ვიქტორ პელევინი

(გადამისამართდა გვერდიდან პელევინი, ვიქტორ)

ვიქტორ ოლეგის ძე პელევინი (რუს. Ви́ктор Оле́гович Пеле́вин; დ. 22 ნოემბერი, 1962, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი მწერალი, ავტორი რომანებისა „ომონ რა“, „ჩაპაევი და სიცარიელე“ და „Generation პ“. იგი არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, მათ შორისაა „მცირე ბუკერისა“ (1993) და „ეროვნული ბესტსელერის“ (2004) პრემიები. პელევინის წიგნები მრავალშრიანი პოსტმოდერნისტული ტექსტებია, რომლებიც პოპ-კულტურისა და ეზოთერული ფილოსოფიის ელემენტებს აერთიანებს, მათთვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრული ელემენტებია დამახასიათებელი.[10]

ვიქტორ პელევინი
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1962(1962-11-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (61 წლის) ან 22 სექტემბერი, 1962(1962-09-22)[8] (62 წლის)
დაბადების ადგილი მოსკოვი, სსრკ[9]
საქმიანობა მწერალი[9] , რომანისტი, სცენარისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი და მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჟანრი პროზა
საიტი pelevin.nov.ru

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1962 წლის 22 ნოემბერს, მოსკოვში. მისი დედა, ზინაიდა ეფრემოვა, ინგლისურის მასწავლებელი იყო, ხოლო მამა, ოლეგ პელევინი, ბაუმანის უნივერსიტეტის სამხედრო განყოფილებაში ასწავლიდა.[11]

1979 წელს პელევინმა დაამთავრა მოსკოვის საშუალო ინგლისური სკოლა, რომელიც ამჟამად კაპცოვის N1520 გიმნაზიის სახელითაა ცნობილი. სწავლა განაგრძნო მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში, მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც 1985 წელს ელექტრომექანიკის ინჟინერის ხარისხით დაამთავრა.[12] იმავე წლის აპრილში პელევინი ინსტიტუტში ელექტორნული ტრანსპორტის ინჟინრის თანამდებობაზე მიიღეს. იგი ასევე მსახურობდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში.[13]

პელევინი ხშირად მოგზაურობს აზიაში, ყოფილა ნეპალში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში.[14] იგი ჩართულია ბუდისტურ პრაქტიკაში, თუმცა საკუთარ თავს ბუდისტად არ მოიხსენიებს.[15] მწერალმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი გმირები ნარკოტიკებს იღებენ, თავად ნარკომანი არ არის, თუმცა ახალგაზრდობაში საკუთარ თავზე სცდიდა ნივთიერებებს, რომლებიც ცნობიერებას აფართოებს.[16]

არ ჰყავს ცოლი.[17] 2000 წლის მონაცემებით ცხოვრობდა მოსკოვში, ჩერტანოვოს რაიონში. სოციალურ ქსელებში არა აქვს პირადი გვერდები.[18]

ლიტერატურული კარიერა

რედაქტირება

1989 წელს პელევინი სწავლობდა გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც მიხაილ ლობანოვის შემოქმედებითი წერის ლექციებს ესწრებოდა.[17] 1991 წელს იგი სასწავლებლიდან გარიცხეს.

ლიტერატურის ინსტიტუტში პელევინმა ახალგაზრდა რომანისტი ალბერტ ეგაზაროვი და პოეტი ვიქტორ კულე გაიცნო. ეგაზაროვმა და ვიქტორ კულემ დააარსეს თავიანთი გამომცემლობა „ყორანი და მითი“, რომლისთვისაც პელევინმა, როგორც რედაქტორმა, მოამზადა ამერიკელი მწერლისა და მისტიკოსის, კარლოს კასტანედას სამტომეული.[17]

1989 წლიდან პელევინი მუშაობდა ჟურნალში „მეცნიერება და რელიგია“, სადაც ამზადებდა პუბლიკაციებს აღმოსავლურ მისტიციზმზე. ამავე წელს ამ ჟურნალში დაიბეჭდა პელევინის პირველი მოთხრობა „ჯადოქარი იგნატი და ადამიანები“.[19]

1992 წელს პელევინმა გამოაქვეყნა პირველი მოთხრობათა კრებული „ლურჯი ფარანი“,[20] რომელმაც ერთი წლის შემდეგ რუსული მცირე ბუკერის პრემია მიიღო. 1992 წელს გამოიცა მწერლის პირველი რომანი „ომონ რა“,[17] რომელმაც კრიტიკოსთა ყურადღება მიიპყრო და ბუკერის პრემიის ნომინაციაც მოიპოვა. 1993 წელს გამოქვეყნდა პელევინის მომდევნო რომანი „მწერების ცხოვრება.“[17] რომანს მოჰყვა ესე სათაურით „ჯონ ფაულზი და რუსული ლიბერალიზმის ტრაგედია“, რითაც ავტორმა მისი ნაწარმოებებისადმი მიმართულ კრიტიკას უპასუხა. 1993 წელს პელევინი რუსეთის ჟურნალისტების კავშირს შეუერთდა.

