ნავთობის მრეწველობა აზერბაიჯანში
ნავთობის მრეწველობა აზერბაიჯანში — ეკონომიკის წამყვანი ინდუსტრიაა. აზერბაიჯანში 2013 წელს დაახლოებით 873,260 ბარელი (138,837 მ 3) ნავთობისა და 29 მლრდ კუბური მეტრი გაზის წარმოება ხდებოდა წელიწადში. აზერბაიჯანი ნავთობის მრეწველობის ერთ ერთი აკვანია მსოფლიოში. ქვეყანა დღესდღეობითაც მნიშვნელოვნად ავითარებს ნავთობისა და გაზის წარმოებას[1].
ისტორია
რედაქტირებაშუა საუკუნეებში, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნავთობი დიდი რადენობით მოიპოვებოდა. განსაკუთრებით მისი მოპოვება ხდებოდა აფშერონის ნახევარკუნძულზე.
XIII საუკუნის გეოგრაფი იბნ ბეკრანი წერს, რომ ნავთობს ბაქოში ასუფთავებდნენ. ეს ხდებოდა იმ მიზნით, რომ უსიამოვნო სუნისგან განეწმინდათ ის და მკურნალობისთვის გამოეყენებინათ[2].
1264 წელს ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლო მიემგზავრებოდა სპარსეთში ბაქოს გავლით. პოლო შეესწრო ნავთობის წარმოებას ამ ადგილას. იგი გახდა თვითმხილველი იმისა თუ როგორ იღებდნენ ნავთობს. იტალიელი მოგზაური წერდა ნავთობის სავსე დიდი აუზების შესახებ. მარკო პოლო ასევე აღნიშნავდა, რომ ნავთობს იყენებდნენ სახლების გასანათებლად, გარდა ამისა კანის დაავადებების სამკურნალოდ[3].
არაბი გეოგრაფი რაშიდ ალ-ბაქუვი აღნიშნავდა, რომ ბაქოდან ყოველდღე მიემართება ქარავნები ნავთობით, რომლებიც 200-ზე მეტ აქლემს გადაჰქონდა. XIV საუკუნის სპარსი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰამდალაფ ყაზვინი წერდა, რომ ნავთობის მისაღებად ჭებს წყლით ავსებდნენ და შემდგომ ამოჰქონდათ ნავთობი სელაპის ტყავისგან დამზადებული ჩანთებით.
1572 წელს ბრიტანელი მოგზაური ჯეფრი დეკეტი, რომელმაც ბაქო მოინახულა, წერდა, რომ ნავთობის საყიდლად ადამიანები დიდ გზას გადიოდნენ, ხოლო ქალაქის მახლობლად ნავთობის მოპოვების ფართო ადგილები მდებარეობს.
მე -17 საუკუნის გერმანელი მოგზაური, ლერხი წერდა, რომ აფშერონის ნახევარკუნძულზე 350-დან 400 ნავთობის ჭაბურღილი განთავსდა. სოფელ ბალახანის ჭებიდან კი დღეში დაახლოებით 3 ათასი კგ ნავთობი ამოჰქონდათ[4].
ბრიტანელი მისიონერი მამა ელიოტი 1689 წელს აღნიშნავდა, რომ სეფიანთა შაჰების ყოველწლიური შემოსავალი ბაქოს ნავთობისგან შეადგენდა 7 ათას თუმანს[4].
1639 წელს გერმანელმა მოგზაურმა და მეცნიერი ადამ ოლეარმა აღწერა ნავთობის მოპოვება ბაქოს მიდამოებში ნავთობის ჭებიდან[5].
1803 წელს, ბაქოელმა ვაჭარმა კასიმბეგმა ორი ნავთობის ჭაბურღილი ზღვაზე ააგო. ეს ჭაბურღილები მდებარეობდა ბიბი-ჰეიბათის სანაპიროდან 18 და 30 მ დაშორებით[6].
1830 წელს 116 ჭიდან იწარმოებოდა 710-720 ბარელი ნავთობი. ნიკოლაი ვოსკობოინიკოვი, რომელიც 1834-1838 წლების წარმოების სექტორის დირექტორი გახლდათ, იყო იმ სამთო ინჟინრებიდან ერთ-ერთი, რომელმიც ბაქოს მრეწველობის დარგში ტექნიკურ გაუმჯობესებას ახორციელებდა. ვოსკობოინიკოვის წინადადებით, ნავთობის ჭაბურღილები ააშენეს თხრილის სახით. ამავდროულად, ბაქოსა და ბალახანში ნავთობის სარდაფები ქვის არხებით იყო დაკავშირებული. 1837 წლიდან 1839 წლამდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც აშენდა ვოსკობოინიკოვის ჩანახატების მიხედვით.
1846 წელს ბიბი ჰეიბათში, ბაქოს ნავთობ წარმოების დირექტორის, სამთო-საწარმოო კორპორაციის მაიორის კონდრატენკოს ხელმძღვანელობით, 13 წლით ადრე ვიდრე ედვინ დრეიკის ცნობილი ამერიკული ნავთობის ჭაბურღილი აშენდებოდა პენსილვანიაში, მსოფლიოში პირველი ნავთობის ჭაბურღილი აშენდა დღევანელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომლის სიღრმე 21 მეტრი იყო[7].
1846 წლიდან 1848 წლამდე მსოფლიოში პირველი თანამედროვე ნავთობის ჭაბურღილი იყო აქ. პირველი ნავთობი 1848 წლის 14 ივლისს ხის ჯოხების გამოყენებით მოიპოვებოდა[8].
1857 წელს მეწარმეები ვ. კოკორევი და პ. გუბონინი სურახანებში ჩაურაყეს საფუძველი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კონკურენციას უწევდა ამერიკულ კეროსინს[9].
1863 წელს ინჟინერ ჯავად მელიქოვის მიერ ბაქოში აშენდა ქარხანა, სადაც პირველად გამოყენებულ იქნა მაცივრები. მელიქოვის მიერ დაფუძნდა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა გროზნოში.
1863 წელს მეწარმე ვ. კოკორევის მოწვევით ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც სურახანებში მდებარეობდა ჩამოვიდა დიმიტრი მენდელეევი და რამდენიმე ხანი მუშაობდა, როგორც კონულტანტი[8].
ნავთობმაგნატები
რედაქტირება- ნობელის ძმების ნავთობის წარმოების პარტნიორობა — ბაქოში შეიქმნა ნავთობპროდუქტების წარმოებისა და დახვეწის, ასევე საკუთარი სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ქსელი. ბაქოში ძმები ნობელების მიერ აშენდა საგვარეულო რეზიდენცია და დაბა ვილა პეტროლეა კომპანიაში მომუშავეთათვის. დღესდღეობით რეზიდენცია აღდგენილია და მასში ძმები ნობელების მუზეუმი მდებარეობს[10].
- ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევი —1870 წელს მას ეკუთვნოდა კეროსინის ქარხანა. კეროსინის წარმოება წარმატებით მიმდინარეობდა და ამან გამოიწვია კომპანია „გ.ზ.ა თაღიევის“ დაარსება. თაღიევს ესმოდა, რომ შემოსავლების გასაზრდელად საჭიროა ინვესტიციების ჩადება სხვა სფეროებში. გამდიდრების შემდეგ თაღიევი გაიყვანს გზატკეცილს ქალაქიდან საკუთარ საწარმომდე, რომელიც ბიბი-ჰეიბეთში მდებარეობს და გააგრძელეს ბიბი-ჰეიბათის მეჩეთამდე. ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის რჩევით აღაბალა გულიევის თაოსნობით შეიქმნა სააქციო საზოგადოება „მილსადენი ბაქო-ბათუმი“, რათა აშენებულიყო „ბაქო-ბათუმის“ მილსადენი. ბაქო-ბათუმის მილსადენის მშენებლობა დაიწყო 1897 წელს. მისი მშენებლობა დასრულდა 1907 წელს.
- მურთუზა მუხტაროვი — 1890 წელს მუხტაროვმა გახსნა საკუთარი ჭაბურღილის კანტორა. 1891 წელს გაიხსნა მუხტაროვის მექანიკური ქარხანა. 1895 წელს მუხტაროვი ქმნის მოდერნიზებულ ჩარხს საბურღი მანქანისთვის, რაზეც შემდგომში იღებს სახელმწიფო პატენტს. ამ გამოგონებას მან დაარქვა „ბაქოს საბურღი სისტემა“. მუხტაროვის ჩარხი იყო გაცილებით უფრო სრულყოფილი, ვიდრე სხვები. XIX საუკუნის ბოლოს მუხტაროვი ბიბი-ჰეიბათში ქმნის საბურღი მოწყობილობების ქარხანას. ინსტრუმენტები, რომლებიც მუხტაროვის ქარხანაში მზადდებოდა იყიდებოდა რუსულ ბაზარზე და საზღვარგარეთაც ხდებოდა მისი ექსპორტირება. იგი თავად ხშირად ყიდულობდა ინსტრუმენტებს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ამერიკაში[11][12].
