ბახვა ჩიქობავა
ბახვა ჩიქობავა (დ. 3 ივნისი, 1967, სენაკი,[1] — გ. 19 მარტი, 2022, მარიუპოლი, უკრაინა[2]) — ქართველი ოფიცერი, მოხალისე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. დაიღუპა ბრძოლაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.
2012 წლამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს).[3] მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში (1992-1993) და 2008 წლის აგვისტოს ომში. 2007 წელს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დამნაშავეებთან შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა[4] და დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის ორდენით.[5] 2012 წელს იყო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი. 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გარკვეული ხნით დაკავებული იყო „დანაშაულის შეუტყობინებლობის“ ბრალდებით.[6] 2014 წლიდან მოხალისედ იმყოფებოდა უკრაინაში. მონაწილეობა მიიღო ბატალიონ „აზოვის“ ჩამოყალიბებაში და მომდევნო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბატალიონის ახალი რეკრუტების წვრთნას. დაიღუპა რუსეთის ჯარების ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმების დროს, 2022 წლის 19 მარტს.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ბახვა ჩიქობავა დაარქივებული 2022-05-11 საიტზე Wayback Machine. . საჯარო სამსახურის ბიურო, 2012.
- ↑ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. Civil.ge. 21 მარტი, 2022.
- ↑ 3.0 3.1 "შეუმჩნეველ ადგილას არის დამალული" - რატომ ვერ ხერხდება უკრაინაში დაღუპული ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება. რადიო თავისუფლება. მარტი 25, 2022.
- ↑ Грузино-абхазский конфликт: противостояние продолжается. Радио Свобода. 18 октября 2007 (რუსულ ენაზე).
- ↑ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. saakashviliarchive.info. 31 ოქტომბერი, 2007.
- ↑ შსს–მ კუდ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა. NETGAZETI.GE. 5 დეკემბერი, 2012.