როდოსის ალყა (1522)

როდოსის ალყა (1522)

იანიჩრების შტურმი როდოსის ციხეზე, XVI საუკუნის ოსმალური მინიატურა
თარიღი 1522 წლის 26 ივნისი22 დეკემბერი
მდებარეობა როდოსი
შედეგი ოსმალებმა ხელთ იგდეს როდოსი, რამაც ხელი შეუწყო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ვაჭრობის განვითარებას.
მხარეები
ოსმალეთის იმპერია ჰოსპიტალიერები

ვენეციის რესპუბლიკა

მეთაურები
სულეიმან I

ჩობანი მუსტაფა ფაშა

ქურთოღლუ მუსლიჰიდინ რეისი

ფილიპ ვილიერ დე ლ'ისლე-ადამი
ძალები
50000 – 70000 ქვეითი, 400 გემი, 72 მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები 6703 ქვეითი (აქედან 703 ჰოსპიტალიერთა ორდენიდან)
დანაკარგები
20000-60000 დაღუპული, თუმცა, ზოგიერთი ქრისტიანული წყაროს მიხედვით, მათი რიცხვი 100000-ს აჭარბებდა. 5020 დაღუპული
როდოსის ალყა ვიკისაწყობში

როდოსის ალყა (1522) 一 ოსმალეთის იმპერიის მეორე და საბოლოოდ წარმატებული მცდელობა, განედევნა ჰოსპიტალიერთა სამხედრო ორდენის რაინდები როდოსის ციხესიმაგრედან, რითაც თურქებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო მთლიანად კონტროლქვეშ მოაქციეს. პირველი ალყა, რომელიც 1480 წელს გაიმართა, წარუმატებელი აღმოჩნდა. შეტევა ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და, მიუხედავად რაინდთა ძლიერი თავდაცვისა, ოსმალთა არმიამ, ძლიერი არტილერიის წყალობით, მაინც მოახერხა ციხის კედლის განგრევა.

როდოსის ალყის დაწყებამდე, კუნძულ როდოსს ორასზე მეტი წლის განმავლობაში ჰოსპიტალიერები ფლობდნენ 一 აქ ისინი 1309 წელს დასახლდნენ, მას შემდეგ, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ქრისტიანები საბოლოოდ განიდევნენ. რაინდთა მთავარ სამხედრო მოწინააღმდეგედ ორი ძალა არსებობდა ზღვის მიმდებარედ 一 ბარბაროსი მეკობრეები, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ და ოსმალები, რომლებიც იმ დროს აწარმოებდნენ აგრესიულ დამპყრობლურ პოლიტიკას ხმელთაშუა ზღვაში. XV საუკუნეში ოსმალებმა წამოიწყეს ორი დიდი კამპანია კუნძულზე განსახლებული რანდთა ორდენის წინააღმდეგ 一 1444 და 1480 წლებში 一 თუმცა ორივე წარუმატებლად.  

XVI საუკუნის დასაწყისში ახლო აღმოსავლეთში განახლდა მწვავე კონფლიქტი ოსმალებსა და სეფიანებს შორის, უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც შაჰ ისმაილ I-მა ერაყი დაიპყრო და ოსმალეთთან საერთო საზღვარი გაიჩინა. საყოველთაოდ ცნობილი იყო იმ დროს არსებული რელიგიური შეუმწყნარებლობა შიიტ ისმაილისა და სუნიტ სელიმ I-ის მხრიდან.[1] მალევე, შაჰ ისმაილი აცნობიერებს, რომ შეტაკება გარდაუვლად მოხდება, ამიტომ მან მოკავშირეობის მიზნით ჰიოსპიტალიერებს მიმართა. მსგავსი წინადადება ჰოსპიტალიერებს გაუგზავნა ეგვიპტის სულთანმა.

მიუხედავად დიდი მზადებისა, სელიმმა მაინც დაასწრო მეტოქეებს შეტევაზე გადასვლა და 1514 წელს ოსმალეთის არმიამ ჩალდირანთან სპარსეთის არმია დაამარცხა. ოსმალები თავრიზში შევიდნენ, შემდეგ კი დაიპყრეს სირია და ქურთისტანი, ხოლო 1517 წელს დაასრულეს ეგვიპტის ანექსია. აღმოსავლეთში წარმოებული ტრიუმფალური გამარჯვებების შემდეგ დაიწყო მზადება როდოსელთა წინააღმდეგ ომისთვის, თუმცა მალევე შეწყდა, რადგან სელიმი გარდაიცვალა.