- მუსა ნაღიევი — ნაღიევი 18 წლის იყო, როდესაც მიწის ნაკვეთი შეიძინა. მას სურდა მიწათმოქმედებით დაკავება. როდესაც ჭაში საბურღი სამუშაოები მიმდინარეობდა მის ნაკვეთზე ნავთობის შადრევანი გაჩნდა და იმ დღიდან დაიწყო ნავთობის გაყიდვა. ამის შემდეგ მან სპეციალისტები დაიქირავა და რამდენიმე წელიწადში ბინაგადის დაბაში მყოფი ყველა ჭაბურღილი ნაღიევს ეკუთვნოდა. ის ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ნავთობმწარმოებელი იყო[13].
- შამსი ასადულაევი — 1874 წელს ასადულაევმა ბაქოში შექმნა ნავთობის მოპოვების ქარხანა. 1913 წლისთვის მისი პირადი შემოსავალი შეადგენდა 10 მილიონ რუბლს.
- სეიდ მირბაბაევი — მირბაბაევი იყო მომღერალი-ხანანდა. იგი მუღამს ასრულებდა. ერთ-ერთ ქორწილში ყოფნისას მირბაბაევმა ისე იმღერა, რომ სიძის ბიძამ მას ჭაბურღილი აჩუქა. შედეგად ადგილზე ბევრი ნავთობი აღმოჩნდა და მომღერალი მილიონერი გახდა[14].
- ისა-ბეგ ჰაჯინსკი — ჰაჯინსკი იყო სახელოვანი ოჯახიდან. იგი ვაჭარი იყო და ბევრ მიწას ფლობდა. XX საუკუნეში ჰაჯინსკი ავითარებს ჭაბურღილის მეწარმეობას ნავთობის ინდუსტრიის სფეროში. 1903 წელს დაარსდა ნავთობკომპანია. საწარმოს 30 კვალიფიცირებული მუშა ჰყავდა. 1912 წელს ნავთობმწარმოებელ კომპანიას „ისა ბეგ ჰაჯინსკის“ ჰქონდა ერთი სრული ხმა ბაქოს ნავთობმწარმოებელთა საბჭოში. კიდევ ერთი ხმა ჰქონდა ფირმას „ისა ბეგ ჰაჯინსკი და ძმები ჰამიდოვები“[15].
საუკუნის კონტრაქტი (1994)
რედაქტირება1994 წლის 20 სექტემბერს ბაქოში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 11 მსხვილი კომპანიის მიერ. 8 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ნავთობის წარმოებაზე სპეციალიზირდებოდნენ მოცემულ სფეროში თანამშრომლობა გადაწყვიტეს. კონტრაქტის თანახმად, კასპიის ზღვაში სამი სანავთობო ველის „აზერი“, „ჩირაგისა“ და „გიუნაშლის“ დამუშავება განხორციელდა. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი დიდი მნიშვნელობით გამოირჩეოდა, მიიღო „საუკუნის კონტრაქტის“ სახელწოდება.
მე-20 საუკუნის დასასრული
რედაქტირება1999 წლის დეკემბერში ორი აზერბაიჯანული ტანკერი, რომლებიც ნავთობით იყვნენ გავსებულნი გავიდნენ მსოფლიო ბაზარზე. ამ გაყიდვებისგან მიღებული ფული მოხვდა სანავთობო ფონდში, რომელიც ჰეიდარ ალიევის მიერ იყო შექმნილი და რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ამ პერიდში აშენდა და აღდგა ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი. 1997 წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანული ნავთობი ნოვოროსიისკის პორტში იქნა მიწოდებული. 1999 წლის 17 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის - ჰეიდარ ალიევის, საქართველოს პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძისა და უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მონაწილეობით შედგა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი გახსნის ცერემონია. სუფსის პორტის გავლით აზერბაიჯანული ნავთობი პირველად მიეწოდა დასავლეთს[16].
