ჭეშმარიტად რადიკალური ლიბერალური პარტია

ჭეშმარიტად რადიკალური ლიბერალური პარტია (ესპ. Partido Liberal Radical Auténtico - PLRA) — ლიბერალური პარტია პარაგვაიში.

Partido Liberal Radical Auténtico
ჭეშმარიტად რადიკალური ლიბერალური პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ხულიო ცეზარ ფრანკო
ისტორია
დაფუძნდა 1978
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი, რადიკალიზმი, სოციალ-ლიბერალიზმი
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია ლიბერალური ინტერნაციონალი[1]
ფერები ლურჯი
შტაბ-ბინა ასუნსიონი

პარტია არის ლიბერალური ინტერნაციონალის (ლიბერალური პარტიების საერთაშორისო ფედერაცია) დამკვირვებელი წევრი. 2003 წლის საკანონმდებლო არჩევნებში პარტიამ მიიღო ხმათა 25.7 %, პარაგვაის დეპუტატთა პალატის 80 ადგილიდან 21 და სენატის 45 ადგილიდან 12. მისმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ხულიო ცეზარ ფრანკომ ხმათა 24.0 % მოაგროვა. ლიბერალები, როგორც მათ უწოდებენ, არიან დომინანტ კლორადოს პარტიის მთავარი ოპოზიციური ძალა. ლიბერალები 1989 წლიდან, ალფრედო სტრესნერის რეჟიმის დასრულების შემდეგ გაძლიერდნენ. ის არის ლიბერალუი პარტიის მემკვიდრე.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ფერნანდო ლუგოსა და სხვა მემარცხენე პარტიებთან ერთად ალიანსში, პარტიამ პირველად 61 წლის განმავლობაში შეძლო კოლორადოს პარტიის დამარცხება.

  1. Liberal Radical Authentic Party, Liberal International, www.liberal-international.org. Retrieved on 17 November 2011.