ლუკოილი
ლუკოილი (რუს. Лукойл) — რუსული ნავთობმომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი კომპანია შტაბ-ბინით მოსკოვში. კომპანიის სახელწოდება შედგება კომპანიის სამი ძირითადი საბადოს სახელწოდების პირველი ასოსგან (ლანგელასი, ურაი, კოგალიმი) და სიტყვისგან „ოილ“ (ინგლ. oil — ნავთობი)[1][2].
შვილობილ(ებ)ი | ლუკოილ-ჯორჯია |
---|
რუსეთის სიდიდით მეორე შემოსავლიანი კომპანია გაზპრომის შემდეგ.[3]. 2007 წლამდე იყო უმსხვილესი მოპოვებითი ნავთობკომპანია რუსეთში.[4].
საქართველო
რედაქტირება„ლუკოილი“ საქართველოში წარმოდგენილია შვილობილი კომპანიის „ლუკოილ-ჯორჯიას“ სახით.
2021 წლის აგვისტოდან საქართველოში ფიზიკურმა პირებმა და კერძო კომპანიებმა „ლუკოილის“ ბარათებითა და ტალონებით საწვავი ვერ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკვე გადახდილი ჰქონდათ. „ლუკოილ-ჯორჯიას“ განმარტების მიხედვით, ამის მიზეზი კომპანია „უნიგრუპთან“ გაწყვეტილი ხელშეკრულება გახდა, რომელიც საწვავის გაყიდვაზე მესამე პირებთან ხელშეკრულებას აფორმებდა. დაზარალებული მოქალაქეები და ბიზნესსუბიექტები კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიას“ თაღლითობაში ადანაშაულებენ და მათ მიერ შესყიდული საწვავის მიღებას ითხოვენ.[5] გამოცემა bm.ge-ს ცნობით, არ არის გამორიცხული ლუკოილისა და უნიგრუპის საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Создание нефтяного концерна «ЛАНГЕПАСУРАЙКОГАЛЫМНЕФТЬ» («ЛУКОЙЛ»). // lukoil.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-26.
- ↑ What does LUKOIL stand for?. // acronymfinder.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2013-05-08.
- ↑ Рейтинг крупнейших компаний России по объёму реализации продукции დაარქივებული 2018-07-18 საიტზე Wayback Machine. // raexpert.ru
- ↑ Денис Ребров, Наталья Гриб, Наталья Скорлыгина. (2007-05-04) Крупнейшая добывающая. Коммерсантъ. ციტირების თარიღი: 2018-01-15.
- ↑ „ლუკოილს” თაღლითობაში ადანაშაულებენ - მომხმარებლები ტალონებით შეძენილ საწვავს ვერ ანაღდებენ[მკვდარი ბმული]
- ↑ როგორ “გადააგდეს” ლუკოილის მომხმარებლები[მკვდარი ბმული]