დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია (აშშ)

დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია (ინგლ. Democratic-Republican Party) — აშშ-ის პოლიტიკური პარტია. დაარსდა დაახლოებით 1792 წელს ტომას ჯეფერსონის და ჯეიმზ მედისონის მიერ და 1800-1824 წლებში აშშ-ის დომინანტი პარტია იყო. დემოკრატ-რესპუბლიკელები ფედერალისტური პარტიის ფისკალური და საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგეები იყვნენ. პარტია 1824 წელს რამდენიმე ფრაქციად დაიშალა. ერთი მათგანი, რომელსაც ენდრუ ჯექსონი ხელმძღვანელობდა, თანამედროვე დემოკრატიული პარტიის საფუძველი გახდა, ხოლო მეორე, რომელსაც ჯონ კუინსი ადამსი და ჰენრი კლეი მეთაურობდნენ ნაციონალ-რესპუბლიკური პარტიად ჩამოყალიბდა.

Democratic-Republican Party
დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია
Democratic-Republican Party დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია
ისტორია
დაფუძნდა 1791 - 1825
პოზიციები
იდეოლოგია რესპუბლიკანიზმი, დემოკრატია

აშშ-ის პრეზიდენტები დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიიდან

რედაქტირება
  1. ტომას ჯეფერსონი (1801–1809)
  2. ჯეიმზ მედისონი (1809–1817)
  3. ჯეიმზ მონრო (1817–1825)
  4. ჯონ კუინსი ადამსი (1825–1829)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Banning, Lance. The Jeffersonian Persuasion: Evolution of a Party Ideology (1980)
  • Beard, Charles A. Economic Origins of Jeffersonian Democracy (1915)
  • Brown, Stuart Gerry. The First Republicans: Political Philosophy and Public Policy in the Party of Jefferson and Madison 1954.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება