ორპარტიული სისტემა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ორპარტიული სისტემა — პარტიული სისტემა, სადაც ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიას [1] უჭირავს სრული დომინირება. დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ორი პარტიიდან ერთ-ერთი ჩვეულებრივ ფლობს უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში და ჩვეულებრივ მოიხსენიება როგორც უმრავლესობა ან მმართველი პარტია, ხოლო მეორე არის უმცირესობა ან ოპოზიციური პარტია. მთელს მსოფლიოში ამ ტერმინს განსხვავებული აღქმები აქვს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, იამაიკასა და მალტაში, ორპარტიული სისტემა ნიშნავს ისეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად, ყველა ან თითქმის ყველა არჩეული თანამდებობის პირი მიეკუთვნება ერთადერთ პარტიას ორი მთავარი პარტიიდან. ძალიან იშვიათად მესამე დონის პარტიებმა მოიპოვონ ადგილი საკანონმდებლო ორგანოში. ასეთი შედეგები გამოწვეულია, ორპარტიული სისტემის მთავარი წესით: გამარჯვებული პარტია იღებს ყველაფერს.[2][3][4] ასეთ სისტემებში, იმის მიუხედავად, რომ მესამე ძალას პრაქტიკულად არ აქვს გამარჯვების შანსი, მას მაინც შეუძლია სხვადასხვა პარტიებთან გაერთიანებებით გავლენა მოახდინოს ორ მთავარ პარტიაზე.[5][6][7][8][9] ამის საპირისპიროდ, კანადაში, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიაში და სხვა საპარლამენტო სისტემებში, ტერმინი ორპარტიული სისტემა გამოიყენება შეთანხმების მისაღწევად, რომლითაც ორი ძირითადი პარტია დომინირებს არჩევნებზე, მაგრამ ამავდროულად არსებობს სიცოცხლისუნარიანი მესამე მხარე, რომლებიც როგორც წესი იგებენ გარკვეული რაოდენობის მანდატებს საკანონმდებლო ორგანოში.

ორპარტიული სისტემა

დებატები იმის შესაებ, რომ პოლიტიკური სისტემები, რომლებიც თავისუფალი არჩევნებით ხასიათდებიან შესაძლოა მომავალში ორპარტიულ სისტემებად გარდაიქმნან დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს.

მაგალითები

რედაქტირება

თანამეგობრობის ქვეყნები

რედაქტირება

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრიტანეთი, გვხდება ორი ძირითადი პარტია, რომელთაც აქვთ ძლიერი გავლენა და კანდიდატების უმრავლესობის არჩევის შესაძლებლობა, მაგრამ ამავდროულად არაა დაკნინებული მცირე ზომის პარტიების როლიც და ისინი ხშირად ახერხებენ საკუთარი კანდიდატის საკანონმდებლო დონეზე გაყვანას. ვესტმინსტერის სისტემაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემები, რომელიც წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის სპეციფიკურ სტილს ბრიტანული მოდელის საფუძველზე და გვხვდება ბევრ თანამეგობრობის ქვეყანაში, მართვის უფლება შემდეგნაირად ნაწილდება: მთავარი პარტია აყალიბებს მთავრობას, ხოლო უმცირესობის პარტია წარმოდგენილია ოპოზიციის სახით, ასევე არსებობენ მცირე პარტიების კოალიციები. იშვიათ შემთხვევაში, რომელშიც ვერცერთი პარტია ვერ იპოვებს უმრავლესობას, ჩნდება ე.წ. ჩამოკიდებული პარლამენტი (Hung Parliament). უმეტესად ეს სისტემები აღწერილია როგორც ორპარტიული სისტემები, მაგრამ მათ ხშირად მრავალპარტიულ სისტემებსაც უწოდებენ. ყოველთვის არ არსებობს გამოკვეთილი საზღვარი ამ ორ სისტემას შორის.