სელიმის ვაჟმა, სულეიმან დიდებულმა, დროებით შეცვალა მამის გეგმები: 1521 წელს მან მოაწყო ლაშქრობა ავტრია-უნგრეთის წინააღმდეგ, ბელგრადის დასაპყრობად. შედეგად, სულთანმა როდოსში შეჭრა მომდევნო წლისთვის გადადო.[2] მიუხედავად მამის პრინციპების „ღალატისა“, ეს სულაც არ აღმოჩნდა წამგებიანი იმპერიის ინტერესებისთვის 一 ისეთ გიგანტურ ევროპულ სახელმწიფოებს, როგორებიც არიან საფრანგეთი, ესპანეთი და საღვთო რომის იმპერია, არ შეეძლოთ ვენეციის სამეფოსთვის სამხედრო დახმარება გაეწიათ და ვერ უზრუნველყვეს ჰოსპიტალიერები თავდასაცავად.

 
ჰოსპიტალიერთა ქვემეხი ლათინური და ოსმალური არაბული წარწერით. ლათინურ წარწერაში წერია: TURIS S NICOLAI PRO DEFESOR, ანუ "წმინდა ნიკოლოზის ციხის დაცვისთვის".

ძალთა ბალანსი

რედაქტირება
 
ფილიპ დე ლ'ილ-ადამი 一 როდოსელთა არმიის მეთაური

ალყის დაწყებამდე როდოსზე დაახლოებით 300 ორდენის რაინდი და ამდენივე თანამგზავრი იყრიდა თავს. გარდა ამისა, ციხის დაცვაში მონაწილეობდა 5000-კაციანი როდოსელ ბერძენთა ბრიგადა და კრეტაზე აყვანილი 500-მდე ჯარისკაცი.[3] ამრიგად, როდოსის თავდაცვით ძალებში სულ რაღაც 6-7 ათასი ჯარისკაცი შედიოდა. როდოსის ციხე, რომელმაც იქამდე ორ ალყას გაუძლო, რესტავრირდა და კვლავ გამაგრდა 1520 წელს. თავიდან, როდოსი გადაკეტა ოსმალეთის ფლოტის 280-მა ხომალდმა, რომელთა რაოდენობაც ალყის დროს 400 ერთეულამდე გაიზარდა. სულთნის ჯარი, რომლის ამალაც გაცილებით აღემატებოდა ქრისტიანთა ძალებს, საკმაოდ მალე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე 一 26 ივნისს ჩამოვიდა 10000-კაციანი არმია მუსტაფა ფაშას მეთაურობით, რომელთაც ორ თვეში უკვე მთავარი ძალები და თავად სულეიმან დიდი შეუერთდა.[4] მთლიანობაში, თურქთა 100000-მდე არმია მონაწილეობდა ალყის აღებაში, მათგან 10000-ზე მეტი იანიჩარი იყო, აგრეთვე, აღსანიშნავია თურქული არტილერია, რომელიც იმ დროს საკმაოდ ძლიერი იყო.

 
როდოსის ციხის ნანგრევები

ივნისი-სექტემბერი

რედაქტირება

ძირითადი თურქული ძალების მოსვლამდე თავდასხმითი ოპერაცია ნელა მიმდინარეობდა. ოსმალი ინჟინრები დაკავებულნი იყვნენ ციხის დაბომბვისა და შტურმისთვის საჭირო თიხის მომზადებაში. თუმცა, როდესაც ოსმალებმა იარაღის პარაპეტებზე დაყენება დაიწყეს, როდოსელებმა მთლიანად გაანადგურეს მათი პოზიცია, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა არტილერიას.[5] მიუხედავად ამისა, მწვავე შეტევები ჰოსპიტალიერებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ამ ყველაფერმა აიძულა სულეიმანი, თავადაც ჩართულიყო ამ ომში, თუმცა მასზე დიდი გავლენა თავად სახელმწიფო პირების ჩართვამაც იქონია.[6][7] 1522 წლის 28 ივლისს სულთანი და მისი ჯარი როდოსისკენ გაემართნენ.

