მუჰამედ საიდ ალ-ატარი

მუჰამედ საიდ ალ-ატარი ( არაბ. محمد سعيد العطار ‎ დ.1927 წლის 26 ნოემბერი, ჯიბუტი2005 წლის 20 ნოემბერი, ბეირუთი, ლიბანი ) — იემენელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე,იემენის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (9 მაისი, 19946 ოქტომბერი, 1994), ეკონომისტი, დიპლომატი, პედაგოგი, მეცნიერებათა დოქტორი (1962).[1]

მუჰამედ საიდ ალ-ალტარი
მუჰამედ საიდ ალ-ალტარი
იემენის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 მაისი 1994 – 6 ოქტომბერი 1994
წინამორბედიჰაიდარ აბუ ბაქრ ალ-ატასი
მემკვიდრეაბდელ აზია აბდელ ღანი

დაბადებული1 იანვარი 1927
გარდაცვლილი20 ნოემბერი 2005
ბეირუთი, ლიბანი
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
ჯილდოებისაპატიო ლეგიონის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუჰამედ საიდ ალ-ატარი სკოლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა პარიზში, სადაც მიიღო ხარისხი ფრანგულ ლიტერატურაში პარიზის უნივერსიტეტიდან და დოქტორის ხარისხი (დოქტორი) ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში სორბონში. 1958-1962 წლებში იქვე კითხულობდა ლექციებს. 1959 წლიდან 1962 წლამდე მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად პარიზის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კვლევის ინსტიტუტში.

1962 წელს იგი გახდა ჩრდილოეთ იემენის რესპუბლიკური რევოლუციური მოძრაობის წევრი და მხარი დაუჭირა "26 სექტემბრის რევოლუციას"იმამების წინააღმდეგ. 1962 წლის ნოემბერში დაინიშნა იემენის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ გენერალურ დირექტორად და ეკონომიკურ საკითხებში უმაღლესი საბჭოს წევრად. შემდგომში, 1965 წლიდან 1967 წლამდე, იყო ვიცე -პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი და უმაღლესი დაგეგმარების კომიტეტის წევრი. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა 1967 წლის “სანაას 70-დღიანი ალყის“ დროს, რამაც განსაზღვრა ჩრდილოეთ იემენის სამოქალაქო ომის შედეგი.[2]

დიპლომატიური და სახელმწიფო სამსახური

რედაქტირება

1968-1971 წლებში იყო იემენის არაბთა რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლი გაეროში ნიუ-იორკში; კვლავ დაიკავა ხსენებული თანამდებობა 1973 წელს. იემენს წარმოადგენდა ელჩის რანგში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონფერენციებზე 1971 წელს და 1972 წელს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ კონფერენციაზე. 1974 წლიდან 1985 წლამდე იყო გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის დასავლეთ აზიის აღმასრულებელი მდივანი (ამჟამად ESCWA ).

იემენის გაერთიანებამდე და მის შემდეგ მუშაობდა მთავრობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად (1994), ვიცე პრემიერ- მინისტრად (1985-1990, 1992-1994, 1995-1997), განვითარების მინისტრად (1985-1990 წწ.), ცენტრალური დაგეგმვის ორგანოს თავმჯდომარედ (1985), იკავებდა მრეწველობის მინისტრის პოსტს (1990-1992), იყო ქვეყნის გენერალური საინვესტიციო ორგანოს თავმჯდომარე (1992-1993) და ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრი (1995-1997).[3]

1997 წლიდან 2002 წლამდე იყო იემენის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ჟენევაში.

მუჰამედ საიდ ალ ატარი იყო საერთაშორისო სოციოლოგიური ასოციაციის ( მადრიდი ), ეკონომიკური მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ( ჟენევა ), მესამე მსოფლიო ფორუმის ( დაკარი ) და არაბული კვლევითი ცენტრის ( ამანი ) წევრი.

ავტორია წიგნისა “იემენის ეკონომიკური და სოციალური განვითარება: იემენის რევოლუციის პერსპექტივები.“

მან გამოაქვეყნა სტატიები და კვლევები სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში, მათ შორის Le Monde ( პარიზი ), Politique Etrangere (პარიზი), Economie et Humanisme (პარიზი), Revolution Africanine ( ალჟირი ), Al-Ahram და At-Talia ( „ ავანგარდი“ ) (კაირო), „ დირასათ არაბია“ ( ბეირუთი ) და „ ქალები და აფრიკა“ (პარიზი).

მუჰამედ საიდ ალ-ატარი გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალეს 2005 წლის 23 ნოემბერს ბეირუთში .[4]

  1. "Index At-Az".
  2. "About ESCWA | United Nations Economic and Social Commission for Western Asia". Archived from the original on 5 March 2016.
  3. "- رئاسة الجمهورية ومجلس الوزراء ينعيان وفاة المناضل الكبير الدكتور محمد سعيد العطار". (არაბ.)
  4. http://www.alhayat.com/article/1241173[dead link]