1996 წელს პელევინმა მონაწილეობა მიიღო აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამაში. იმავე წელს გამოქვეყნდა მისი მესამე რომანი „ჩაპაევი და სიცარიელე“, რომელსაც კრიტიკოსებმა „პირველი რუსული ძენ-ბუდისტური რომანი“ უწოდეს.[21] თავად ავტორმა მას უწოდა „პირველი რომანი, რომელშიც მოქმედება აბსოლუტურ ვაკუუმში ხდება“. 1997 წელს რომანმა მიიღო სტრანნიკის ჯილდო სამეცნიერო ფანსატიკისთვის, 2001 წელს კი საერთაშორისო დუბლინის პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა.[22]

1999 წელს გამოქვეყნდა პელევინის რომანი „Generation პ“, რომელმაც არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის რიჩარდ შონფელდის პრემია.

ლიტერატურათმცოდნეები პელევინის პოსტმოდერნულ და აბსურდულ სტილს აღნიშნავენ, რომელიც ბუდისტურ მოტივებს, ეზოთერულ ტრადიციებსა და სატირულ სამეცნიერო ფანტასტიკურ ელემენტებს მოიცავს. ავტორის წიგნები არაერთ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ჩინურ და იაპონურ ენებზე. 2009 წელს საიტზე OpenSpace.ru ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პელევინი რუსეთში ყველა გავლენიან ინტელექტუალად დასახელდა.

პელევინი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და ინტერნეტით კომუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას, ინტერვიუების მიცემისას კი უფრო მეტად აზროვნების ბუნებაზე საუბრობს, ვიდრე საკუთარ ნაწერებზე. ავტორის ეს ხასიათი არაერთი ჭორის საფუძველი გახდა. მაგალითად, გავრცელდა ვარაუდები, რომ მწერალი რეალურად არ არსებობს და პელევინი მწერალთა ჯგუფის, ან თუნდაც კომპიუტერის კოდური სახელია.

მწერალმა 2009 წლის შემდეგ შექმნილი ყველა თავისი ტექსტის ინტერნეტში არაკომერციული მიზნით გამოქვეყნების ნება გასცა.

სამწერლო სტილი

რედაქტირება

პელევინის პროზა, რომელიც რეალობის მითოლოგიზებულ და მრავალშრიან სურათს ქმნის, ფანტასტიკურისა და რეალურის, ისტორიულისა და გამონაგონის შერწყმითაა აგებული. პოსმოდერნისტული სულისკვეთებით გაჯერებულ ტექსტებში მრავლადაა ქარაგმული ციტატები, ალუზიები და სემანტიკური კლიშეები. მათში ბუდისტური სიმბოლიკა – ოკულტიზმის, ევროპული ფილოსოფია – მისტიციზმის, დიდაქტიკა – პაროდიის, თანამედროვე კულტურა კი არქაული ცნობიერების გვერდით გვხვდება.[10]

პელევინის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ჟანრების ელემენტების შერევა, მაგალითად, შეიძლება ეს იყოს სათავგადასავლო რომანი და იგავი, ზღაპარი და ანეკდოტი, ბროშურა და უტოპია.[10]

პელევინმა თავის ადრეულ გავლენად დაასახელა მიხეილ ბულგაკოვის რომანი „ოსტატი და მარგარიტა“. მან აღნიშნა:„მისი გავლენა მართლაც ფანტასტიკური იყო. [...] ეს წიგნი მთლიადან საბჭოთა სამყაროს მიღმა იყო.“ პელენივი თავს არიდებს სიის სახით იმ ავტორების ჩამოთვლას, რომელმაც გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე, რადგანაც თვლის, რომ „ერთადერთი რეალური რუსული ლიტერატურული ტრადიცია არის ის, რომ დაწერო კარგი წიგნები ისე, როგორც აქამდე არავის არ დაუწერია.“[23]

შემოქმედება

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება

მოთხრობები

რედაქტირება
  • 1990 — განდგომილი და ექვსთითა
  • 1991 — სახდაგეგმვის პრონცი
  • 1993 — ყვითელი ისარი
  • 1989 — ჯადოქარი იგნატი და ადამიანები
  • 1990 — შურისძიების იარაღი
  • 1990 — რეკონსტრუქტორი
  • 1991 — ცნობები ნეპალიდან
  • 1991 — ვერა პავლოვას მეცხრე სიზმარი
  • 1991 — მებულდოზერეს დღე
  • 1991 — მიტელშპილი
  • 1991 — ცისფერი ფარანი
  • 1992 — ნიკა
  • 1993 — ქვედა სამყაროს ზანზალაკი
  • 1993 — ზედა სამყაროს ზანზალაკი
  • 1993 — ზიგმუნდი კაფეში
  • 1993 — სახეობათა წარმოშობა
  • 1994 — ტარზანკა
  • 1995 — ფაფახები კოშკებზე
  • 1997 — ბერძნული ვარიანტი
  • 2001 — Time Out
  • 2003 — აკიკო
  • 2005 — Who by fire
  • 2008 — მკვლელი
  • 2010 — ოპერაცია «Burning Bush»

ქართულად თარგმნილია

რედაქტირება

ეკრანიზაცია

რედაქტირება
  • 2011 - «Generation П[32], რეჟისორი ვიქტორ გინზბურგი. ბიუჯეტი 7,5 მილიონი დოლარი.
  • 2015 - ბუდას ნეკა თითი, გერმანული ეკრანიზაცია რომანისა „ჩაპაევი და სიცარიელე“.

