რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბირო
რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბირო[1] (რუს. Государственная дума Российской империи I созыва; 27 აპრილი (10 მაისი) — 9 (22) ივლისი, 1906, თავრიდის სასახლე, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს რიგით პირველი მოწვევა. წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის თვითმპყრობელობიდან საპარლამენტო მონარქიაზე გადასვლის მცდელობას, რომელიც განპირობებული იყო ქვეყანაში გახშირებული საპროტესტო გამოსვლების გასანეიტრალებლად. სახელმწიფო სათათბიროში არჩეული იყო 499 დეპუტატი (524 საარჩევნო ოლქიდან)[2]. I მოწვევის სათათბირომ თავისი ხანმოკლე დროის მანძილზე ჩაატარა 39 სხდომა (1 სესია) და იარსება 72 დღე, რის შემდეგადაც იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ აღნიშნული მოწვევა დაითხოვა, როგორც არაქმედითუნარიანი.
რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო | |
---|---|
I მოწვევის სათათბირო | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ქვედა პალატა |
ხელმძღვანელები | |
თავმჯდომარე | ს. მურომცევი |
სტრუქტურა | |
წევრები | 499 არჩეული წევრი |
პოლიტიკური ჯგუფები |
სახალხო თავისუფლების პარტია (161) მშრომელთა ჯგუფი (97) რსდმპ (17) დემოკრატული რეფორმების პარტია (14) ზომიერთა ჯგუფი (31) უპარტიო (67) ავტონომისტები: პოლონური კოლო (32) ესტონური ჯგუფი (5) ლატვიური ჯგუფი (6) დასავლეთის განაპირა ჯგუფი (20) ლიტვიელი დეპუტატები (7) არაა მითითებული (42) |
სხდომების ადგილი | |
თავრიდის სასახლე |
ისტორია
რედაქტირება1905 წლის ოქტომბრის პოლიტიკურმა გაფიცვამ აიძულა იმპერატორი ნიკოლოზ II გამოქვეყნებინა 17 ოქტომბრის მანიფესტი, რომელშიც დაპირება იყო სახელმწიფო სათათბიროს მოწვევის თაობაზე. 1905 წლის 6 (19) აგვისტოს რუსეთის სათათბიროს უფლებამოსილება და მისი ადგილი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში განისაზღვრა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მანიფესტით[3], რომელიც შემუშავებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ა. ბულიგინის მიერ. თავდაპირველად სახელმწიფო სათათბიროს ენიჭებოდა არა საკანონმდებლო, არამედ სათათბირო უფლებამოსილება, თანაც შეზღუდული უფლებებით. იგი უნდა არჩეულიყო შეზღუდული კატეგორიის პირთა მიერ: უძრავი ქონების მსხვილი მესაკუთრეები, გადასახადების მსხვილი გადამხდელები, შეძლებული გლეხები და სხვები. აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა მრავალრიცხოვანი მანიფესტაციები, შეტაკებები, რის საფუძველზეც აუცილებელი გახდა რუსეთის სათათბიროს ფორმირებისა და მუშაობის ახალი პრინციპების შემუშავება.
1905 წლის 17 (31) ოქტომბერს გამოიცა ახალი მანიფესტი სახელწოდებით „სახელმწიფო წესრიგის სრულყოფის თაობაზე“, რომლითაც მოხდა სათათბიროს უფლებამოსილების კორექტირება და მისთვის საკანონმდებლო ფუნქციების მინიჭება[4].
1906 წლის 20 თებერვალს (5 მარტი) სათათბიროს უფლებამოსილება საბოლოოდ განისაზღვრა[5]. სათათბირო ირჩეოდა ხუთი წლით, მაგრამ იმპერატორი იტოვებდა მისი ვადაზე ადრე დათხოვნის უფლებას. სათათბიროს წევრებიდან ხდებოდა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარისა და მისი ამხანაგების არჩევა ერთი წლით, ხოლო მდივნისა და მისი ამხანაგების — ხუთი წლის ვადით.
სათათბიროს შეეძლო მთავრობის მიერ მირებული კანონების მიღება, ასევე დაემტკიცებინა სახელმწიფო ბიუჯეტი. სესიებს შორის იმპერატორს ჰქონდა უფლება კანონების მიღებისა, რომელიც ასევე ექვემდებარებოდა სათათბიროს მიერ დამტკიცებას. სახელმწიფო სათათბირო იყო პარლამენტის ქვედა პალატა, რომლის გადაწყვეტილებები შეიძლება გაუქმებულიყო ან დამტკიცებულიყო პარლამენტის ზედა პალატის — სახელმწიფო საბჭოს მიერ.