 
ორპარტიული სისტემაში ამომრჩეველს აქვთ ძირითადად ორი ვარიანტი; ეს ნიმუში წარმოადგენს ბიულეტენს, ნიუ ჯერსის სამიტიდან. არჩევნებზე ამომრჩეველს შეუძლია აირჩიოს რესპუბლიკელი ან დემოკრატი კანდიდატი, მაგრამ არ არსებობს მესამე ალტერნატივა.

როგორც წესი, ორპარტიული სისტემა არის პოლიტიკური სისტემის დიქოტომურად გაყოფის წინაპირობა. მაგ: მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებად: ნაციონალისტურ და ლეიბორისტულ პარტიებად მალტაში; ლიბერალური/ეროვნული კოალიცია ლეიბორისტულის წინააღმდეგ ავსტრალიაში; რესპუბლიკელები დემოკრატების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში და კონსერვატიული პარტია ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოში.

სხვადასხვა სახელმწიფოში, ზოგიერთი პალატა შეიძლება იყოს ორპარტიული სისტემის, ზოგი კი მრავალპარტიული სისტემის შედეგად არჩეული. მაგალითად, ავსტრალიაში უმეტესწილად ორპარტიული სისტემა მოქმედებს (ლიბერალური/ეროვნული კოალიცია) თუმცა ავსტრალიის სენატში უხვადაა წარმოდგენილი მცირე პარტიებიც, რადგან აღნიშნულის არჩევნები პროპორციული წესით ტარდება.

ინდოეთი ძირითადად მრავალპარტიული სისტემაა, მაგრამ აქვე ვხვდებით ორპარტიული სისტემის მახასიათებლებს. ეროვნული დემოკრატიული ალიანსი (NDA) [10] და გაერთიანებული პროგრესული ალიანსი (UPA) [11] ორი ძირითადი მოთამაშეა ინდოეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. NDA და UPA არ არის ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, ისინი რამდენიმე მცირე პარტიის ალიანსს წარმოადგენენ. ასევე გვხვდება ისეთი მცირე პარტიებიც, რომლებიც არც NDA-თან და არც UPA-თან არ ასოცირდებიან, თუმცა საკმაო წარმატებებს აღწევენ.[12] მაგალითად: 2009 წლის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ძალის პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოს სკამების 20% მოიპოვეს და ეს შედეგი კიდევ უფრო გაიზარდა 2014 წლის საყოველთაო არჩევნებში და 28%-ს მიაღწია.

ლათინო ამერიკა

რედაქტირება
 
ერთი შეხედულების თანახმად, გამარჯვებული იღებს ყველაფრს სისტემა ხელს უშლის ამომრჩეველს მესამე მხარის ან დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევისაგან და დროთა განმავლობაში პროცესი განვითარდება ისე, რომ მხოლოდ ორი ძირითადი მხარე გახდება სიცოცხლისუნარიანი.

ლათინური ამერიკის უმეტეს ქვეყნებს საპრეზიდენტო სისტემები აქვთ, რომელიც ძალიან ჰგავს შეერთებული შტატებისას, სადაც გამარჯვებული იღებს ყველაფერს. საპრეზიდენტო ოფისში ძალაუფლების დიდი რაოდენობის დაგროვების გამო, როგორც მმართველი პარტია, ასევე მთავარი ოპოზიცია იქცა ორპარტიული სისტემის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროტაგონისტად.[13] ამ ყველაფრის პირველი გამოვლინება იყო ლიბერალებისა და კონსერვატორების დაპირისპირება. ისინი ხშირად იბრძოდნენ ძალაუფლებისთვის მთელ ლათინურ ამერიკაში, რამაც გამოიწვია პირველი ორპარტიული სისტემები ლათინური ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ეს ყველაფერი კი ხშირად იწვევს სამოქალაქო ომებს ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: კოლუმბია, ეკვადორი, მექსიკა, ვენესუელა,ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკა და პერუ. სხვა პრიმიტიული მაგალითები ორპარტიული დაპირისპირებებისა არის: Pelucones - Pipiolos-ის წინააღმდეგ ჩილეში, ფედერალისტების დაპირისპირება უნიტარისტებთან არგენტინაში, კოლორადოს პარტია ლიბერალების წინააღმდეგ პარაგვაიში და ა.შ.[14]

