მუჰამედ იბნ ნაიფ ალ საუდი
მუჰამედ იბნ ნაიფ იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი ( არაბ. محمد بن نايف بن عبد العزيز آل سعود დ. 1959 წლის 30 აგვისტო, ჯიდა, საუდის არაბეთი ) — საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე და პრემიერ მინისტრის მეორე მოადგილე 2015 წლის 29 აპრილიდან 2017 წლის 21 ივნისამდე. [1] ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი 2012 წლიდან 2017 წლამდე. პოლიტიკის და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე.
მუჰამედ იბნ საიდ ალ საუდი | |
არაბ. محمد بن نايف آل سعود | |
საუდის არაბეთი ტახტის მემკვიდრე პრემიერ-მინისტრის მეორე მოადგილე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 აპრილი 2015 – 21 ივნისი 2017 | |
მონარქი | სალმანი (საუდის არაბეთი) - სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (2015)-დან |
წინამორბედი | მუკრინ იბნ აბდულ აზიზ ალ საუდი (2015—2015) |
მემკვიდრე | მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი (2017)-დან |
საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი | |
დაბადებული | 30 აგვისტო 1959 |
მამა | ნაიფ იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი |
დედა | ჯაუხარა ბინთ აბდულ-აზიზ იბნ მუსაიდ ალ საიდი |
შვილები | ქალიშვილები: სარა და ლულუ |
განათლება | ლუისის და კლარკის კოლეჯი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
რელიგია | ისლამი, სუნიზმი |
2015 წლის იანვარში მეფე აბდულას გარდაცვალების შემდეგ, საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეების რიგში მეორე ადგილს იკავებდა ბიძის, პრინც მუქრინ იბნ აბდულ-აზიზის შემდეგ. [2] თუმცა, ტახტზე მემკვიდრეობის პრინციპის შეცვლის შემდეგ, 2015 წლის 29 აპრილიდან გახდა ტახტის მემკვიდრე. მუჰამედი საუდების სახლის წევრი და მეფე სალმანის ძმისშვილია. [3]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები და განათლება
რედაქტირებადაიბადა 1959 წლის 30 აგვისტოს ჯიდაში. მუჰამედი პრინც ნაიფის მეორე უფროსი ვაჟია ათშვილიან ოჯახში. [4] მისი უფროსი ძმაა პრინცი საუდი (დაიბადა 1956 წელს) . [5] მათი დედა — ჯაუჰარა ბინთ აბდულ-აზიზ იბნ მუსაიდ ალ საუდი, საუდების სახლის ალ-ჯილუვის შტოს წარმომადგენელი, [4] გარდაიცვალა 2019 წლის ივლისში. [6]
მუჰამედი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა აშშ-ში, ლუისისა და კლარკის კოლეჯში, დახურა რამდენიმე კლასი, მაგრამ სწავლა არ გაუგრძელებია. [7] 1985 წლიდან 1988 წლამდე გადიოდა FBI უსაფრთხოების კურსებს, 1992 წლიდან 1994 წლამდე სწავლობდა სკოტლანდ იარდის ანტიტერორისტულ ქვედანაყოფებში.[8]
1999 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწედ. ამ დანიშვნამდე ის იყო მეწარმე. [7] მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სამინისტროს ანტიტერორისტული პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. მუჰამედმა შექმნა მეამბოხეებთან ბრძოლის სამთავრობო პროგრამა. მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე ყოფნისას ასევე იკავებდა სამოქალაქო თავდაცვის დირექტორის პოსტს. [9] ითვლება, რომ მან წარმატებით შეასრულა მინისტრის თანაშემწის მოვალეობა.
