ტრანს-ადრიატიკული მილსადენი

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (ინგლ. Trans Adriatic Pipeline; შემოკლებით TAP, ბერძ. Αδριατικός Αγωγός Φυσικού Αερίου, იტალ. Gasdotto Trans-Adriatico, ალბ. Gazsjellësi Trans-Adriatik) — მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში. პროექტის თანახმად კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირი მოამარაგებს ევროპას. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი შეუერთდება ტრანს-ანატოლიურ მილსადენს. მისი სიგრძე 878 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10 მილიარდ კუბურ მეტრს სცდება[1]. პროექტის აქციონერებია ბრიტანული ნავთობის კომპანია British Petroleum (20%), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია SOCAR (20%), იტალიური კომპანია Snam (20%), ბელგიური კომპანია Fluxys (19%), ესპანური კომპანია Enagás (16%) და შვეიცარული კომპანია Axpo (5%). პროექტის დეველოპერები არიან შვეიცარიული EGL (შემდგომში Axpo), ნორვეგიული Statoil და გერმანული E.ON Ruhrgas.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის რუქა

პროექტის შესახებ

რედაქტირება

2003 წელს საერთაშორისო შვეიცარულმა კომპანიამ EGL GROUP-მა (შემდგომში Axpo) განაცხადა ტრანს-ადრიატიკული პროექტის შექმნის შესახებ და იმავე წელს დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური მხარეების შესწავლა, რომელიც დასრულდა 2006 წელს. კვლევის დროს გამოიკვეთა ორი ვარიანტი: ჩრდილოეთის მარშრუტი — ბულგარეთის, მაკედონიისა და ალბანეთის გავლით და სამხრეთის მარშრუტი - საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. საბოლოო ჯამში მიჩნეულ იქნა, რომ უკანასკნელი მარშრუტი უფრო მისაღები იყო. 2007 წელს დასრულდა მილსადენის ძირითადი ეტაპის პროექტირება[2].

2008 წელს EGL GROUP-მა და Statoil-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა საერთო წვლილის შეტანას ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობასა და ექპლუატაციაში[3]. ამავე წელს, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, საბერძნეთის ხელისუფლება იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს 200 კილომეტრიანი მილსადენის შენებისა საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან საბერძნეთ-ალბანეთის საზღვრებამდე[4]. 2009 წელს TAP იწყებს ალბანეთის მარშრუტის კვლევას.

2010 წელს იხსნება პროექტის სათაო ოფისები იტალიაში, საბერძნეთსა და ალბანეთში[5]. მაისის თვეში კი E.ON Ruhrgas უერთდება მილსადენის პროექტს[6]. 2010 წლის ნოემბერში იწყება მარშრუტის კვლევები საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში[7].

2012 წლის თებერვალში ტრანს-ადრიატიკული მილსადენი გახდა პირველი პროექტი, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებების ჩატარება შაჰ-დენიზის კონსორციუმთან[8]. უკვე აგვისტოში პროექტმა მიაღწია შეთანხმებას BP-სთან, SOCAR-თან და Total-to-სთან, რომლებიც დააფინანსებდნენ მას და ასევე ექნებოდათ საშუალება განეკარგათ აქციების 50%[9]. 2012 წლის სექტემბერში იტალიამ, საბერძნეთმა და ალბანეთმა მხარდაჭერა გამოუცხადეს მილსადენის პროექტს და ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს[10].

 
იტალიის, საბერძნეთისა და ალბანეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს სამმხივ ხელშეკრულებას

2013 წელს ალბანეთმა, იტალიამ და საბერნეთმა ხელი მოაწერეს სამმხივ ხელშეკრულებას, სადაც აღნიშნული იყო სამი ქვეყნის სრული მხარდაჭერა პროექტისადმი[11]. 2013 წლის ივნისში შაჰ-დენიზის კონსორციუმმა პრიორიტეტულ პროექტად აირჩია TAP-ი. ამის შედეგად დაიხურა პროექტის მთავარი კონკურენტი ნაბუქოს გაზსადენი[12].

2015 წლის დეკემბერში პროექტს შეუერთდა იტალიური კომპანია Snam და გახდა ერთ-ერთი აქციონერი.

2016 წელს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტს[13]. მაისში სალონიკში საფუძველი ჩაეყარა მილსადენის მშენებლობას[14].

2017 წლის აპრილში წარმატებით დასრულდა TAP-ის ჰიდროტესტირება[15], ხოლო სექტემბერში მილსადენის 50% მშენებლობა დასრულდა[16].

2019 წლიდან დაიწყება მილსადენით მეტი მოცულობის ბუნებრივი აირის გატარება, ხოლო 2020 წლისთვის ეტაპობრივად დაიწყება ევროპის ქვეყნების მომარაგება[17].

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტს მხარს უჭერენ ევროპული ინსტიტუტები და გამოყოფენ მის როლს მსოფლიო ენერგო პოლიტიკის უსაფრთხოებაში და დივერსიფიკაციაში.[18]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Trans Adriatic Pipelines[მკვდარი ბმული]
  2. Trans Adriatic Pipeline, just a partial enfranchisement from Russian gas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-12. ციტირების თარიღი: 2018-03-06.
  3. StatoilHydro and Swiss EGL Group sign an agreement to establish an equally-owned joint venture to develop, build and operate the Trans Adriatic Pipeline (TAP)
  4. TAP lays groundwork in Greece
  5. პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი -TAP establishes country offices in Greece, Albania and Italy
  6. E.On Ruhrgas joins Trans Adriatic Pipeline - Oil&Gas Journal
  7. პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - TAP begins route refinement study in northern Greece
  8. პროექტ ტრან-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - Trans Adriatic Pipeline selected by Shah Deniz as the priority route to Italys
  9. BP, Socar, Total pledge to fund gas pipeline-TAP - Reuters
  10. TAP Gas Pipeline Project Gains Support of Italy, Greece, Albania -bloomberg.com
  11. პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - Greece, Italy and Albania sign a tri-lateral intergovernmental agreement, demonstrating their full support for TAP
  12. პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - Shah Deniz Consortium selects the Trans Adriatic Pipeline (TAP) as European export pipeline
  13. Commission approves agreement between Greece and TAP allowing new gas pipeline to enter Europe - europa.eu
  14. ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა დაიწყო - bpi.ge[მკვდარი ბმული]
  15. პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - TAP’s Progress in Greece: First Hydrotest Completed
  16. პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - Trans Adriatic Pipeline is 50% Completed
  17. TAP pipeline on course for first gas to Italy in early 2020 - Reuters
  18. პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ -გვერდი - Trans Adriatic Pipeline The EU status