მალტა გარკვეულწილად განსხვავებულ სისტემას ეფუძვნება. საარჩევნო სისტემა არის ე.წ. ერთჯერადი გადასაცემი ხმის პრინციპზე დამყარებული (Single Transfer Vote), რომელიც ტრადიციულად ასოცირდება პროპორციულ წარმომადგენლობასთან და მცირე პარტიები არ სარგებლობენ დიდი წარმატებით. პოლიტიკაში დომინირებს ცენტრალურ-მემარცხენე ლეიბორისტული პარტია და ცენტრალურ-მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია, ხოლო მესამე ძალის პარტიებს არც ერთხელ არ ჰყოლიათ წარმომადგენელი პარლამენტში 1962 წლიდან 2017 წალმდე პერიოდში.[15]

ამერიკის შეერთებული შტატები

რედაქტირება
 
ვიგების ბლოკი (1783), ჯეიმზ გილრეის კარიკატურა მელიის დაბრუნებაზე ხელისუფლებაში. ჯორჯ III არის ცენტრი.

შეერთებულ შტატებს ჰყავს ორი დომინანტი პოლიტიკური პარტია; ისტორიულად, არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მესამე მხარის კანდიდატს მოეგოს არჩევნები. პირველი პარტიის სისტემაში მხოლოდ ალექსანდრე ჰამილტონის ფედერალისტური და თომას ჯეფერსონის დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიები იყვნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიები. პირველი პარტიის სისტემის დასრულებისთანავე, რესპუბლიკელებმა მოიპოვეს სრული დომინირება ერთპარტიულ სისტემაზე (ძირითადად ჯეიმზ მონროს პრეზიდენტობის ქვეშ). მეორე პარტიის სისტემის პერიოდში, დემოკრატ-რესპუბლიკური პარტია 1824 წლის არჩევნების დროს გაიყო ადამსის და ჯექსონის მეთაურობით. 1824 წელს ენდრიუ ჯექსონის მხარდასაჭერად ჩამოყალიბდა თანამედროვე დემოკრატიული პარტია. ეროვნული რესპუბლიკელები კი ჩამოყალიბდნენ ჯონ ქვინი ადამსის მხარდასაჭერად. ნაციონალური რესპუბლიკელების პარტიის დაშლის შემდეგ, ვიგების პარტია და თავისუფალი ნიადაგის პარტია ცალკე ჩამოყალიბდნენ, თუმცა მალევე დაიშალნენ. 1854 წელს, თანამედროვე რესპუბლიკური პარტია ჩამოყალიბდა ყოფილი ვიგების, თავისუფალი ნიადაგების და სხვა ანტი-მონობის აქტივისტებისგან შემდგარი კოალიციისგან. აბრაამ ლინკოლნი პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი გახდა 1860 წელს.

სხვა მაგალითები

რედაქტირება

სამხრეთ კორეას აქვს მრავალპარტიული სისტემა [16] რომელიც ზოგჯერ აღწერილია როგორც ორპარტიული სისტემის მქონე მახასიათებლების სისტემა.[17]

ლიბანის პარლამენტი ძირითადად შედგება ორი ბიპარტიზანული ალიანსისაგან. ორივე ალიანსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური ასპარეზის ორად გაყოფის მთავარი მიზეზი კი ელოქტორატში არსებული მკვეთრი იდეოლოგიური განსხვავებებია.[18] ეს სისტემა მიეკუთვნება „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“ პრინციპს.

