ნიგერიის ისტორია
ნიგერიის ისტორიის განხილვისას აუცილებლად შეგვხვდება მისი მკვიდრი მოსახლეობა - ნიგერიელები, რომლებიც ცხოვრობენ ამ მხარეში, ძვ.წ 1100 წლის დასაწყისში. ძველი აფრიკის მრავალი ცივილიზაცია დასახლდა ამ რეგიონში, მაგალითად, ბენინის იმპერია და ოიოს იმპერია. ისლამი ნიგერიაში თავდაპირველად ბორნოს შტატში გავრცელდა (ძვ. წ. 1068 წელს) [1] [2][3][4], ხოლო ქრისტიანობა მე-15 საუკუნეში ავგუსტინისა და კაპუცინის მეშვეობით მოვიდა.
ნიგერია (Nigeria) |
||
---|---|---|
დევიზი: ”ერთიანობა და ძალა, მშვიდობა და პროგრესი” | ||
დედაქალაქი | აბუჯა | |
უდიდესი ქალაქი | ლაგოსი | |
ოფიციალური ენა | ინგლისური | |
ფართობი | ||
- | სულ | 923 768 კმ2 |
მოსახლეობა | ||
- | შეფასება | 186 053 386 |
- | სიმჭიდროვე | 152,02 კაცი/კმ2 |
ვალუტა | ნაირა (NGN) | |
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 UTC+01:00 (UTC) |
ნიგერიის ისტორიაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა მონებით ვაჭრობას,[5] რომელიც დაიწყო მე-15 საუკუნის ბოლოს. თავიდან ევროპელებმა დაიპყრეს ნიგერიელები, რომლებიც სანაპირო თემებში ცხოვრობდნენ. დინამიურმა განვითარებამ კონფლიქტები წარმოშვა რეგიონში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის და შეაფერხა ძველი სავაჭრო ფორმები და ურთიერთობები.[6]
ბრიტანული ძალები ლაგოსში შეიჭრნენ 1851 წელს და ოფიციალურად მოახდინეს ანექსია 1865 წელს. ნიგერია ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა 1901 წელს. კოლონიზაცია დასრულდა 1960 წელს, როცა წარმატებით განხორციელდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ნიგერია 1963 წელს პირველად გახდა რესპუბლიკა, მაგრამ დაემორჩილა სამხედრო მმართველობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაიორი ნჟეგვუ და მისი სხვა თანამზრახველი სამი წელს, სისხლიანი გადატრიალების შემდეგ. მოგვიანებით 1967 წელს, სეპარატისტულმა მოძრაობამ ჩამოაყალიბა ,,ბიაფრას" რესპუბლიკა, რასაც ნიგერიის სამოქალაქო სამწლიანი ომი მოჰყვა. 1979 წელს, ახალი კონსტიტუციის დაწერის შემდეგ, ნიგერია კვლავ რესპუბლიკა გახდა. 1993 წელს უნდა დაარსებულიყო ახალი რესპუბლიკა გენერალ სანი აბაჩას მიერ, მაგრამ იგი გარდაიცვალა 1998 წელს. შემდეგ წელს,ანუ 1999 წელს, შეიქმნა მეოთხე რესპუბლიკა, რომლის არსებობაც დასრულდა რამდენიმე წელიწადში.
ადრეული ისტორია
რედაქტირებაარქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხალხი ჯერ კიდევ 100 პ000 წლის წინ ცხოვრობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში. ძვ.წ. 6000 წლის დასაწყისში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები ადასტურებს, რომ მოსახლეობა იმ ადგილებში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. გათხრების შედეგად, ასევე აღმოჩენილ იქნა ძვ.წ. მე-9 საუკუნის ძირძველი კულტურა, რომელიც ხასიათდებოდა უაღრესად დახვეწილი ტექნიკით ბრინჯაოს მეტალების წარმოებაში.
ადამიანის ჩონჩხის ადრეული ნიმუში, 13000 წლის წინ ნაპოვნია დასავლეთ აფრიკაში. [7]დუფუნას კანაო (Dufuna canoe) აღმოაჩინეს 1987 წელს, სოფელ დუფუნადან რამდენიმე კილომეტრში, ნიგერიის იობეს შტატში.[8] [9] ასევე მსოფლიოში მეორე უძველესი ნავი აღმოაჩინეს აფრიკაში.
ქვის ნაჯახის თავები ჩრდილოეთიდან დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ სოფლის მეურნეობისთვის.