უკვე აგვისტოდან დაიწყო როდოსის ციხის მუდმივი საარტილერიო დაბომბვა. ოსმალებმა შეძლეს წმინდა იოანეს ეკლესიის სამრეკლოს დანგრევა, რომლიდანაც შესანიშნავი ხედი იშლებოდა მათი ბანაკისაკენ. ამის შემდეგ ჩაერთო ე.წ. მიწისქვეშა ომიც 一 სექტემბრის დასაწყისში თურქმა მეფურნეებმა ჩამოაგდეს ინგლისური ბასტიონი. ეს იყო სიგნალი ტაქტიის შეცვლის შესახებ: ალყაში მოქცეულებმა ორი თავდასხმითი ოპერაციის წარმოება სცადეს (13 და 17 სექტემბერს), თუმცა ორივე მათგანი თურქებს დიდი დანაკარგის სანაცვლოდ შეეჩერებინათ. მიუხედავად ამისა, 24 სექტემბერს განხორციელდა ერთობლივი შტურმი ციხეზე, რომელშიც იანიცრები მონაწილეობდნენ.

24 სექტემბრის დილას, თურქებმა როდოსის კედლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც შეტევაში ოსმალური ქვეითი ჯარის კოლონები და არტილერიები ჩაერთნენ. თურქებმა ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ინგლისურ ბასტიონს მიაყენეს, რომელშიც ჰოსპიტალიერთა მეთაური, ფილიპ დე ლ'ისლე-ადამი იმაგრებდა თავს. როგორც კი ოსმალებს შანსი გაუჩნდათ, მათ ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით. ჰოსპიტალიერები თითქმის დანებებას აპირებდნენ და რაინდებმა უკან დაიხიეს, ისინი ციხის შიდა ნაწილში შეიხიზნენ და ქვემოთ მყოფ თურქებზე განაგრძეს ქვემეხებით თავდასხმა. ეს კვლავაც რამდენჯერმე განმეორდა. თურქების შეტევა ჩაიშალა და ციხეზე განხორციელებული რიგით მესამე იერიში წარუმატებლად დამთავრდა.

ოქტომბერი-დეკემბერი

რედაქტირება

სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სულეიმანმა და მუსტაფა ფაშამ მიატოვეს საბრძოლო ოპერაცია. ამის შემდეგ კვლავ ამოქმედდა ე.წ. მიწითი თავდასხმები 一 22 ნოემბერს, გვირაბში დამონტაჟებული ნაღმის დახმარებით, თურქებმა მოახერხეს კასტილიური ბასტიონის აფეთქება. ერთი კვირის შემდეგ სულთანმა ახალი თავდასხმის ბრძანება გასცა. მიუხედავად ციხესიმაგრის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილის დაზიანებისა და მცველთა დაღლილობისა, როდოსელებმა მაინც შეაჩერეს ეს შეტევა. მაგრამ მალე თურქებმა შეძლეს როდოსის ციხის გარე კედლების აღება. ამან, სამხედრო თვალსაზრისით, ციხის მცველები რთულ ვითარებაში ჩააგდო. ციხეში შიდა არეულობა დაიწყო.

27 ოქტომბერს გამოვლინდა ორდენის დიდი კანცლერის, ანდრე დ’ამალარის ღალატი, რომელიც ციხეში თურქების ფარულად შეშვებას გეგმავდა. 5 ნოემბერს დ’ამალარი სიკვდილით დასაჯეს.

გარდა ამისა, უკმაყოფილების ტალღა წამოვიდა როდოსის მშვიდობიანი მოსახლეობისგანაც. თურქები ქვემეხებში ტყვიასთან ერთად თან ატანდნენ წერილებს, რომელშიც ეწერა, რომ დათმობის შემთხვევაში ისინი ციხეში მყოფ ყველა ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. თუმცა, ეს წინადადება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ძლიერი ქარიშხარი ამოვარდა 一 ამჯერად, ოსმალები მშვიდობაინი მოსახლეობის დახოცვით იმუქრებოდნენ. საფრთხემ გავლენა მოახდინა ბერძნებზე: კერ მიტროპოლიტმა, შემდეგ კი როდოსის გამოჩენილმა ფიგურებმა, მეთაურს კაპიტულაციის მოთხოვნით მიმართეს. ციხის შიდა გალავანში არსებულმა აჯანყების საფრთხემ და მატერიალური რესურსების ამოწურვამ აიძულა ჰოსპიტალიერების ხელმძღვანელობა, ოსმალებთან მშვიდობის დამყარებაზე ეფიქრათ.

11-13 დეკემბრის მოლაპარაკებებს არაფერი მოჰყოლია. 17 დეკემბერს ოსმალეთის არმიამ მორიგი შეტევა წამოიწყო როდოსის ციხის საბოლოოდ ასაღებად. ამ თითქმის უკანასკნელმა შეტევამ გამარჯვება არცერთ მხარეს არ მოუტანა, მიუხედავად ამისა, ციხის თავდაცვითი შესაძლებლობები თითქმის ამოწურული იყო.