2004 წელს გახდა მეორე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2010 წლის ოქტომბერში მან გააფრთხილა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ტერორისტული შეთქმულების შესახებ. [10] 2012 წლის ივლისში პრინც ნაიფის გარდაცვალებისა და შინაგან საქმეთა მინისტრად პრინცი აჰმედ ბინ აბდულ-აზიზ ალ საუდის დანიშვნის შემდეგ, პრინცი მუჰამედმა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. [3]
2009 წლის ნოემბერში მეფე აბდულამ მუჰამედი გავლენიან უმაღლეს საბჭოში საუდის არაბეთის ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით დანიშნა. ეს დანიშვნა განიხილებოდა, როგორც მეფისნაცვლის ნაიფის ძალაუფლების გაზრდა მეფე აბდალას ბრძანებით. [11] მეორეს მხრივ, ამ დანიშვნამ პრინც მუჰამედს საშუალება მისცა გაეფართოებინა თავისი გავლენა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. [12]
2012 წლის 5 ნოემბერს მეფე აბდულამ გასცა ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან პრინცი აჰმედის გადაყენების შესახებ და მის პოსტზე დაინიშნა პრინცი მუჰამედი, რომელიც გახდა საუდის არაბეთის მეათე მინისტრი. [3] [13] 6 ნოემბერს უფლისწულმა ფიცი დადო მეფე აბდულას თანდასწრებით. [14] უფლებადამცველებმა დანიშვნა დადებითად არ მიიღეს პრინცი მუჰამედის პროფესიული გამოცდილების გამო, რომელმაც დააპატიმრა ათასობით ეჭვმიტანილი მეამბოხე. [15] თუმცა, იგი ნაკლებად კორუმპირებულად ითვლებოდა და თავისი თაობის სხვა უფროს უფლისწულებთან შედარებით ბოროტად არ იყენებდა თანამდებობას. [15]
2013 წლის იანვარში პრინცი მუჰამედი შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს დევიდ კამერონს. 2013 წლის 14 იანვარს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას . მათ უსაფრთხოებისა და რეგიონული განვითარების საკითხები განიხილეს. 2013 წლის იანვრის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პრინცმა მუჰამედმა გამოაცხადა, რომ საუდის არაბეთის ქალებს დირექტორატში მუშაობის უფლება ექნებოდათ.
2014 წლის თებერვალში, პრინცმა მუჰამედმა აიღო პასუხისმგებლობა სირიის საკითხებზე და შეცვალა საუდის არაბეთის დაზვერვის უფროსი პრინცი ბანდარ ბინ სულთანი, რაშიც მას დაეხმარა პრინცი მუტაიბ იბნ აბდალა, საუდის არაბეთის ეროვნული გვარდიის მინისტრი.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქმა დაადანაშაულა საუდის არაბეთი სირიაზე, ერაყსა და სხვა ქვეყნებზე ნეგატიურ ზეგავლენაში და განაცხადა:
„ისინი ერაყს სირიის გავლით უტევენ და პირდაპირ გამოუცხადეს ომი ერაყს,ისევე, როგორც ომი გამოუცხადეს სირიას, სამწუხაროდ ეს ყველაფერი ხდება რელიგიურ ნიადაგზე და პოლიტიკურ საფუძველზე. “
|
2015 წლის 23 იანვარს გამოცხადდა, რომ მეფე სალმანმა დანიშნა მუჰამედ ბინ ნაიფი მეფისნაცვლის მოადგილედ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ნაბიჯმა ხელი შეუწყო საგვარეულოში დინასტიური არასტაბილურობის შიშების გაქრობას. ამრიგად, პრინცი მუჰამედი გახდა თავისი თაობის პირველი წარმომადგენელი, ვინც ოფიციალურად დაიკავა ადგილი ტახტის მემკვიდრეთა რიგში.
პრინცი მუჰამედი ასევე დაინიშნა პოლიტიკური და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და საბჭოს ხელმძღვანელის რანგში აღმოჩნდა ოპერაცია Resolve Storm-ის ერთ-ერთი წამყვანი მეთაური. ეს იყო საუდის არაბეთის პირველი მასიური სამხედრო ოპერაცია 21-ე საუკუნეში..