ჯილდოები და პრემიები

რედაქტირება
  • 1992: ბუკერის მცირე პრემია, კრებულისთვის „ცისფერი ფარანი“
  • 1997: სტრანნიკი-97, რომანისთვის „ჩაპაევი და სიცარიელე“
  • 2000: რიჰარდ შენფელდის პრემია, გერმანია, რომანისთვის «Generation P».
  • 2001: ნონინო-2011
  • 2003: აპოლონ გრიგორევის პრემია
  • 2004: ეროვნული ბესტსელერი
  • 2010: ეროვნული ლიტერატურული პრემია „დიდი წიგნი“, რომანისთვის t

გამოხმაურება

რედაქტირება

გარდა ბუდისტური მოტივებისა, კრიტიკოსები აღნიშნავენ პელევინის მიდრეკილებას პოსტმოდერნიზმისა და აბსურდიზმისკენ. ასევე მოიხსენიება ეზოთერული ტრადიციისა და სატირული სამეცნიერო ფანტასტიკის წარმომადგენელი მწერლების გავლენა.

პელევინის წიგნები თარგმნილია მსოფლიოს ძირითად ენებზე.

როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღნიშნავენ, პელევინი არ შედის რომელიმე ლიტერატურულ ჯგუფში, არ ჩნდება საზოგადოებაში, იშვიათად იძლევა ინტერვიუებს და ისიც ინტერნეტიდან. ამის გამო ამტკიცებენ, რომ ეს მწერალი საერთოდ არ არსებობს და მის მაგივრად წერს ავტორთა ჯგუფი ანდა კომპიუტერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rauch R. Encyclopædia Britannica
  2. NooSFere — 1999.
  3. filmportal.de — 2005.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Babelio — 2007.
  7. Munzinger Personen
  8. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 34–37. — ISBN 5-94848-307-X
  9. 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #120925354 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. 10.0 10.1 10.2 ПЕЛЕВИН • Большая российская энциклопедия - электронная версия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 8 March 2021
  11. Виктор Пелевин: "Снимаюсь только 30 секунд и в очках!" (22 November 2012). ციტირების თარიღი: 8 March 2021
  12. Виктор Олегович Пелевин. Биографическая справка ru (2009). ციტირების თარიღი: 8 March 2021
  13. Виктор Пелевин: Оргазмы человека и государства совпадают! (2 September 2003). ციტირების თარიღი: 8 March 2021
  14. Виктор Пелевин. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 8 March 2021
  15. Д.в, Нечепуренко (2014). „В. О. Пелевин. Традиции и новаторство“. Челябинский гуманитарий. 1 (26). ISSN 1999-5407.
  16. Кочеткова, Наталья. (20 October 2008) Писатель Виктор Пелевин: "Олигархи работают героями моих книг" ru. ციტირების თარიღი: 8 March 2021
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 Настоящий Пелевин / Стиль жизни / Независимая газета. ციტირების თარიღი: 8 March 2021
  18. Контакты / Виктор Пелевин :: сайт творчества. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 8 March 2021
  19. БАЛУЕВА, Анна. (7 December 2010) Ядовитый мальчик Пелевин. ციტირების თარიღი: 8 March 2021
  20. Pelevin, Viktor (1991). Синий фонарь (ru). Tekst. ISBN 978-5-85950-013-0. 
  21. Немцы экранизируют роман Пелевина "Чапаев и пустота" ru. ციტირების თარიღი: 8 March 2021
  22. „World's richest fiction prize reveals shortlist“ (ინგლისური). 5 March 2001. ციტირების თარიღი: 8 March 2021.
  23. Kropywiansky, Leo. "Victor Pelevin" დაარქივებული 2011-08-14 საიტზე Wayback Machine. . BOMB Magazine. Spring 2002. Retrieved 26 July 2011 .
  24. ალმანახი „ქართულად ნათარგმანები“ (თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა 1987-2001 წ.წ.
  25. „იძინე“[მკვდარი ბმული]
  26. „ლურჯი ფარანი“[მკვდარი ბმული]
  27. ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრა“, 2005. N12(15), გვ. 128-132
  28. ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრა“, 2010. აგვისტო, N8(71), გვ.159-164
  29. კრებული მეორე: „რა არის თავისუფლება?“, თბ. გამომც. მოქალაქე, 2015
  30. ვიკტორ პელევინი — „სამი ცუკერბრინის სიყვარული“, თბ., გამომც. პალიტრა L, 2017, ISBN 978-9941-24-628-9
  31. ვიქტორ პეევინი — „ჩაპაევი და სიცარიელე“, თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2017
  32. GENERATION П (ფილმი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-28. ციტირების თარიღი: 2017-03-04.