დასასრული

რედაქტირება

თავდასხმის დასრულების შემდეგ, როცა ამჯერად ოსმალებმა პირვანდელი შტურმის მოწყობის სტრატეგიას მიმართეს, დე ლ'ისლე-ადამმა ბრძანა ციხეზე თეთრი დროშა აღემართათ. თურქები, რომლებმაც ექვსთვიანი ალყის მანძილზე დიდი დანაკარგი განიცადეს, სიამოვნებით დათანხმდნენ მოლაპარაკების ახალ რაუნდს. 20 დეკემბერს აჰმედ ფაშამ ოფიციალურად ჩაიბარა დაცემული ციხე.

მიცემული პირობის თანახმად, გადარჩენილ მეომრებსა და ადგილობრივ ბერძნებს თავისუფლად შეეძლოთ დაეტოვებინათ კუნძული, თან წაეღოთ საეკლესიო აღჭურვილობა, არტილერია, რელიქვიები და ა.შ. როდოსის ციხე და თავად როდოსის კუნძულიც ოსმალთა ხელში გადავიდა.

1523 წლის 1 იანვარს დანარჩენმა მეციხოვნეება სამი გალეითა და 30 პატარა გემით სამუდამოდ დატოვეს როდოსი.

შედეგები

რედაქტირება

ამ ექვსთვიანი შეტაკების შემდეგ წმინდა იოანეს ორდენმა დაკარგა საკუთარი ბაზა. როდოსის ნავსადგურიდან ჰოსპიტალიერთა ფლოტი გაემგზავრა კანდიაში, შემდეგ კი მესინაში. რამდენიმე წლის განმავლობაში რაინდებს იტალიის ტერიტორიაზე მიმოსვლა უწევდათ, რომელთაც პაპი კლემენტ VII მფარველობდა.

საღვთო რომის იმპერიის მონარქმა, კარლ V-მ როდოსის დაცემასთან დაკავშირებით თქვა: „არასოდეს, არცერთი ბრძოლა ასეთი ღირსებით არ წაგებულა“.[8] კარლ V მალევე შეხვდა დე ლ'ისლე-ადამს, რომელიც მენორკას ჰოსპიტალიერთათვის გადაცემაზე შეეხევწა, თუმცა მეფისგან უარი მიიღო. თუმცა, პაპის ჩარევით, კარლმა მათ გადასცა მალტა, გოზო და ტრიპოლის ნავსადგური, რომელიც ცოტა ხნის წინ ესპანელებს დაეპყროთ. ჰოსპიტალიერები მალტაში დასახლდნენ როდოსის ჩაბარებიდან 7 წლის შემდეგ.

როდოსის კაპიტულაციასთან ერთად, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაეცა ქრისტიანული სამყაროს კიდევ ერთი საყრდენი წერტილი, რომელიც XVI საუკუნეში გადაიქცა ოსმალეთის იმპერიის შიდა ზღვად. კუნძულიდან ჰოსპიტალერთა განდევნამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საზღვაო კომუნიკაციას სტამბოლსა და ჩრდილოეთ აფრიკასის, ასევე ლევანტის ახლად შეძენილ ტერიტორიებს შორის.

კულტურაში

რედაქტირება
  • 1656 წელს ინგლისელმა უილიამ დევენანტმა დაწერა ოპერა სახელწოდებით 一 როდოსის ალყა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ирмияева Т. История мусульманского мира от Халифата до Блистательной Порты
  2. (2010) The Fortress of Rhodes 1309–1522. Osprey Publishing. ISBN 978-1-84603-930-0. 
  3. Faroqhi (2006), p. 22
  4. YUSUF KÜÇÜKDAĞ. PÎRÎ MEHMED PAŞA. İslâm Ansiklopedisi. ციტირების თარიღი: 1 September 2021
  5. (2010) The Fortress of Rhodes 1309–1522. Osprey Publishing. ISBN 978-1-84603-930-0. 
  6. Tolga Uslubaş, Yılmaz Keskin (2007). Alfabetik Osmanlı tarihi ansiklopedisi. Karma Kitaplar, გვ. 482. ISBN 9789944321501. „During the reign of Yavuz and Kanuni, Piri Mehmet Pasha, who defended the need for the capture of Rhodes“ 
  7. Altintop, Fatih (2021). Türklerin Tarihi. Fatih altıntop, გვ. 91. 
  8. 1048 to the present day.