მთელი აღმასრულებელი ძალაუფლება კვლავინდებურად იმპერატორის ხელში რჩებოდა. ის მეთაურობდა შეიარაღებულ ძალებს, განსაზღვრავდა შიდა პოლიტიკას, წყვეტდა ომისა თუ მშვიდობის, ასევე საგანგებო თუ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მთელი იმპერიის ტერიტორიაზე.
არჩევნები
რედაქტირება1905 წლის 11 (24) დეკემბრის ახალი საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე[6], რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობდა 1906 წლის 26 მარტიდან — 20 აპრილამდე. არჩევნებში არ მონაწილეობდნენ ბოლშევიკები. 524 საარჩევნო ოლქიდან არჩეული იქნა 500 დეპუტატი (არჩევნები გადაიდო ოლქებში: ციმბირი — 9, დაღესტანი — 2, სედლეცკის გუბერნია — 1, შუა აზია — 12), საიდანაც ერთმა (ხერსონის გუბერნიიდან ვ. გ. ლეონოვმა) სესიების დაწყებამდე საკუთარი ნებით დატოვა თავისი მანდატი. 499 დეპუტატიდან სათათბიროს მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული 493 დეპუტატი (6 დეპუტატმა ვერ მოასწრო სანკტ-პეტერბურში ჩამოსვლა სათათბიროს დათხოვნამდე). მოგვიანებით დეპუტატთა რიგს გამოაკლდა ჯერ ერთი (1906 წლის 16 მაისს გარდაიცვალა ციმბირის დეპუტატი ა. პ. ანდრეიანოვი), შემდეგ კი 1906 წლის 20 იანვარს ტამბოვის გუბრნიის 11 დეპუტატს შეუჩერდა დეპუტატობის მანდატი[7].
რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბირო (499 დეპუტატი) პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
- სახალხო თავისუფლების პარტია — 161;
- მშრომელთა ჯგუფი — 97,
- რსდმპ — 17,
- დემოკრატული რეფორმების პარტია — 14;
- ზომიერთა ჯგუფი — 31;
- უპარტიო — 67;
- ავტონომისტები:
- პოლონური კოლო — 32,
- ესტონური ჯგუფი — 5,
- ლატვიური ჯგუფი — 6,
- დასავლეთის განაპირა ჯგუფი — 20,
- ლიტვიელი დეპუტატები — 7.
- არაა მითითებული — 42.
ამიერკავკასიის დეპუტატების სია
რედაქტირებარუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში კავკასია და ამიერკავკისია წამოდგენილი იყო 29 დეპუტატით[7].
# | გუბერნია/ოლქი/ოკრუგი | სახელი, გვარი |
---|---|---|
1 | ბაქოს გუბერნია, ქ. ბაქო | ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი |
2 | ბაქოს გუბერნია | მამედთაღი ალიევი |
3 | ბაქოს გუბერნია | ასადულა-ბეგ მურდახანოვი |
4 | ბათუმის ოლქი და სოხუმის ოკრუგი | პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძე |
5 | დაღესტნის ოლქი | ვერ მოესწრო არჩევა |
6 | ზაქათალის ოკრუგი | ვერ მოესწრო არჩევა |
7 | ელიზავეტპოლის გუბერნია | აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი |
8 | ელიზავეტპოლის გუბერნია | ქრისტოფორ ივანეს ძე ბაჰათურიან |
9 | ელიზავეტპოლის გუბერნია | ისმაილ-ხან-აბდულფატ-ხან-ოღლი ზიატხანოვი |
10 | ყარსის ოლქი | ზაქარია-ბექ შარიფ-ბექ აჭარსკი |
11 | ყუბანის ოლქი | კონდრატ ლუკას ძე ბარდიჟი |
12 | ყუბანის ოლქი | პიოტრ ანდრიას ძე გრიშაი |
13 | ყუბანის ოლქი | ვასილი კონსტანტინეს ძე კონსტანტინოვი |
14 | ყუბანის ოლქი | ნიკიფორ გრიგორის ძე კოჩევსკი |
15 | ყუბანის ოლქი | ვიქტორ ეგნატეს ძე ლუნინი |