სამეფო ოჯახის წევრების უმეტესობისგან განსხვავებით, პრინცი მუჰამედი აქტიურად ეკონტაქტება პრესას. [16] ტერორიზმთან ბრძოლაზე საუბრისას ის, მამამისის მსგავსად, ემხრობა რკინის მუშტის პოლიტიკას. [12] ისევე როგორც ელიტის სხვა გავლენიანი წევრები, თვლის, რომ ტერორიზმი უნდა განიხილებოდეს, როგორც დანაშაულის ფორმა და დაუნდობელი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით მოგვარდეს. ლიბანელმა პოლიტიკოსმა ვალიდ ჯუმბლატმა დაახასიათა პრინცი მუჰამედი, როგორც ლიბანის შინაგანი უსაფრთხოების ძალების ყოფილი გენერალური დირექტორის გენერალ აშრაფ რაფის საუდელი ანალოგი.[17]
დასავლური სადაზვერვო სააგენტოები ქებას ასხამენ პრინც მუჰამედს საუდის არაბეთის ანტიტერორისტული პროგრამებისთვის. [16] მან მოითხოვა „უსაფრთხოების არხის“ შექმნა აშშ-სთან ინფორმაციის გაცვლის გასაადვილებლად. მუჰამედ ბინ ნაიფი იემენს „ არშემდგარ სახელმწიფოდ “ მიიჩნევს, რომელიც საუდის არაბეთისთვის სერიოზული საფრთხეს წარმოადგენს. მას მიაჩნია, რომ იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი კონტროლს კარგავს. ის უშუალოდ იემენელ ტომებთან მუშაობის სტრატეგიის მომხრეა, რომლებიც გმობენ ტერორიზმს.
პრინცი ფიქრობს, რომ პაკისტანთან ურთიერთობის დალაგება ავღანეთთან დკავშირებით მოითხოვს პაკისტანთან ნამდვილ თანამშრომლობას. ის პაკისტანელ გენერალ აშფაკ კაიანს „კარგ ადამიანად“ მოიხსენიებს. მუჰამედი გამოთქვამს შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამის გამო . საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას ის მეფის პრეროგატივად მიიჩნევს. ამერიკელმა დიპლომატებმა შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ მუჰამედი მოიხსენიეს, როგორც "საუდის არაბეთის კაბინეტში ყველაზე პროამერიკული მინისტრი". [18]
ჟურნალი Economist აღწერს პრინც მუჰამედს, როგორც ენერგიულ და თავშეკავებულ კაცს და აცხადებს, რომ მხოლოდ ის გახდება ტახტის ერთ-ერთი კანდიდატი, როდესაც მემკვიდრეობის ხაზი გადავა მეფე აბდულაზიზის შვილიშვილებზე. [19] 2012 წლის ივნისში მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ასევე განიხილება ტახტის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად. [20] 2011 წელს მაიკლ ჰეიდენმა პრინცი მუჰამედი მსოფლიოს ხუთ ყველაზე ძლევამოსილ მცველებს შორის მოიხსენია. [21]
მუჰამედ იბნ ნაიჰ ალ საუდზე უშედეგოდ განხორციელდა ოთხი თავდასხმა. [22] მესამე მცდელობა მოხდა 2009 წლის 27 აგვისტოს. [22] პრინცი მსუბუქად დაშავდა არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-კაიდასთან დაკავშირებული თვითმკვლელი ტერორისტის აბდულა ჰასან ალ-აზირის აფეთქების შედეგად. მკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე ალ-აზირი ესაუბრა პრინცს და გამოთქვა სურვილი თავად მიეღო მონაწილეობა ტერორისტების რეაბილიტაციის სამთავრობო პროგრამაში. მისი უფლისწულის სასახლეში შეღწევა აშკარად ეშმაკური ნაბიჯი იყო. [23] ალ-აზირი იემენის პროვინცია მარიბიდან ჯიდაში აპირებდა გამგზავრებას. რამადანის დროს, როგორც "კეთილისმსურველი", რიგში იცდიდა პრინცის სახლთან ჯიდაში. მუჰამედის გამოჩენის მოლოდინში მან ბომბი ააფეთქა და ადგილზე დაიღუპა. პრინცი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა, რადგან ის აფეთქების ძირითადი ძალისგან თვითმკვლელი ტერორისტის სხეულმა დაიცვა. [24] როდესაც სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში გამოჩნდა, მუჰამედს მარცხენა ხელის ორი თითი ბინტით ჰქონდა გადახვეული. როგორც თავად განაცხადა:
„მე არ მსურდა მასზე თვალთვალის დაწესება, თუმცა მან გამაოცა, როდესაც თავი აიფეთქა. ამან მხოლოდ გააძლიერა ჩემი გადაწყვეტილება, ვებრძოლო ტერორიზმს სამეფოში.“
|
თვითმკვლელმა ტერორისტმა გამოიყენა სხეულში დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც "სხეულის ღრუს ბომბი" (BCB) — ქირურგიულად ჩამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. [25] [26]
ეს იყო სამეფო ოჯახის წევრის წინააღმდეგ მიმართული მკვლელობის პირველი მცდელობა 2003 წლის შემდეგ და ქვეყანაში ალ-კაიდასთან დაკავშირებული თავდასხმები გაიზარდა. [27] [28] პრინც მუჰამედზე ბოლო მკვლელობის მცდელობა მოხდა 2010 წლის აგვისტოში. [22]
2017 წლის 21 ივნისს გამოცხადდა სამეფო განკარგულება. პრინცი მუჰამედ ბინ ნაიფი გადააყენეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან. [1] ტახტის მემკვიდრის ადგილი დაიკავა მეფე სალმანის ვაჟმა, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა, რომელიც აირჩია ერთგულების საბჭოს 31 (34-დან) წევრმა მუჰამედ იბნ ნაიფი მინისტრის პოსტზე შეცვალა პრინცმა აბდულაზიზ იბნ საუდ იბნ ნაიფმა.
დაპატიმრება
რედაქტირება2020 წლის მარტში ის დააკავეს იმის გამო, რომ არ დაეთანხმა მემკვიდრე უფლისწულ მუჰამედ ბინ სალმანის მცდელობებს ქვეყანაში მოეხდინა ძალაუფლების ყველა ბერკეტზე კონტროლის კონსოლიდაცია. [29]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადაქორწინებულია პრინც სულთან იბნ აბდულ-აზიზის ასულზე. [19] ჰყავს ორი ქალიშვილი: სარა და ლულუ. [7]
Ჯილდოები
რედაქტირება- მეფე ფეისალის I ხარისხის ორდენის კავალერი ( 2001 წლის 6 მარტი )
- მეფე აბდულაზიზის I ხარისხის ორდენის კავალერი ( 2009 წლის 6 სექტემბერი )
- საპატიო ლეგიონის დიდი ოფიცერი ( საფრანგეთი, 4 მარტი, 2016 წ. )
- რესპუბლიკის ორდენი ( თურქეთი, 09/30/2016)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „Король Саудовской Аравии сменил наследника“. Лента.Ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-07. ციტირების თარიღი: 2017-06-21.
- ↑ „New Saudi Deputy Crown Prince marks generational shift“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-12. ციტირების თარიღი: 2014-01-23.
- ↑ 3.0 3.1 3.2 „Saudi Arabia's king appoints new interior minister“. BBC. 2012-11-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2012-11-05.
- ↑ 4.0 4.1 Murphy, Caryle (2008-06-05). „The heir apparent“. Global Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2012-05-05.
- ↑ „Saudi king names new governor for restive oil region“. Reuters. Jeddah. 2013-01-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-14. ციტირების თარიღი: 2013-01-14.
- ↑ „Saudi royal passes away, court announces“. Khaleej Times. 2019-07-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-21. ციტირების თარიღი: 2020-06-19.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Murphy, Caryle (2010-09-10). „In Saudi Arabia. A softer approach to fighting terror“. Global Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-16. ციტირების თარიღი: 2012-05-24.