ნოკის კულტურა განვითარდა ძვ.წ. 1500 წლიდან ახ.წ. დაახლოებით 200 წლამდე, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნიგერიაში. გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ღუმელები, რომლებშიც რკინას ადნობდნენ. ისინი ძვ. წ. 600 წლით თარიღდება.[10] ასევე გათხრების საფუძველზე დადგინდა, რომ რკინას მოიპოვებდნენ ძვ.წ. II საუკუნემდე. რკინის ადრინდელი ტექნოლოგია ნაპოვნია დასავლეთ აფრიკაში. [11][12]
ბრიტანეთის გავლენის სფერო
რედაქტირებაიხ. მთავარი წყარო - https://en.wikipedia.org/wiki/Colonial_Nigeria
ნაპოლეონის ომების შემდეგ ბრიტანელებმა გააფართოეს ვაჭრობა ნიგერიაში. ბრიტანეთის პრეტენზიებმა დასავლეთ აფრიკის გავლენაზე 1885 წელს მიიღო საერთაშორისო აღიარება; შემდეგ წელს დაარსდა სამეფო ნიგერიის კომპანია ჯორჯ ტუბან გოლდის ხელმძღვანელობით. 1899 წლის 31 დეკემბერს, ბრიტანეთის მთავრობამ გააუქმა სამეფო ნიგერიის კომპანიის წესდება. კომპანიამ 865.000 £ თანხა გადაიხდა ანაზღაურების სახით. სამეფო ნიგერიის კომპანიის მთელი ტერიტორია ბრიტანეთის მთავრობის ხელში აღმოჩნდა.[13]
1914 წელს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნიგერია ოფიციალურად გაერთიანდა, როგორც ნიგერიის კოლონია და პროტექტორატი. ადმინისტრაციულად, ნიგერია დარჩა ჩრდილოეთ და სამხრეთ პროვინციებად და ლაგოსის კოლონიად. განათლება და თანამედროვე ეკონომიკის განვითარება უფრო სწრაფად მიმდინარეობდა სამხრეთში, ვიდრე ჩრდილოეთში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნიგერიული ნაციონალიზმის ზრდისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილების საპასუხოდ, ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებულმა თანმიმდევრულმა კონსტიტუციებმა ნიგერია თვითმმართველობამდე მიიყვანა. 1954 წლის 1 ოქტომბერს ნიგერიის ავტონომიური ფედერაცია კოლონია გახდა. XX საუკუნის შუა პერიოდისათვის, აფრიკაში დაიწყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. 1958 წლის 27 ოქტომბერს ბრიტანეთი დათანხმდა ნიგერიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას. 1960 წლის 1 ოქტომბერს ის მართლაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
დამოუკიდებლობა
რედაქტირებანიგერიის ფედერაციას მიენიჭა სრული დამოუკიდებლობა 1960 წლის 1 ოქტომბერს, კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ითვალისწინებდა საპარლამენტო მთავრობისა და თვითმმართველობის მნიშვნელოვან ზომებს ქვეყნის სამი რეგიონისთვის. 1959 წლიდან 1960 წლამდე ჯაჯა ვაჩუკუ იყო ნიგერიის პარლამენტის პირველი წარმომადგენელი. შემდგომში იგი შეცვალა ფრედერიკ მეტკალფმა.
აღსანიშნავია, რომ ჯაჯა ვაჩუკუმ მიიღო ნიგერიის დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც თავისუფლების ქარტია. დედოფალი ელიზაბეტ II ნიგერიის მონარქი და სახელმწიფოს მეთაური იყო, ხოლო ნიგერია ბრიტანეთის ერების თანამეგობრობის წევრი. ფედერალურ მთავრობას ეკისრებოდა განსაკუთრებული უფლებამოსილებები თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების პოლიტიკაში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნიგერიის მონარქი სახელმწიფოს მეთაური იყო, საკანონმდებლო უფლებამოსილება ენიჭებოდა ორმხრივ პარლამენტს, პრემიერ მინისტრს, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სასამართლო ხელისუფლებას უზენაეს სასამართლოში. ნიგერიის სახალხო კონგრესი (NPC) წარმოადგენდა კონსერვატიულ, მაჰმადიანურ, განსაკუთრებით კი ჰაუსისა და ფულანის ინტერესებს, რომლებიც დომინირებდნენ ჩრდილოეთ რეგიონში. მიწის ფართობის სამი მეოთხედი და უმეტესი მოსახლეობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნახევარში იყო. ამრიგად, ჩრდილოეთი დომინირებდა ფედერაციის მთავრობაში დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე.