16 | ყუბანის ოლქი | ნიკიფორ ივანეს ძე მორევი |
17 | ქუთაისის გუბერნია | ივანე გედევანის ძე გომართელი |
18 | ქუთაისის გუბერნია | სერგი დავითის ძე ჯაფარიძე |
19 | ქუთაისის გუბერნია | ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი |
20 | თერგის ოლქი | პიოტრ პეტრეს ძე დემიროვი |
21 | თერგის ოლქი | ანტონ პეტრეს ძე მასლოვი |
22 | თერგის ოლქი | ტაშტემირ ელჯურკას ძე ელდარხანოვი |
23 | ტფილისის გუბერნია, ქ. ტფილისი | ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია |
24 | ტფილისის გუბერნია | არტემი გაბრიელის ძე აივაზოვი |
25 | ტფილისის გუბერნია | იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი |
26 | ტფილისის გუბერნია | სიმონ ნიკოლოზის ძე წერეთელი |
27 | ერევნის გუბერნია | კეგამ მარკარის ძე ტერ-პეტროსიანი |
28 | ერევნის გუბერნია | ლევონ ფილიპეს ძე თუმანიანი |
29 | ერევნის გუბერნია | აგა-ხან აბას-კული ხან ოღლი ერივანსკი |
სხდომები
რედაქტირებაპირველი სხდომა გაიმართა 1906 წლის 27 აპრილს (10 მაისი) სანკტ-პეტერბურგის თავრიდის სასახლეში. სხდომის გახსნას წინ უძღოდა ნიკოლოზ II-ის მისასალმებელი სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა ზამთრის სასახლეში. იმპერატორის მიმართვის შემდეგ სხდომა გახსნა სტატს-მდივანმა ე. ფრიშმა, რომელიც თავის მხრივ მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
სხდომაზე აირჩიეს სახელმწიფო სათათბიროს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, კადეტი ს. მურომცევი.
შემდეგ სხდომაზე სიტყვით გაოვიდა ი. პეტრუნკევიცი. გამოსვლისისას მან ილაპარაკა თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებზე და მოითხოვა მათი განთავისუფლება.
მეორე სხდომა გაიმართა 29 აპრილს. ამ დღეს საბოლოოდ ფორმირდა სათათბიროს პრეზიდიუმი:
- სახელმწიფო სათათბიროს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ამხანაგები: პეტრე დოლგორუკოვი და ნიკოლოზ გრედესკული;
- სახელმწიფო სათათბიროს პრეზიდიუმის მდივანი — დიმიტრი შახოვსკი;
- სახელმწიფო სათათბიროს პრეზიდიუმის მდივნის ამხანაგები: გრიგორი შაპოშნიკოვი, თევდორე კოკოშკინი, სემიონ რიჟკოვი, გაბრიელ შერშენევიჩი და შჩენსნი პონიატოვსკი.
აირჩიეს სამანდატო კომისია 19 წევრის შემადგენლობთ. სამანდატო კომისიამ 29, 30 აპრილსა და 2, 3, 4, 5, მაისს განხილულ იქნა დაპუტატების მანდატების შესაბამისობა.
12-13 მაისს განიხილეს სიკვდილით დასჯის გაუქმება, 15 მაისს — შიმშილი ქვეყანაში, 16, 18, 23, 26, 27, 30 მაისს და 2, 5 ივნისს — მიწის საკითხი, 8 ივნისს — ქალთა უფლებები, 22, 26, 27 ივნისი — ბელოსტოკის დარბევა.
სახელმწიფო სათათბიროს I მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა 7 (20) ივლისს. სხდომაზე განიხილეს ბელოსტოკის დარბევა. ხოლო დასრულდა საღამოს 7 საათსა და 50 წუთზე.
8 ივლისს გამოქვეყნდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დადგენილება სათათბიროს გაწვევისა და ახალი სათათბიროს 1907 წლის 20 თებერვალს მოწვევის თაობაზე.
სათათბიროს პირველმა მოწვევამ სულ ჩაატარა 39 სესია და იმუშავა მხოლოდ 72 დღე.
