საუკუნის კონტრაქტი (1994)

საუკუნის კონტრაქტი (აზერ. Əsrin müqaviləsi) — კონტრაქტი, რომელსაც ხელი მოეწერა 1994 წლის 20 სექტემბერს გიულისტანის სასახლეში, ბაქოში, 11 მსხვილი კომპანიის მიერ. ესენი არიან 8 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ნავთობის წარმოებაზე სპეციალიზირდებიან. კონტრაქტის თანახმად კასპიის ზღვაში სამი სანავთობო ველის „აზერი“, „ჩირაგისა“ და „გიუნაშლის“ დამუშავება განხორციელდა. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი დიდი მნიშვნელობით გამოირჩეოდა, მიიღო „საუკუნის კონტრაქტის“ სახელწოდება. ის შევიდა ყველაზე მსხვილი შეთანხმებების სიაში, როგორც ნახშირწყალბადების მარაგის რაოდენობის მხრივ, ასევე ინვესტიციების მთლიანი მოცულობის თვალსაზრისით.

2001 წლის 16 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, „საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერის დღე - 20 სექტემბერი, აღინიშნება, როგორც ნავთობის მუშაკთა დღე აზერბაიჯანში[1].

მონაწილეები

რედაქტირება

საუკუნის კონტრაქტში წარმოდგენილი იყო 13 კომპანია (ამოკო, BP, მაკდერმოტი, იუნიკალი, სოკარი, ლუკოილი, სტატოილი, ეკსონი, თურქიშ პეტროლიუმი, პენზოილი, იტოჩუ, რემკო, დელტა) 8 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, რუსეთი და საუდის არაბეთი)[2]. მოცემულმა კონტრაქტმა დაუდო საფუძველი 26 ხელშეკრულების ხელმოწერას 41 სანავთობო კომპანიასთან 19 ქვეყნიდან.

 
აზერბაიჯანის საფოსტო ყუთი, რომელიც ეძღვნება „საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერის 20 წლისთავს

სამართლებრივი საფუძველი

რედაქტირება

„საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერის შემდეგ მისმა მონაწილეებმა შექმნეს სამუშაო სტრუქტურები — სახელმძღვანელო კომიტეტი, აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანია (ამოკო) და საკონსულტაციო საბჭო. 1994 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა (პარლამენტმა) მოახდინა „საუკუნის კონტრაქტის“ რატიფიცირება. ამის შემდეგ კონტრაქტმა იურიდიული ძალა მიიღო.

ტექნიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა

რედაქტირება

„საუკუნის კონტრაქტს“ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. 1995 წელს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ხელახლა აღჭურვილ იქნა თანამედროვე ტექნიკით ჩირაგ-1 პლატფორმა. ახალი საბურღების დამონტაჟებამ შესაძლებელი გახადა ჰორიზონტალური ფენების გაბურღვა. 1999 წელს აზერბაიჯანული ნავთობით შევსებული ორი ტანკერი გავიდა მსოფლიო ბაზარზე. მოცემული გაყიდვებიდან მიღებული თანხა სანავთობო ფონდია ანგარიშზე დაჯდა, რომელიც შექმნილი იყო ჰეიდარ ალიევის ინიციატივით. აღდგენილ და მოდერნიზებულ იქნა ბაქო-ნოვოროსისკის მილსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთი. 1997 წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანული ნავთობი პირველად იქნა მიწოდებული ნოვოროსისკის პორტში.

 
აზერი-ჩირაგ-გუნეშლის ნავთობის ველი

პოლიტიკური როლი

რედაქტირება

ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა, მთავარი ნავთობსადენიც დიდი პოლიტიკურ როლს თამაშობს. 1994 წლის 20 სექტემბერს გიულისტანის სასახლეში ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება ღრმაწყლოვანი ნავთობის ველების აზერი-ჩირაგ-გუნეშლის შემუშავების შესახებ, რომელიც მდებარეობს კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში.

„საუკუნის კონტრაქტი“ რატიფიცირებულ იქნა მილი მეჯლისის მიერ და ძალაში შევიდა 1994 წლის 12 დეკემბერს. კონტრაქტის ფარგლებში შემოსავლების 80% რჩება აზერბაიჯანს, ხოლო დანარჩენი 20%  საინვესტიციო კომპანიებს.

„საუკუნის კონტრაქტი“ და არქეოლოგიური კვლევები აზერბაიჯანში

რედაქტირება

2001-2005 წლებში აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და სამხრეთ კავკასიური კორიდორის მთელს პერიმეტრზე ჩაატარეს არქეოლოგიური სამუშაოები. ამ დროის განმავლობაში აღმოაჩინეს და შეისწავლეს ასობით ისტორიული ძეგლი, რომლებიც მოიცავს ენეოლითისა და შუა საუკუნეების ეპოქას. ეს ძეგლები აღმოაჩინეს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებში.

აღმოაჩინეს ყორღანები, რომლებიც ეკუთვნიან მტკვარ-არაქსის ადრეულ ბრინჯაოს კულტურას. შამქირჩაის მარცხენა სანაპიროზე გამოიკვლიეს 3 ასეთი ყორღანი. გათხრების დროს აღმოაჩინეს სამკაულები და საყოფაცხოვრებო ნივთები, თიხის ქვევრები და სხვადასხვა სახის იარაღი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. День нефтяников Азербайджана
  2. “КОНТРАКТ ВЕКА”:долгое и стремительное десятилетиеl