სტამბოლში შემდგარ სახელმწიფოს მეთაურების - ეუთოს წევრების სამიტზე ჰეიდარ ალიევმა, ედუარდ შევარდნაძემ და თურქეთის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა1999 წლის 18 ნოემბერს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის გავლით აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკების ტერიტორიების გავლით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“. ამასთანავე აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის რესპუბლიკებმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს „სტამბოლის დეკლარაციას“, სადაც მხარდაჭერა გამოუცხადეს პროექტს.
ნავთობის სტრატეგიის წყალობით, აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ენერგო პოტენციალს ატარებდა და რეგიონის განვითარებისთვის ახალი ეკონომიკური მოდელი ჩამოაყალიბა. ქვეყანამ გააფართოვა ურთიერთობები ევროპისა და აზიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებში. დაიწყო ისეთი ისეთი პროექტების რეალიზება, როგორიცაა ინოგეითი, ტრასეკა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ჰეიდარ ალიევის მიერ წამოწყებულმა ენერგო პოლიტიკის განვითარებამ უზრუნველყო აზერბაიჯანის გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება. ხელი შეუწყო მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში[17][18].
21-ე საუკუნის დასაწყისი
რედაქტირება2002 წლის 18 სექტემბერს სანგაჩალში დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა. ცერემონიას ესწრებოდნენ სამი ქვეყნი მეთაურები - აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და თურქეთის პრეზიდენტი აჰმეთ სეზერი, ასევე აშშ-ის წარმომადგენელი კასპიის საკითხებში სტივენ მანი. 2006 წლის 13 ივლისს შედგა ენერგეტიკული პროექტის გახსნა. პროექტის ღირებულება იყო 4 მლრდ დოლარი. პროექტის ოპერატორია BP.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ევროპისა და მთელ მსოფლიოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
შაჰდენიზის საველე გაიხსნა 1999 წელს. იგი ბაქოდან 70 კმ-ში მდებარეობს. შაჰ-დენიზის გაზსადენის განვითარების პირველი ეტაპი დაიწყო 2006 წელს. შაჰ-დენიზის გაზის ველი ბოლო ათწლეულის მანძილზე BP-ის გაზის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი ველია. 2007 წელს, დაიწყო მუშაობა შაჰ-დენიზის სანგაჩალის ტერმინალმა და აზერბაიჯანი გაზის მსხივ მწარმოებლად იქცა. შაჰ-დენიზის პროექტის 1-ლი ფაზა დასრულებულია და სამხრეთ კავკასიის მილსადენის გავლით 8 მილიარდი კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის საქართველოსა და თურქეთს[19].
2013 წლის დეკემბერში დამტკიცდა და შემუშავდა შაჰ-დენიზის პროექტის მე-2 ფაზა. შაჰ-დენიზი 2-ით იგეგმება თურქეთსა და ევროპაში გაზის ექსპორტი TANAP-ისა და TAP- ის საექსპორტო მილსადენებით[20].
2019 წლის 19 აპრილს აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის აქციონერებმა BP-მ და SOCAR-მა ხელი მოაწერეს კონტრაქტს $ 6 მლრდ ოდენობით "ცენტრალურ-აღმოსავლური აზერის" პლატფორმისთვის. მისი მშენებლობა იგეგმება აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ნავთობის მოპოვების ადგილას[21][22]. მშენებლობის დაწყება იგეგმება 2019 წელს, ხოლო დარულება 2020 წლის შუა პერიოდისთვის[23].
SOCAR
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია (SOCAR) —. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, რომელიც მთლიანად აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაშია. აწარმოებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებას კასპიის ზღვის აზერბაიჯანული ნაწილის სანაპირო და საზღვაო ზონებში. მართავს ქვეყნის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. კომპანია აგრეთვე ფლობს SOCAR-ის ავტოგასამართი სადგურების ქსელს აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, თურქეთში, რუმინეთსა და შვეიცარიაში. კომპანიაში სულ დაახლოებით 61 000 თანამშრომელი მუშაობს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოკარის საქმიანობა შედგება ნავთობის საბადოების ძიებით ზღვაში და ხმელეთზე; ნავთობის მომზადება, გამოყენება; გაზის, კონდენსატისა და მათგან მიღებული პროდუქტების ტრანსპორტირება. კომპანია ახორციელებს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას.