სათათბიროს დათხოვნა
რედაქტირება8 ივნისს სათათბიროს სხდომაზე გამოვიდა დეპუტატი ს. ურუსოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის ბედი კვლავინდებურად წყდებოდა მეფის ხელისუფლების მიერ და არა არჩეული ხალხის მიერ. 8 (21) ივლისს სამეფო ხელისუფლებამ იმ მოტივით, რომ სათათბირო საზოგადოებაზე ართუ დადებითად არამედ პირიქით მოქმედებდა — დაითხოვა. 9 ივლისს დეპუტატებს დილით მისულებს სიახლე სათათბიროს სხდომის თავრიდის სასახლის კარზე დახვდათ. 9 (22)-10 (23) ივლისს ვიბორგში 200-მდე სათათბიროს დეპუტატმა შეადგინა ვიბორგის მოწოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Аврех А. Я., Грунт А. Я. Государственная дума // Советская историческая энциклопедия: В т.: т. 4: Г-Д / Редкол.: Жуков Е. М. (гл. ред.) и другие. — М.: Советская энциклопедия, 1963. — С. 610—619;
- Алескеров Ф. Т., Кравченко А. С. Распределение влияния фракций в Государственный думах Российской империи (1906—1917): Препринт WP7/2005/03. — М.: ГУ ВШЭ, 2005. — 20 с (в сети)
- Бонч-Осмоловский И. (сост.). Работы Первой Государственной Думы. Издание Санкт-Петербургского комитета Трудовой Группы. Ред. С. И. Бондарев. СПб.: Типогр. Т-ва «Дело». 1906. С. 492.
- Витенберг Б. М. Государственная дума // Отечественная история: энциклопедия: В 5 т.: т.1: А-Д / Редкол.: В. Л. Янин (гл. ред.)и другие. — М.: Большая Российская энциклопедия, 1994. — С. 611—612;
- Думский сборник. I. Государственная дума первого созыва (27 апреля-8 июля 1906 года). Бесплатное приложение к газете «Товарищ» Санкт-Петербург. 1906.
- Езерский Н. Ф. Государственная Дума первого созыва. — Пенза, 1907. — 203 с.
- Малышева О. Г. Государственная дума // Энциклопедия государственного управления в России: В 4 т. / Под общ. ред. В. К. Егорова. Отв. ред. И. Н. Барциц / Том I. А-Е. Отв. ред. И. Н. Барциц. — М.: Изд-во РАГС, 2004. — С. 209—211.
- Первая Государственная дума (на сайте «Томское краеведение»)
- Первая Государственная Дума. Алфавитный список и подробные биографии и характеристики членов Государственной Думы. — М.: Тип. Товарищества И. Д. Сытина, 1906. — 159 с.
- Государственная Дума первого призыва. Портреты, краткие биографии и характеристики депутатов. — Москва: книгоздательство «Возрождение», 1906.
- Государственная дума Российской империи в энциклопедии «Кругосвет»
- Митрохина Н. В. История Первой Государственной Думы Российской империи // История государства и права. — 2000. — № 2. — С. 29 — 36.
- Состав сибирских депутатов первой Государственной думы
- Выборы в I-IV Государственные Думы Российской империи (Воспоминания современников. Материалы и документы.) / ЦИК РФ. Под ред. А. В. Иванченко. — М., 2008. — 860 с.
- Кирьянов И. К. Российские парламентарии начала XX века: новые политики в новом политическом пространстве / Диссертация на соискание степ. д. и. н. На правах рукописи. — Пермь, 2009. — 537 с. (недоступная ссылка) (недоступная ссылка)
- Герье В. Первая русская государственная дума. Политические воззрения и тактика её членов. — М.: Т-во «Печатня С.П.Яковлева», 1906. — 120 с. Архивная копия от 24 марта 2012 на Wayback Machine (недоступная ссылка)
- «Дума народного гнева». Избранные места из речей, произнесенных в первой русской Думе / Сост. М. Гурлянд. — СПб.: Тип. «Освобождение», 1907. — 148 с. (недоступная ссылка)
- «А судьбы были такие разные…». Саратовцы в Государственной думе Российской Империи I созыва (недоступная ссылка) (недоступная ссылка)
- Первая государственная дума — Лекция на сайте ПостНаука Кирилла Соловьева, доктора исторических наук, ведущего научного сотрудника Института российской истории РАН. (также на радиостанции «Маяк» [1], [2])
- Владимир Абаринов. Оппозиция Его Величества // «Радио Свобода», 21.07.2016
- Социал-демократические фракции I и II Государственных дум: протоколы фракционных заседаний и материалы. 1906—1907 гг. Автор(ы): Савельев П. Ю. Год издания: 2020 ISBN 978-5-8243-2373-3
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პაიჭაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 250.
- ↑ Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) первый созыв, М., 1906
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. XXV, указ 26656, ст. 637
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. XXV, указ 26803, ст. 754
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. XXVI, указ 27424, ст. 150
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. XXV, указ 27029, ст. 877
- ↑ 7.0 7.1 Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907