ნიგერიის მოქალაქეების ეროვნული საბჭო (NCNC) წარმოადგენდა ნიგერიის აღმოსავლეთ რეგიონის, იგბოსა და ქრისტიანულ ხალხთა ინტერესებს.[14] სამოქმედო ჯგუფი (AG) კი წარმოადგენდა იორუბელი ხალხის ინტერესებს დასავლეთში.
დამოუკიდებლობის პირველი ეროვნული მთავრობა ჩამოყალიბდა NCNC და NPC კონსერვატიული ალიანსის მიერ. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, მოსალოდნელი იყო, რომ აჰმადუ ბელო, რომელიც ჩრდილოეთს აკონტროლებდა, გახდებოდა მთავრობის პრემიერ-მინისტრი.
იორუბანში დომინანტი გახდა AG ოპოზიცია მისი ლიდერის ხელმძღვანელობით. ამასთან, 1962 წელს AG– ში შეიქმნა ფრაქცია სამუელ აკინტოლას ხელმძღვანელობით, რომელიც არჩეულ იქნა დასავლეთის პრემიერ მინისტრად. აკინტოლას ფრაქცია ამტკიცებს, რომ იორუბიის ხალხები კარგავდნენ თავიანთ უპირატესობას ბიზნესში იგბოს ტომის ხალხში, რადგან იგბო NCNC მმართველი კოალიციის ნაწილი იყო. ფედერალური მთავრობის პრემიერ მინისტრი, ბალუ დაეთანხმა ,,აკინტოლას" ფრაქციას და ცდილობდა AG მთავრობას შეერთებოდა. როდესაც გარკვეული ცვლილების დასამტკიცებლად დასავლეთის რეგიონის პარლამენტი შეიკრიბა, პარლამენტში აკინტოლას მომხრეებმა აჯანყება დაიწყეს. წევრებს შორის ბრძოლა მოხდა. ერთ-ერთი წევრი იარაღით თავს დაესხა აჰმადუ ბელოსა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრს. საბოლოოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით ჩაახშო აჯანყება. ამ ამბის შემდეგ კვლავ არეულობას ჰქონდა ადგილი და ხდებოდა აჯანყებები. [15] პრემიერ მინისტრმა ბელომ გამოაცხადა საომარი მოქმედება დასავლეთის რეგიონში და დააპატიმრა რამდენიმე ადამიანი ღალატის ბრალდებით. აკინტოლა დაინიშნა დასავლეთ რეგიონში კოალიციური მთავრობის ხელმძღვანლად.
ნიგერიის პირველი რესპუბლიკა
რედაქტირებაიხ.მთვარი წყარო - https://en.wikipedia.org/wiki/First_Nigerian_Republic
1963 წლის ოქტომბერში ნიგერიამ თავი გამოაცხადა ფედერაციულ რესპუბლიკად. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ყოფილი გუბერნატორი, ნნამდი აზიკივე. ნიგერიის ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობის გარდა, დაიწყო სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ეკონომიკური და საგანმანათლებლო უთანხმოება. ცოტა ხნის შემდეგ, AG ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს. 1965 წლის ეროვნულმა არჩევნებმა გამოიწვია პოლიტიკის მნიშვნელოვანი შეცვლა და მოიტანა სადავო შედეგი, რამაც ქვეყანა სამოქალაქო ომის გზაზე დააყენა.[16]
ნიგერიის მეორე რესპუბლიკა
რედაქტირებაიხ.მთავარი წყარო - https://en.wikipedia.org/wiki/Second_Nigerian_Republic
1977 წელს ჩატარდა კრება ახალი კონსტიტუციის მოსამზადებლად, რომელიც გამოქვეყნდა 1978 წლის 21 სექტემბერს, მაშინ, როცა გაუქმდა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. 1979 წლის არჩევნებში ნებადართული იყო ხუთი პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა. ნიგერიის ნაციონალური პარტიის (NPN) პრეზიდენტი გახდა შეფუ შაგარი. ხუთივე პარტიამ დაიკავა ადგილი ეროვნულ ასამბლეაში.
დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, 1950-იან წლებში ნიგერიის სანაპიროზე ნავთობი აღმოაჩინეს. თითქმის მაშინვე, ნავთობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ნიგერია მდიდარ ერად აქცია. 1979 წლისთვის ნიგერია მსოფლიოში ნავთობის მეექვსე მწარმოებელი ქვეყანა იყო. ნავთობიდან მიღებული შემოსავალი წელიწადში 24 მილიარდი დოლარს აღწევდა.
