ალ-კაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე
ორგანიზაცია ალ-კაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე ან მოკლედ AQAP ( არაბ. القاعدة في جزيرة العرب ინგლ. Al-Qaeda in the Arabian Peninsula (AQAP) — ფუნდამენტალისტური ისლამური შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფება, იემენის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ძალა. დაფუძნებულია იემენში, ახორციელებს ქმედებებს საუდის არაბეთში. ფლობს ჟურნალს Inspire, რომელიც გამოდის ალ-კაიდას სახელით.
ალ-კაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე | |
---|---|
არაბ. القاعدة في جزيرة العرب | |
იდეოლოგია: | ისლამური ფუნდამენტალიზმი |
ლიდერები: |
ანვარ ალ-ავლაკი † კასიმ ალ-რეიმი † |
შექმნის თარიღი: | 2009 |
წევრების რაოდენობა: | 6000 |
კონფლიქტებში მონაწილეობა: |
იემენის საპროტესტო აქციები (2011) ტერორიზმთან ბრძოლა იემენში |
დიდი აქციები: |
გამანადგურებელი კოულის დაბომბვის მცდელობა |
დაარსდა 2009 წლის იანვარში იემენსა და საუდის არაბეთში სალაფიტური იატაკქვეშა ჯგუფების შერწყმის შედეგად. როდესაც საუდის არაბეთის ჯგუფები გაანადგურეს სამეფოს სადაზვერვო სამსახურებმა, ალ-კაიდამ გადაიტანა თავისი საქმიანობა იემენის სასაზღვრო რაიონებში [1] [2] დაჯგუფებას, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი წევრი ჰყავს.[3]
ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა 2009 წლის 25 დეკემბერს Northwest Airlines-ის რეის 253-ზე უმარ ფარუკ აბდულმუტალაბის მიერ განხორციელებულ წარუმატებელ ტერორისტულ თავდასხმაზე. [4]
2010 წლის 10 იანვარს იემენის პრეზიდენტმა ალი აბდალა სალეჰმა კვირას, 2010 წლის 10 იანვარს განაცხადა, რომ ის მზად არის დიალოგისთვის საერთაშორისო ტერორისტულ ქსელ ალ-კაიდასთან, რათა დაარწმუნოს ჯგუფის მებრძოლები დადონ იარაღი და უარი თქვან ძალადობაზე. როგორც ცნობილია, წარსულში იემენის ხელისუფლებამ ტერორისტებთან გარიგება დადო და დაპირების სანაცვლოდ, რომ მომავალში აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას ტერორისტულ ქმედებებში, ციხიდან გაათავისუფლა მებრძოლი პატიმრები. თუმცა ბევრი გათავისუფლებული ისევ დაუბრუნდა ტერორისტულ საქმიანობას. იემენის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები გააგრძელებენ ალ-კაიდას მებრძოლების დევნას და ტერორიზმთან ბრძოლას, მაგრამ „მოლაპარაკების კარი ღიაა“. „დიალოგი არის საუკეთესო გზა, თუნდაც ალ-კაიდასთან დაკავშირებით, თუ ისინი (ბოევიკები) დადებენ იარაღს“, - თქვა ალი აბდალა სალეჰმა აბუ დაბის ტელევიზიასთან ინტერვიუში. როგორც ცნობილია, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა მრავალი ომითა და კრიზისით დასუსტებულ იემენში ალ-კაიდას გავლენა. ასობით ბოევიკმა, როგორც იემენელმა, ისე უცხოელმა, ქვეყნის მთიან რეგიონებს შეაფარა თავი. გასულ კვირას საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა დახურეს თავიანთი დიპლომატიური მისიები იემენში მას შემდეგ, რაც ალ-კაიდას ვებსაიტმა მოუწოდა „ ყველა ჯვაროსნის“ განადგურებისკენ, რომლებიც მუშაობენ არაბეთის ნახევარკუნძულზე „ საელჩოებში და სხვა დაწესებულებებში.“[5]
2010 წლის ოქტომბერში ორგანიზაცია გეგმავდა საკვების მოწამვლას რიცინითა და ციანიდით ამერიკის შეერთებული შტატების სასტუმროებსა და რესტორნებში ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში კვების პროდუქტებით დატვითულ თვითმფრინავებზე შხამის ვაზნის განთავსებით. ოპერაციას ეწოდა Hemorrhage („სისხლდენა,“„სისხლდენა“) მისი არსი იყო „ეტაპობრივი შეტევა მტერზე და ისედაც არასტაბილური ამერიკული ეკონომიკის შერყევა.“
2011 წელს, იემენში არაბული გაზაფხულის დაწყებისთანავე, AQAP (ალ-კაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე) საგრძნობლად გააქტიურდა და იემენის რევოლუციის ერთ-ერთ უძლიერეს ძალად იქცა. მისი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი შედგებოდა ცნობილი ანტიკომუნისტი ჯიჰადისტის ტარიქ ალ-ფადლის აბიანის (აბიანის ისლამური საამირო) ფორმირებებისაგან.[6]
იემენის ახალმა პრეზიდენტმა აბდ-რაბუ მანსურ ჰადიმ განაცხადა, რომ აპირებს ყურადღება გაამახვილოს საერთაშორისო ტერორისტულ ქსელ ალ-კაიდასთან ბრძოლაზე, რომელსაც დიდი გავლენა აქვს იემენში. როგორც თავად თქვა:
„ალ-კაიდას წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება პატრიოტული და რელიგიური მოვალეობაა. თუ ჩვენ არ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას, სიტუაცია შეიძლება ქაოსში გადაიზარდოს.“
|
2014 წლიდან აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი იემენში ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს.[7]
იხილეთ ასევე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Novak, Jane (2009-01-26). „Arabian Peninsula al Qaeda groups merge“. Long War Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-11. ციტირების თარიღი: 2010-01-27.
- ↑ Wong, Kristina (2010-01-05). „Yemen: 'Major Staging Base' for Al Qaeda: Q and A With Former CIA Official and Al Qaeda Expert Bruce Riedel“. ABC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-10. ციტირების თარიღი: 2010-01-27.
- ↑ Al Arabiya News (26 August 2010). "Yemen says US officials exaggerate Qaeda threat". Archived from the original on 11 February 2017. Retrieved 10 February 2017.
- ↑ Lenta.ru:: Абдулмуталлаб, Умар Фарук. ციტირების თარიღი: 2011-09-18
- ↑ "Yemen says 6 al Qaeda leaders killed". დაარქივებული 2023-11-20 საიტზე Wayback Machine. CNN. 15 January 2010. Archived
- ↑ "Targeting AQAP: U.S. Airstrikes in Yemen". Archived from the original on 13 March 2017. Retrieved 13 March 2017.
- ↑ "الجيش واللجان الشعبية يطهرون معسكر لبوزة من عناصر القاعدة في لحج - أنصار الله". www.ansarollah.com. 24 July 2015. Archived from the original on 19 July 2018. Retrieved 19 July 2018. (არაბ.)