- ↑ „Prince Muhammad escapes assassination attempt“. SUSRIS. Arab News. 2009-08-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-22. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
- ↑ „CDO Grants Prince Ahmed bin Abdulaziz Medal of Commander“. Gulf in the Media. Riyadh. Saudi Press Agency. 2009-10-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-14. ციტირების თარიღი: 2012-11-10.
- ↑ Mazzetti, Mark; Worth, Robert F. (2010-10-30). „U.S. Sees Complexity of Bombs as Link to Al Qaeda“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-17. ციტირების თარიღი: 2017-09-30.
- ↑ Clasmann, Anne-Beatrice (2009-11-20). „Discreetly, Saudis speculate about the throne succession“. M&C News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2012-04-29.
- ↑ 12.0 12.1 „The Al Saud succession challenge“. AMEinfo. 2012-07-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-19. ციტირების თარიღი: 2012-07-17.
- ↑ „Profile: Saudi Interior Minister Prince Mohammed bin Naif“. Asharq Alawsat. 2012-11-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-15. ციტირების თარიღი: 2013-02-01.
- ↑ „Prince Muhammad takes oath of office“. MENAFN. Arab News. 2012-11-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-24. ციტირების თარიღი: 2012-11-10.
- ↑ 15.0 15.1 „The younger generation, at last?“. The Economist. 2012-11-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-11. ციტირების თარიღი: 2012-12-08.
- ↑ 16.0 16.1 „Saudi Arabia’s ambitious Al Qaida fighter“. MSNBC. 2005-07-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-28. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
- ↑ „Jumbulatt recounts Suadi trip, Money problems, Syrian threats“. Al Akhbar. 2006-07-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-23. ციტირების თარიღი: 2015-04-11.
- ↑ „Obama meets pro-U.S. young Turk in aging Saudi cabinet“. World Tribune. Washington. 2013-01-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-05. ციტირების თარიღი: 2013-04-19.
- ↑ 19.0 19.1 „Time, surely, for a much younger one“. The Economist. 2011-10-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-03. ციტირების თარიღი: 2012-04-26.
- ↑ Thomas W. Lippman (2012-06-16). „Saudi Arabia Moves Closer to A New Generation of Leaders“. Al Monitor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-05. ციტირების თარიღი: 2012-06-17.
- ↑ „Michael Hayden: The World's 7 Most Powerful Defenders And Offenders“. Forbes. 2011-02-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-05. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
- ↑ 22.0 22.1 22.2 Abdullah Al Oraifij (2010-08-16). „Fourth assassination attempt against Prince foiled“. Saudi Gazette. Riyadh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-22. ციტირების თარიღი: 2013-04-19.
- ↑ Kevin Sullivan (2015-01-23). „Meet the Saudi royal family's rising star, Prince Mohammed bin Nayef“. The Washington Post. Riyadh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-24. ციტირების თარიღი: 2015-01-23.
- ↑ „Saudi prince spoke to bomber on phone before attack“. Reuters. 2009-09-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-02. ციტატა: „On the recording broadcast by Saudi-owned Al Arabiya, the two men are heard exchanging pleasantries and congratulating each other for the holy month of Ramadan, which was then being observed by Muslims around the world, indicating that the conversation took place in recent weeks. 'I need to meet you to tell you the whole story', the man told the prince. 'If you come I will sit with you and both of us can give whatever he has to his companion', the prince replied“
- ↑ Bunker, R.J. Flaherty, C. (2013). Body Cavity Bombers: The New Martyrs. A Terrorism Research Center Book. iUniverse, Inc. Bloomington, 2013.
- ↑ „Saudi prince wounded by suicide bomber vows to fight Al-Qaida“. Haaretz. 2009-08-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-22. ციტირების თარიღი: 2012-05-24.
- ↑ „King commended the efforts of the Prince in the service of country and religion“. Al Arabiya (არაბული). 2009-08-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-31. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
- ↑ „Al Qaeda claims Saudi prince bomb“. BBC. 2009-08-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-27. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
- ↑ „Раскрыта причина ареста членов королевской семьи Саудовской Аравии“. Lenta.Ru. 2020-03-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-22. ციტირების თარიღი: 2020-03-08.