რადიკალური ლიბერალური პარტია (პარაგვაი)
რადიკალური ლიბერალური პარტია (ესპ. Partido Liberal Radical, PLR) — პოლიტიკური პარტია პარაგვაიში. ის იყო ალფრედო სტრესნერის რეჟიმის დროს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თუმცა მისი ჩამოგდების შემდეგ მალევე გაქრა.
ისტორია
რედაქტირებაპარტია 1963 წელს ლიბერალური პარტიის გაყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს მოხდა მას შემდეგ რაც ლიბერალური პარტიის ერთი ნაწილი დაბრუნდა პარაგვაიში და გახდა რეჟიმის "ოფიციალური" ოპოზიცია. დანარჩენმა ნაწილმა სახელი შეიცვალა და გახდა რადიკალური ლიბერალური პარტია.[1] 1967 წელს "PLR"-ის წევრები ასევე დაბრუნდნენ პარაგვაიში 1967 წლის საკონსტიტუციო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.[2] მათ მოახერხეს 120 ადგილიდან 29-ის მოგება, რითიც გახდნენ უდიდესი ოპოზიციური პარტია.
1968 წლის არჩევნებში მათ მოიგეს სენატის 30 ადგილიდან 9 და დეპუტატთა პალატის 60 ადგილიდან 16. 1973 წლის არჩევნებში მათ სენატში ერთი ადგილი დაკარგეს, თუმცა დეპუტატთა პალატაში 16-ვე შეინარჩუნეს. 1977 წლის საკონსტიტუციო საბჭოს არჩევნებში პარტიას არ მიუღია მონაწილეობა და მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილებებით სტრესნერიმ მიიღო უფლება განუსაზღვრელი ძალაუფლება პარტია მისმა უმეტესმა წევრმა დატოვა და ჩამოაყალიბა ჭეშმარიტად რადიკალური ლიბერალური პარტია.[2]
პარტიამ 1978 წლის არჩევნებში შეძლო დეპუტატთა პალატაში მისი 16 ადგილის შენარჩუნება, თუმცა 1983 წლის არჩევნებში მათი რაოდენობა 13-მდე შემცირდა. 1988 წლის არჩევნებში მათ ისევ 13 ადგილი მოიგეს. სტრესნერის ჩმოგდების შემდგომ პარტიამ მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი დაკარგა. 1989 წლის არჩევნებში პარტიის ხმები 7.2%-დან 1.3%-დე დაეცა და მხოლოდ ერთი ადგილი მიიღო. მას შემდგომ არჩევნებში აღარ მიუღია მონაწილეობა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nohlen, D (2005) Elections in the Americas: A data handbook, Volume II, p415 ISBN 978-0-19-928358-3
- ↑ 2.0 2.1 Nohhlen, p416
- ↑ Nohlen, p428