Generation „პ“
Generation „პ“ — რუსი მწერლის, ვიქტორ პელევინის, მესამე რომანი, გამოქვეყნდა 1999 წელს. წიგნში მოქმედება 1990-იანი წლების მოსკოვში ხდება, მთავარი პერსონაჟია ლიტერატურის ინსტიტუტის ახალგაზრდა სტუდენტი ვავილენ ტატარსკი, რომელიც რეკლამისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში ამოყოფს თავს. ავტორი ტექსტში იკვლევს ისეთ თემებს, როგორებიცაა პოსტსაბჭოთა რუსეთი, კონსუმერიზმი, რეკრეაციული ნარკოკულტურა და მესოპოტამიური მითოლოგია.
„Generation „პ““ | |
---|---|
| |
ავტორი | ვიქტორ პელევინი |
ენა | რუსული ენა |
გამომცემელი | Vagrius |
გამოცემის თარიღი | 1999, 1999 და 2001 |
სიუჟეტი
რედაქტირებარომანში მოქმედება მოსკოვში, 1990-იან წლებში, ყოვლისმომცველი ქაოსისა და კორუფციის პერიოდში ხდება. პროტაგონისტი, ვავილენ ტატარსკი, ლიტერატურული ინსტიტუტის სტუდენტი და პოეტი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდება, სადაც იპოვის თავის ჭეშმარიტ მოწოდებას: შექმნას დასავლური რეკლამების რუსული ვერსიები. რაც უფრო იზრდება მისი წარმატება სარეკლამო სფეროში, იგი უფრო და უფრო ცდილობს იპოვოს საზრისი იმ კულტურაში, რომელიც მატერიალური ქონებითა და საკუთარი თავის განებივრებით განისაზღვრება. ტატარსკი ცდილობს, აღმოაჩინოს ძალები, რომლებიც ინდივიდუალურ სურვილებს განსაზღვრავს და პოსტსაბჭოთა სამყაროში კოლექტიურ რწმენას ქმნიან. ამ ძიებაში პოულობს დამთხვევებს, რომლებიც ცხოვრების ქაოსის მიღმა დაფარულ საზრისის ძიებაში ეხმარება. იგი ეცნობა მესოპოტამიის რელიგიურ პრაქტიკას, იღებს ჰალუცინოგენურ სოკოებს, კოკაინსა და არაყს.
მალევე ტატარსკი იწყებს გარკვეული ჭეშმარიტებების გაცნობიერებას, მაგალითად, იმას, რომ ყოველგვარი პოლიტიკა და ტელევიზიით გადმოცემული „ნამდვილი“ ამბები ციფრულ შემოქმედებას წარმოადგენს. როცა საბოლოოდ კორპორაციული პირამიდის მწვერვალს აღწევს, იგი იგებს, რომ მისი ფირმის წევრები ქალღმერთ იშთარის მსახურები არიან, რომელთა ხორციელი ფორმა მთლიანად სარეკლამო სურათებისგან შედგება. ფირმის მთავარი მოვალეობაა, არ გააღვიძოს იშთარის მტერი, ძაღლი ფუკუპი, რასაც ქაოსი და დესტრუქცია მოჰყვება. რიტუალური მსხვერპლშეწირვის შემდეგ ტატარსკი ქალღმერთის ახალი რეგენტი ხდება. რომანის დასასრულს, მისი ელექტრონული ორეული ტელევიზიაში საყოველთაო ცნობადობას მოიპოვეს. ტატარსკი, რომელიც ცდილობდა, ტელევიზიით წარმოდგენილი ყალბი რეალობისთვის ფარდა აეხადა, თავად იქცა ილუზიად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The wow-factor (სტივენ პულის რეცენზია წიგნზე). The Guardian (22 აპრილი, 2000).