზ (რეზო) წიკლაური | 2 ივლისი, 1984, ლაფანყური
|
2003 წლიდან შეპეტივკასთან ახლოს ხოვრობდა. იყო 90-ე აერომობილური ბატალიონის მებრძოლი. დაიღუპა ავდიივკას სამრეწველო ზონაში, იმ სტრატეგიული პოზიციის დაცვის დროს, რომლის გათავისუფლების ოპერაციაში, 2016 წლის თებერვალში, პირადად მონაწილეობდა. | [33] |
დავით გამსახურდია | 30 დეკემბერი, 1989, სოხუმი
8 ოქტომბერი, 2016 (26 წლის), დნიპრო |
აფხაზეთიდან დევნილი. ცხოვრობდა უჟჰოროდში. იყო ზაკარპატიის 128-ე სამთო-ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი. 2016 წლის 16 სექტემბერს მძიმედ დაიჭრა ბუტივკის შახტთან (დონეცკისა და ავდიივკის მიმდებარედ). გადაიყვანეს დნიპროში, სადაც 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. | [34] |
დავით სიხარულიძე | 27 ოქტომბერი, 1973, სუფსა
11 მაისი, 2017 (43 წლის), ნოვოლუჰანსკე, დონეცკის ოლქი |
სიხარულიძე ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო. 2014 წლამდე, კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა, იყო აფხაზეთის და აგვისტოს ომების ვეტერანი. კოსოვოს და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციების მონაწილე. 2008 წელს, რუს ოკუპანტებთან ომის დროს მძიმე საბრძოლო ჭრილობა მიიღო. 2014 წლიდან იბრძოდა უკრაინაში, „აიდარის“ ბატალიონში. | [35] |
გიორგი სარალიძე | 8 სექტემბერი, 1977, თბილისი
31 ოქტომბერი, 2017 (40 წლის), ოპიტნე, დონეცკის ოლქი |
მეტსახელად „გიურზა-2“. საქართველოს არმიის ვიცე-პოლკოვნიკი იყო, მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დონბასში ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა და მოხალისედ ჩაეწერა „აზოვის“ პოლკში. 2015 წელს ის მძიმედ დაიჭრა. შემდეგ მსახურობდა სადაზვერვო შენაერთის მეთაურად 92-ე ბრიგადაში და 42-ე მოტოქვეითი ბატალიონის 57-ე ბრიგადაში. | [36] |
დავით შარტავა | 11 იანვარი, 1975, თბილისი
18 აპრილი, 2021 (46 წლის), შიროკინე/ვოდიანე, დონეცკის ოლქი |
2003 წელს ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების, „კომანდოსის“, რიგებში. ამ დანაყოფთან ერთად ასრულებდა პირველ საბრძოლო დავალებას 2004 წელს ცხინვალის მისადგომებთან. შემდეგ, 2006 წელს საზღვარგარეთ მოუხდა წასვლა, მაგრამ 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, უკან დაბრუნდა. 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინაში. იყო 128-ე სამთო-საიერიშო ბრიგადის უფროსი სერჟანტი. | [37][38] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 „უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში გადაასვენეს“. ამერიკის ხმა. ციტირების თარიღი: 2022-04-16.
- ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-04-16.
- ↑ „უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-04-16.
- ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-04-16.
- ↑ „უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-04-16.
- ↑ „უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ვინაობა ცნობილია“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-04-30.
- ↑ „უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. ipn.ge. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
- ↑ „ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. publika.ge. 2022-05-15. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
- ↑ „„ჩემი შვილის სიცოცხლე შეწყდა“ - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, დანიელ გერლიანი დაიღუპა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-10-25.
- ↑ „უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლიაა“. mtavari.tv. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
- ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. ghn.ge (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-06-25.
- ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. interpressnews. ციტირების თარიღი: 2022-18-06. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. civil.ge. ციტირების თარიღი: 2022-11-07.
- ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2022-27-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. ipn.ge. ციტირების თარიღი: 2022-27-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ცნობილია, ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი“. primetime.ge. ციტირების თარიღი: 2022-10-10.
- ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-10-25.
- ↑ „ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა. გუგა გაგნიძე ბახმუტთან ბრძოლაში დაეცა“. რადიო თავისუფლება. 2022-10-31. ციტირების თარიღი: 2023-06-25.
- ↑ „ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა - ის პროფესიონალი სამხედრო იყო“ (ინგლისური). 2022-11-02. ციტირების თარიღი: 2023-06-25.
- ↑ ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში
- ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. interpressnews.ge. 2022-12-01. ციტირების თარიღი: 2023-06-25.
- ↑ ბოგვერაძე, მარიამ (3 დეკემბერი, 2022). „უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 2023-06-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. რადიო თავისუფლება. 2023-06-08. ციტირების თარიღი: 2023-06-25.
- ↑ „უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“. interpressnews.ge. 2023-06-25. ციტირების თარიღი: 2023-06-25.
- ↑ „ვლადიმერ გურგენიძე: „მთელი ხელისუფლება, მთავრობა, ხალხი სოლიდარულები ვართ ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახისადმი და ყოველგვარ მხარდაჭერას ვუცხადებთ““. საქინფორმი. 23 დეკემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 2023-06-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „უკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა“. www.interpressnews.ge. 19 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Атоян Альберт Юрійович uk. Книга пам'яті загиблих. memorybook.org.ua. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022
- ↑ „უკრაინაში ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე, მეტსახელად "სატანა" დაიღუპა“. www.ambebi.ge. 19 აპრილი, 2015. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Джанелідзе Георгі («Сатана») uk. Книга пам'яті загиблих. memorybook.org.ua. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022
- ↑ „"Правый сектор": В Киеве состоялось чествование грузинского добровольца ДУК Лашкхиа, погибшего под Мариуполем“. gordonua.com (რუსული). 4 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Бутусов рассказал о деталях гибели грузинского добровольца Георгия Баратели“. Грузия Online (რუსული). 10 აგვისტო, 2015. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ წულაძე, ზაზა (21 დეკემბერი, 2015). „ქართველი „კიბორგის“ პირადი ომი“. ამერიკის ხმა. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ წულაძე, ზაზა (4 მაისი, 2016). „ქართულ-უკრაინული ძმა ძმისთვისაო“. ამერიკის ხმა. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Дудаш, Оксана (12 ოქტომბერი, 2016). „Ужгород попрощался с погибшим в АТО Давидом Гамсахурдией“. День (რუსული). ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ წულაძე, ზაზა (15 მაისი, 2017). „დაიღუპა უკრაინისთვის, მაგრამ ყველამ იცის, როგორ უყვარდა საქართველო“. ამერიკის ხმა. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ზაპოროჟიელები ემშვიდობებიან ქართველ მოხალისეს“. რადიო თავისუფლება. 2 ნოემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ლიკლიკაძე, კობა (24 აპრილი, 2021). „ორი ქვეყნის ჯარისკაცი“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Все погибшие воины на Донбассе в 2021 году: помним их имена“. Gazeta.ua (რუსული). 1 იანვარი, 2022. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)