ისტორიულად, ბრაზილიას ყოველთვის ჰქონდა ორპარტიული სისტემა სამხედრო დიქტატურის პირობებში (1964–1985): სამხედრო ხუნტამ აკრძალა ყველა არსებული პარტია, როდესაც მან აიღო ხელისუფლება და შექმნა სამთავრობო პარტია, ეროვნული განახლების ალიანსი და ოფიციალური ოპოზიციური პარტია, ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობა. ეს ორი მხარე დაიშალა 1979 წელს, როდესაც ახალმა რეჟიმმა სხვა პარტიებს ჩამოყალიბების უფლება მისცა.[19]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Note: in the politics of Australia, for example, technically there are not two political parties but rather "two major political groupings"; for further information, see Coalition (Australia)
  2. „American Government and Politics Today 2008–2009“. Wadsworth Publishing Company. ციტირების თარიღი: 2010-11-22.
  3. Eric Black, Minnpost, October 8, 2012, Why the same two parties dominate our two-party system, Accessed Aug. 12, 2013, "...SMDP (single-member districts, plurality) voting system. ... This forces those who might favor a minor party candidate to either vote for whichever of the two biggest parties the voter dislikes the least, or to risk the likelihood that their vote will be "wasted" or, worse, that they will end up helping the major-party candidate whom the voter dislikes the most to win. Minor parties aren’t banned, but they seldom produce a plurality winner, and their lack of success often causes the minor parties to wither and die...."
  4. History Learning Site, Why America is a two-party state, Accessed Aug. 12, 2013, "...The American electoral system – winner-takes-all – guarantees that any third, fourth party etc has no chance of winning...."
  5. Patrick Bashan, CATO Institute, June 9, 2004, Do Electoral Systems Affect Government Size?, Accessed Aug. 12, 2013, "...The current system has many disadvantages, most notably its propensity to discriminate against minor parties operating outside the increasingly uncompetitive, cozy two-party system.... America’s winner-takes-all electoral system may be the least bad option for those seeking to limit government involvement in the nation’s economic life...."
  6. George F. Will, October 12, 2006, Washington Post, From Schwarzenegger, a Veto for Voters' Good, Accessed Aug. 12, 2013, "...That electoral vote system (combined with the winner-take-all allocation of votes in all states but Maine and Nebraska) makes it very difficult for third-party presidential candidates to be competitive..."
  7. Ashley Ford, Sept. 17, 2012, Cavalier Daily, Party of three: A third political party is an important aspect of the Virginia democratic process, Accessed Aug. 12, 2013, "...The two party system forces the third party to join their group in a winner take all system..."
  8. Two Party System, PBS, Two-Party System დაარქივებული 2019-11-17 საიტზე Wayback Machine. , Accessed Aug. 12, 2013, "...Third-party or independent candidates face a slew of obstacles in American politics, from limited media coverage to legal barriers and Congressional leadership rules. Laws regarding third-party candidates also vary from state to state, presenting additional difficulties...."
  9. Chris Cillizza and Aaron Blake, May 18, 2012, The Washington Post, Americans Elect and the death of the third party movement, Accessed Aug 11, 2013
  10. National Democratic Alliance (NDA). electionaffairs.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-30. ციტირების თარიღი: 2020-05-07.
  11. United Progressive Alliance (UPA). electionaffairs.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-30. ციტირების თარიღი: 2020-05-07.
  12. Political Parties in India. electionaffairs.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 7 August 2012.
  13. Coppedge, Michael. „The Dynamic Diversity of Latin American Party Systems“. Kellogg Institute, Hesburgh Center.
  14. Moreira, Constanza. „Party systems, political alternation and ideology in the south cone (Argentina, Brazil, Chile and Uruguay)“. Revista Uruguaya de Ciencia Política.
  15. „Marlene Farrugia's election met with counting hall taunts“. Times of Malta. 6 June 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2017. ციტატა: „Malta's next legislature will feature an elected third party representative for the first time in more than 50 years, with Democratic Party leader Marlene Farrugia having made it into parliament.“
  16. The New York Times, August 21, 2006, Post-Koizumi, dream of a two-party system, Accessed Oct. 18, 2013, quote: "...This is positive. A two-party system isn't here yet, but it's a kind of dream we have..."
  17. Jung Sang-Geun (July 10, 2013). '그들만의 양당제', 유권자가 정치에 관심을 끊은 이유“. Mediatoday. ციტირების თარიღი: 2013-10-18.
  18. „The Lebanese crisis explained“. 2007-05-22.
  19. Martins, Luciano; Schneider, Ronald Milton. Brazil – Political parties. ციტირების თარიღი: 23 September 2017