1982 წელს ნიგერიის მმართველი ნაციონალური პარტია, კონსერვატიული ალიანსის ხელმძღვანელობით, იმედოვნებდა, რომ შეინარჩუნებდა ძალაუფლებას პატრონაჟით და კონტროლით ფედერალურ საარჩევნო კომისიასთან.
1983 წლის 31 დეკემბერს სამხედროებმა დაამხეს მეორე რესპუბლიკა. გენერალ-მაიორი მუჰამედ ბუჰარი გახდა უზენაესი სამხედრო საბჭოს (SMC) ლიდერი, ქვეყნის ახალი მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი. ბუჰარის მთავრობა მშვიდობიანად დაამხო SMC- ს მესამე რანგის წევრმა გენერალ იბრაჰიმ ბაბანგიდამ 1985 წლის აგვისტოში. ბაბანგიდამ აღნიშნა,რომ SMC -ს მთავარი ოფიცრები უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ, ადამიანის უფლებების არღვევდნენ და ვერ უმკლავდებოდნენ ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს. ერთი სიტყვით, მათ არ შეეძლოთ ქვეყნის მართვა. თანამდებობის პირველივე დღეს, პრეზიდენტი ბაბანგიდა გადავიდა პრესის თავისუფლების აღდგენის გეგმაზე. მან გამოყო ანაზღაურება მცირე ხელფასიანი სამხედროებისთვის, პოლიციისთვის, მოხელეებისა და კერძო სექტორისთვის.
ნიგერიის მესამე რესპუბლიკა
რედაქტირებაიხ. მთავარი წყარო - https://en.wikipedia.org/wiki/Third_Nigerian_Republic
სახელმწიფოს მეთაურმა ბაბანგიდამ პირობა დადო, რომ 1990 წლამდე ქვეყანა სამოქალაქო მმართველობას დაუბრუნდებოდა, რომელიც შემდგომში 1993 წლის იანვრამდე გაგრძელდა. 1989 წლის ოქტომბერში მთავრობამ ჩამოაყალიბა ორი მხარე, ეროვნული რესპუბლიკური კონვენცია (NRC) და სოციალ-დემოკრატიული პარტია (SDP).
1990 წლის აპრილში საშუალო დონის ოფიცრები ცდილობდნენ მთავრობის დამხობას, მაგრამ მათი ქმედება წარუმატებელი აღმოჩნდა. 1990 წლის დეკემბერში ჩატარდა არჩევნების პირველი ეტაპი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
1991 წლის დეკემბერში ჩატარდა სახელმწიფო საკანონმდებლო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 1993 წლის 12 ივნისს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციით, რომელიც დაგეგმილი უნდა ყოფილიყო 1993 წლის 27 აგვისტოს, პრეზიდენტ ბაბანგიდას მოსვლის მერვე წლისთავთან დაკავშირებით.
1993 წლის 12 ივნისის ჩატარებული ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნები ბაბანგიდამ გააუქმა, რის შედეგადაც ნიგერიაში არეულობა დაიწყო. 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აჯანყებაში, სანამ 1993 წლის 27 აგვისტოს ბაბანგიდა დათანხმდებოდა მთავრობისთვის დროებით უფლებამოსილების გადაცემას. ის იძულებული გახდა, უფლებამოსილება გადაეცა ერნესტ შონეკენისთვის. შონკენი მმართველობდა 1994 წლის თებერვალს ჩატარებულ არჩევნებამდე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელმძღვანელობდა ბაბანგიდას გარდამავალ საბჭოს 1993 წლიდან, ვერ შეძლო ნიგერიის ეკონომიკური პრობლემებისა და პოლიტიკური დაძაბულობის აღმოფხვრა.
ნიგერიის მეოთხე რესპუბლიკა
რედაქტირება1999 წლის მაისს ნიგერიაში დემოკრატიის დამყარებამ გამოიწვია 16 წლიანი სამხედრო მმართველობის დასრულება.
ახალმა პრეზიდენტმა, ოლზეგუნ ობასანჯომ ხელში აიღო ქვეყანა, რომელის დროსაც მრავალი პრობლემა შეიქმნა, მათ შორის, დისფუნქციური ბიუროკრატია, ჩამოინგრა ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩატარდა მრავალი რეფორმა.
სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების უმეტესობამ და ნიგერიელმა მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ობასანჯოს ინიციატივითა და ძალისხმევით გაუმჯობესდა ადამიანის უფლებები და პრესის თავისუფლება.
