ლიბერალური პარტია (პარაგვაი)

ლიბერალური პარტია (ესპ. Partido Liberal), აგრეთვე ცნობილი როგორც ცისფერი პარტია, (ესპ. Partido Azul)[1]1904 - 1940 წლებში პარაგვაიში მოქმედი პოლიტიკური პარტია.

პარტია 1887 წელს კოლორადოს პარტიასთან ერთად დაარსდა, მისი მიზანი იყო მიწათმფლობელებისა და საშუალო კლასის ინტერესების დაცვა,[2] თუმცა 1904 წლის ლიბერალურ რევოლუციამდე კოლორადოს პარტია იყო დომინანტი. რევოლუციის შემდეგ 1940 წლამდე ლიბერალური პარტია ინარჩუნებდა ხელისუფლებას.

პარტია დაიშალა 1942 წელს,[3] და 1947 წლის რევოლუციის შემდეგ კოლორადოს პარტია ერთადერთი იყო ქვეყანაში.[4] ლიბერალური პარტია მხოლოდ საზღვრებს გარეთ აგრძელებდა არსებობას და 1963 წელს აღდგენილი ჯგუფი დაბრუნდა ქვეყანაში, რათა ალფრედო სტრესნერის რეჟიმისთვის წინააღმდეგობა გაეწია.[4] ამან პარტიაში განხეთქილება წარმოშვა და ჩამოყალიბდა რადიკალური ლიბერალური პარტია.

1963 წლის არჩევნებში პარტიის კანდიდატმა ერნესტო გავილანიმ მიიღო ხმათა 7.7%, თუმცა 60 სადეპუტატო მანდატიდან პარტიამ მიიღო 20.[5] 1967 წლის საკონსტიტუციო საბჭოს არჩევნებში პარტიამ 120 ადგილიდან მხოლოდ 8 -ის მოგება შეძლო, მარ გაუსწრო როგორც კოლორადოს ასევე რადიკალურ ლიბერალურმა პარტიამაც. ამის შემდგომ 1968 წლის არჩევნებში მხოლოდ 3 ადგილის მიღება მოახერხეს, 1973 წლის არჩევნებში ერთის, 1978 წლის არჩევნებში ოთხის, 1983 წლის არჩევნებში შვიდის და ასევე 1988 წლის არჩევნებშიც შვიდის.

მას შემდეგ რაც სტრესნერის რეჟიმი დასრულდა პარტიის მხარდაჭერაც მნიშვნელოვნად შემცირდა, 1989 წლის არჩევნებში მან მხოლოდ ხმათა 0.5% და ვერცერთი მანდატი მიიღო, ასევე მათ ვერ შეძლეს პარლამენტში ადგილის მოპოვება 1993 წლის არჩევნებშიც, რის შემდეგაც პარტიას არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიუღია.[3]

  1. Nohlen, D (2005) Elections in the Americas: A data handbook, Volume II, p413 ISBN 978-0-19-928358-3
  2. Nohlen, p414
  3. 3.0 3.1 Nohlen, p428
  4. 4.0 4.1 Nohlen, p415
  5. Nohlen, pp433-435