SOCAR Azerbaijan-ს გააჩნია 10% შაჰ-დენიზის კონსორციუმში, 25% ნავთობსადენზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და 10% აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ნავთობის საბადოს წარმოებაში. ამჟამად, „სოკარი“ აქტიურად გადის სხვა ქვეყნების ბაზრებზე. საქართველოში აქვს საწვავის სადგურების ქსელი, ინვესტირებას ახდენს ნავთობტერმინალის მშენებლობაში საქართველოს სუფსის პორტში.
კომპანიას გააჩნია საინვესტიციო პროგრამა 20 მილიარდი დოლარის ღირებულებით.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდი
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდი არის სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებს კოლექტიურ და სტაბილურ ფუნქციებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის № 240 ბრძანების მიხედვით, 1999 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის შექმნის თაობაზე. სახელმწიფო ნავთობის ფონდმა 2001 წლის ივლისიდან დაიწყო მუშაობა. იგი თანამშრომლობს სხვა სუვერენულ ფონდებთან. ფონდის მიზანია ნავთობისა და გაზის კონტრაქტების განხორციელების შედეგად მიღებული თანხების დაგროვება, ნავთობის შემოსავლების ეფექტიანი მართვა და თანხების შენახვა მომავალი თაობებისათვის; ნავთობის შემოსავლების შენარჩუნება და გამრავლება, მომავალი თაობებისათვის ეკონომიკური ბაზის შექმნა და, ამავე დროს, მათი გამოყენება მიმდინარე თაობებისთვის და ა.შ. ნავთობის ფონდის ძირითადი მიზანია ქვეყნის ეკონომიკის დაცვა შესაძლო უარყოფითი გავლენებისაგან[24]. 2007 წელს სახელმწიფო ნავთობის ფონდს მიენიჭა „გაეროს ჯილდო სახელმწიფო სამსახურისთვის“[25].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ İQTİSADİ VƏ STATİSTİK GÖSTƏRİCİLƏR დაარქივებული 2019-10-07 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
- ↑ Baku: City that Oil Built
- ↑ 27 fascinating things you didn't know about Azerbaijan
- ↑ 4.0 4.1 Как Баку стал нефтяным Клондайком. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-06. ციტირების თარიღი: 2018-11-23.
- ↑ История нефти. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-15. ციტირების თარიღი: 2018-11-23.
- ↑ История нефти 1803. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-15. ციტირების თარიღი: 2018-11-23.
- ↑ История нефти 1846. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-15. ციტირების თარიღი: 2018-11-23.
- ↑ 8.0 8.1 История нефти 1848. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-14. ციტირების თარიღი: 2018-11-23.
- ↑ История нефти 1857. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-14. ციტირების თარიღი: 2018-11-23.
- ↑ Бакинский отдел Товарищества нефтяного производства бр. Нобель (обзор фонда). — Баку, 1961, с. 4
- ↑ Фабрики и заводы всей России. Сведения о 31,523 фабриках и заводах. — Киев: Книгоиздательство Т-ва Л. М. Фиш, 1913. — С. 99.
- ↑ История Азербайджана. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1960. — Т. 2. — С. 544.
- ↑ От амбала до миллионера
- ↑ Рафик Джахангиров: "Для нас с братом дед был не столько великим композитором, сколько доверенным человеком. .."
- ↑ Драма дома Гаджинского
- ↑ Нефтепровод Баку-Джейхан
- ↑ ТРАНСПОРТ ЭНЕРГЕТИЧЕСКИХ РЕСУРСОВ СТРАНАМИ, ЛИШЕННЫМИ ВЫХОДА К ОТКРЫТЫМ МОРЯМ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-28. ციტირების თარიღი: 2018-11-24.
- ↑ Azerbaijan marks 20 years since oil contract. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-05. ციტირების თარიღი: 2018-11-24.
- ↑ ШАХ-ДЕНИЗ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-21. ციტირების თარიღი: 2018-11-24.
- ↑ Месторождения // Шахдениз
- ↑ BP, SOCAR sign deal to build new Azeri oil exploration platform
- ↑ BP and SOCAR sign new Azeri oil deal
- ↑ BP et des partenaires investissent 6 milliards de dollars en Azerbaidjan
- ↑ State Oil Fun Of The Republic Of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-26. ციტირების თარიღი: 2018-11-24.
- ↑ Госнефтефонд Азербайджана удостоен награды ООН \"За повышение прозрачности и ответственности на государственной службе\"