1999 წლის მაისში მოხდა ძალადობა კადუნას შტატში ემირის მემკვიდრეობის გამო, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2001 წლის სექტემბერში, ჯოსში, რელიგიური აჯანყების შედეგად დაიღუპა 2000-ზე მეტი ადამიანი. 2001 წლის 1 ოქტომბერს ობასანჯომ დაიწყო ეროვნული უსაფრთხოების კომისიის შექმნა კომუნალური ძალადობის საკითხის მოსაგვარებლად. 2007 წელს გაყალბდა საყოველთაო არჩევნები. [17]
ლიტერატურა
რედაქტირება- Eggert, Manfred (2014). "Early iron in West and Central Africa". In Breunig, P (ed.). Nok: African Sculpture in Archaeological Context. Frankfurt, Germany: Africa Magna Verlag Press. pp. 51–59.
- Geary, William (1927). Nigeria Under British Rule (1927). Taylor & Francis. p. 122 & 125. ISBN 0714616664
- Martin Meredith, The Fate of Africa: A History of Fifty Years of Independence (New York: Public Affairs Publishing, 2005), p. 195.
- John de St. Jorre, The Nigerian Civil War, pp. 29-30.
- Meredith (2005), The Fate of Africa, p. 198.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://countrystudies.us/nigeria/3.htm
- http://historyworld.net/wrldhis/PlainTextHistoriesResponsive.asp?historyid=ad41
- https://www.studycountry.com/guide/NG-history.htm
- https://web.archive.org/web/20190530151151/http://www.nigeria.gov.ng/index.php/2016-04-06-08-38-30/history-of-nigeria/32-about-nigeria
- https://rlp.hds.harvard.edu/for-educators/country-profiles/nigeria/historical-legacies დაარქივებული 2020-04-17 საიტზე Wayback Machine.
- https://rlp.hds.harvard.edu/faq/transatlantic-slave-trade-nigeria დაარქივებული 2020-06-10 საიტზე Wayback Machine.
- https://workmall.com/wfb2001/nigeria/nigeria_history_early_history.html
- http://publikationen.ub.uni-frankfurt.de/oai/container/index/docId/1859
- https://allafrica.com/stories/200209170457.html
- https://www.academia.edu/4103707/Iron_and_its_influence_on_the_prehistoric_site_of_Lejja
- https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/00934690.2018.1479085
- https://www.smh.com.au/world/nigeria-election-worst-ever-seen-20070424-gdpzdb.html
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://countrystudies.us/nigeria/3.htm
- ↑ http://historyworld.net/wrldhis/PlainTextHistoriesResponsive.asp?historyid=ad41
- ↑ https://www.studycountry.com/guide/NG-history.htm
- ↑ https://web.archive.org/web/20190530151151/http://www.nigeria.gov.ng/index.php/2016-04-06-08-38-30/history-of-nigeria/32-about-nigeria
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-17. ციტირების თარიღი: 2020-05-11.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-10. ციტირების თარიღი: 2020-05-11.
- ↑ https://workmall.com/wfb2001/nigeria/nigeria_history_early_history.html
- ↑ http://publikationen.ub.uni-frankfurt.de/oai/container/index/docId/1859
- ↑ https://allafrica.com/stories/200209170457.html
- ↑ https://www.academia.edu/4103707/Iron_and_its_influence_on_the_prehistoric_site_of_Lejja
- ↑ Eggert, Manfred (2014). "Early iron in West and Central Africa". In Breunig, P (ed.). Nok: African Sculpture in Archaeological Context. Frankfurt, Germany: Africa Magna Verlag Press. pp. 51–59.
- ↑ https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/00934690.2018.1479085
- ↑ Geary, William (1927). Nigeria Under British Rule (1927). Taylor & Francis. p. 122 & 125. ISBN 0714616664
- ↑ Martin Meredith, The Fate of Africa: A History of Fifty Years of Independence (New York: Public Affairs Publishing, 2005), p. 195.
- ↑ John de St. Jorre, The Nigerian Civil War, pp. 29-30.
- ↑ Meredith (2005), The Fate of Africa, p. 198.
- ↑ https://www.smh.com.au/world/nigeria-election-worst-ever-seen-20070424-gdpzdb.html
ასევე ნახეთ
რედაქტირება- https://en.wikipedia.org/wiki/History_of_Africa
- https://en.wikipedia.org/wiki/Historiography_of_the_British_Empire
- https://en.wikipedia.org/wiki/History_of_West_Africa
- https://en.wikipedia.org/wiki/List_of_heads_of_government_of_Nigeria
- https://en.wikipedia.org/wiki/List_of_heads_of_state_of_Nigeria
- https://en.wikipedia.org/wiki/Politics_of_Nigeria
- https://en.wikipedia.org/wiki/National_Archives_of_Nigeria